|
ჩაი კბილებს იცავს
 ადამიანის შეგრძნება და განწყობილება ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე. მოხუციც კი, თუ მას მაგარი, თეთრი და სუფთა კბილები აქვს, თავს მხნედ გრძნობს და თავის თავში დარწმუნებულია. ამჟამად არსებობს კბილის პასტები ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის. როგორ ისუფთავებდნენ მათ გარეშე კბილებს ჩვენი წინაპრები? კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში იყო ხის ნახშირის ფხვნილი, რომელსაც იღებდნენ არყის ხის დაწვის შედეგად. ამ ფხვნილით გაწმენდის შემდეგ კბილებში წყალს კარგად ივლებდნენ და სურნელოვანი საპნით იბანდნენ. ძალიან სასარგებლოდ ითვლებოდა წიწვიანი მცენარეების - ფიჭვისა და ნაძვის საღეჭი ფისი. ფისს იმარაგებდნენ შემოდგომაზე და ნაჭრის ან ხის ქერქის კოლოფებში ინახავდნენ. ფისს გასასუფთავებლად ათავსებდნენ წვრილხვრელებიან ფიცარზე, რომელიც ქოთანს ეხურა. ნედლი ფისი ნახვრეტებიდან ქოთანში ეწვეთებოდა, ჭუჭყი კი ზემოთ რჩებოდა.
დაწვრილებით
დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებები
 თანამედროვე მედიცინა ეძიებს უფრო ახალ და ეფექტურ მეთოდებს კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უჩვეულოა - ასე მაგ. კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა, კბილის ემალის გასამაგრებელი ელექტრული აბაზანები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიები ბაქტერიებთან საბრძოლველად, მაგრამ ეს გამოგონებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიებში არსებობს, ამიტომაც საჭიროა ყურადღება მიექცეს კბილების დაცვის ძველ, გამოცდილ საშუალებებს. 1. რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები. ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ პირის ღრუში, იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომლებიც რჩება კბილებზე საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა კბილების გაწმენდა მინიმუმ ორჯერ დღეში, იდეალურია - ყოველი კვების შემდეგ.
დაწვრილებით
კბილების ჰიპერმგრძნობელობა
 კბილების ჰიპერმგრძნობელობა ხასიათდება ხანმოკლე ტკივილით, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ქიმიური, თერმული, ტაქტილური ან ოსმოსური გაღიზიანების შედეგად. პაროდონტალური მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში კბილების სენსიბილიზაციის ნიშნები აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ნელნელა კლებუ- -ლობს. კბილის ტკივილი, რასაც პაციენტი აღიქვამს გადაეცემა დენტინის ღია მილაკების საშუალებით და იზრდება კბილთა შორისი ნერვების აღზნე- -ბადობა. კბილების აწეიული მგრძნობელობის სამკურნალოდ 2 ძალიან კონკრეტული მოქმედებაა მოწოდებული: დენტინის მილაკები დახურვა და მილაკებში სითხის მოძრაობის ბლოკირება – რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს: მილაკთაშორისი უხსნადი მარილების დალექვით ცილების კოაგულაციით მომწამლავი ნივთიერებებით ან სითბოთი მექანიკური ობსტრუქციით, ადჰეზივის ან სხვა საშუალებების გაოყენებით. მესამეული დენტინის წარმოქმნით
დაწვრილებით
ჯანმრთელი კბილები - ჯანმრთელი ორგანიზმი
 თუ თავი აგტკივდათ, მუცელმა შეგაწუხათ ან ცუდ ხასიათზე ხართ - შესაძლოა მიზეზი პირის ღრუში იყოს. კარიესი, არასწორი თანკბილვა, ნებისმიერი ანთებითი პროცესი პირის ღრუში - აისახება ნერვულ ქსოვილზე. შესაძლოა წლობით ატაროთ ორგანიზმში ანთების კერა, მიეჩვიოთ ცუდ სუნს პირის ღრუდან, მუდმივ დისკომფორტის შეგრძნებას, ებრძოლოთ ტკივილს შინაური მეთოდებით. მაგრამ შეიძლება ყოველივე ამისგან განთავასუფლდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის დახმარებით. სტომატოლოგის არ უნდა გეშინოდეთ! სტომატოლოგთან ვიზიტის შიში თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ადრე ხომ სტომატოლოგების უმრავლესობას არ ჰქონდა საშუალება თავიან აეცილებინა თქვენთვის ტკივლის შეგრძნება მანიპულაციებისას. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა! საბედნიეროდ, არსებობს თანამედროვე ტექნიკა, ახალი მედიკამენტებიც და გამოცდილი სპეციალისტებიც.
დაწვრილებით
ცოტა რამ ორთოდონტიული მკურნალობის შესახებ
 ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა. ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები. პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი - ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის - კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.
