აპენდიციტი

აპენდიციტი საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს.
არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს.
მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. აღინიშნება აირების შეფერხება და შეკრულობა, ზოგჯერ - ფაღარათი. ტემპერატურა ხშირად მატულობს 37.5-38 o-მდე. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი.
დაწვრილებით
ჭრილობა, დამწვრობა და ჩალურჯება

ჭრილობები და ტრავმები არც ისე სასიამოვნო მომენტებია. მათი მკურნალობის მეთოდები დღითიდღე იხვეწება. მეცნიერები განაგრძობენ ორგანიზმის მიერ ჭრილობის შეხორცების მექანიზმის შესწავლას.
მაგალითად, ახლო მომავალში თქვენ შეძლებთ იყიდოთ ჭრილობის შემხორცებელი ნივთიერების შემცველი კრემი, რომელიც განკურნავს სისხლძარღვების დაზიანებას. შესაძლოა თქვენმა ექიმმა ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად ლაზერული სხივი, ან გალვანური დენი გამოიყენოს.
რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად ყოველთვის არ დაგჭირდებათ უკანასკნელი წლების სამეცნიერო მიღწევების გამოყენება.
_ სამი წამი დაგჭირდებად დამწვარი ტუჩების და ენის წყლით დასასველებად.
_ ხუთ წამში შეძლებთ ქაღალდით მიყენებული ჭრილობის გაღიზიანების შესაჩერებლად.
_ თქვენი მაცივარი ერთი წუთში გაგიყუჩებთ დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილს.
_ ხუთ წუთში ამოიღებთ მიკრო ხიჭვს, რომელიც იმდენად პატარაა, რომ პინცეტით მისი ამოღება არ ხერხდება.
დაწვრილებით