Narkozi.com » უროლოგია

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

საშარდე გზები და შარდის გამოყოფაორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრის, ლობიოს მარცვლის ფორმის წყვილი ორგანოს - თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდი ორგანიზმიდან საბოლოოდ შარდის ბუშტისა და შარდსადინარების საშუალებით გამოიყოფა. თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს.
დარჩენილი სითხე წარმოადგენს მეორეულ შარდს, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს ადამიანის დღე-ღამეში, იგი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. ამრიგად, შარდი სეკრეტია, რომელსაც ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის თითქმის ყველა საბოლოო პროდუქტი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროდუქტების უმრავლესობა, შხამები და წამლები გამოაქვს, ამიტომ შარდის ბუშტის სრულ დაცლას და ორგანიზმიდან შარდის დროულ გამოდევნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციობისთვის.

დაწვრილებით