დაწვრილებით
ღრძილების მკურნალობა - ხსნა კბილებისათვის
 პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის. დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი - ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. და აქ უმრავლესობა უშვებს დიდი შეცდომას: იწყებენ უფრო დაზოგვით ხეხვას, იყენებენ უფრო რბილ ჯაგრისებს, ამოკლებენ ხეხვის ხანგრძლივობას, თითქოს ეშინიათ სისხლისგან არ დაიცალონ. ამით კი უფრო მეტად ამძიმებენ მდგომარეობას. უკვე არსებული ნადები არ იწმინდება, არამედ კბილის ზედაპირზე იშლება, ემატება ახალი “პარტია” ბაქტერიების და პაროდონტის დაავადებაც ორმაგად სწრაფად იწყებს განვითარებას. შემდეგ ჩნდება სხვა სიმპტომებიც: ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ქვების გაჩენა (ღრძილზედა და ღრძილქვედა). შემდეგ ჩნდება ის სიმპტომი, რომლის გამოც ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ესაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზოგჯერ ცდილობენ თვითონ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, იყენებენ სხვადასხვა საღეჭ რეზინს, სპრეის და სავლებებს. დარწმუნებული ვარ ბევრს არ მიუღია სასურველი შედეგი. ეს იმიტომ, რომ ყველა ეს მეთოდი არ აშორებს მთავარ მიზეზს.
დაწვრილებით
ჯანმრთელი კბილები
 მხოლოდ ერთი კარიესული ღრმულის ყრუ ტკივილი საშინელ დისკომფორტს ქმნის პირის ღრუში და ყურებზეც კი ვრცელდება. პირის ღრუს უმნიშვნელო დაავადებაც კი საშინელ ტკივილს იწვევს. აგტკივდათ ე.ი. დროა მიხედოთ კბილს ან ღრძილების ქრონიკულ დაავადებას. შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათი გაატარეთ სტომატოლოგთან. ალბათ ეს საათები წლებად მოგეჩვენათ. არის კი რაიმე საშუალება ტკივილის შესამცირებლად, ნაკლები პლომბის გასაკეთებლად და ყოველგვარი ბურღვის თავიდან ასაცილებლად? რა თაქმს უნდა, არის. როგორც კი აგტკივდებათ, რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ კბილის ტკივილს თავიდან აიცილებთ. ეს საკმაოდ მარტივი და სწრაფი საშუალებებია. _ კბილების საწმენდი ძაფის საშუალებით ერთ წუთში შეძლებთ თავიდან აიცილოთ კბილების და ღრძილების დაავადებები. _ ხელის გარკვეულ წერტილზე ერთი წუთის განმავლობაში ყინულით ზემოქმედების შემთხვევაში, შეძლებთ შეამციროთ კბილის ტკივილი. _ თხუთმეტი წუთი და საღეჭი რეზინა დაგეხმარებათ შეამციროთ კბილებზე ქვების წარმოქმნის რისკი.
დაწვრილებით
ბრძოლა ბრუქსიზმთან
 ბრუქსიზმი ძილში კბილების ღრჭიალი ქრონიკული ჩვევაა, რომელიც შეიძლება გახდეს დიდი უსიამოვნებების მიზეზი. ,,თუ გაღვიძებისას თავს დაღლილად გრძნობთ, თავი და ყბების კუნთები გტკივათ, ე.ი. სიზმარში კბილებს აღრჭიალებდით~, ამბობს სამედიცინო სტომატოლოგიის დოქტორი ჯონ ბრაუნი. სხვა სიმპტომები: მომატებული მგრძნობელობა ცივი და ცხელი კერძების და სასმელების მიმართ, ტკივილი ღეჭვის დროს, დაფშვნილი პლომბები. თქვენს მეუღლეს კი ნამდვილად დაუფრთხა ძილი, როდესაც გაიგონა, როგორ გამოსცემდით კარების ღრჭიალის ხმებს. ბრუქსიზმი ჩნდება, როდესაც პირის დახურვისას კბილები ერთმანეთს კარგად არ ეხება. ,,ზოგჯერ სტომატოლოგები იწვევენ ბრუქსიზმის შემთხვევით მიზეზებს, ამბობს ექიმი ბრაუნი, ეს ხდება მაშინ, როდესაც პლომბი ძალიან მაღალია~. ასეთ შემთხვევებში თქვენი კუნთები ცდილობენ გამოასწორონ მდგომარეობა. მომატებული ფიზიკური დაძაბულობა ან ფსიქოლოგიური სტრესი ასევე შეიძლება გახდეს ბრუქსიზმის მიზეზი. ექიმი ბრაუნი ამბობს, რომ თუ თქვენი კბილების ზედაპირი რბილია, ბრუქსიზმს შეუძლია დაშალოს კბილის ემალი. თუ მაგარი კბილები გაქვთ, ბრუქსიზმი ნაწილებად დაამსხვრევს კბილებს. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს საფეთქლისა და ქვედა ყბის არის დაავადებაა.
დაწვრილებით
კბილის პროთეზები
 მითხარით ვისია ეს კბილის პროთეზები? ნუთუ ჩემია? რაღაც არ გავს. გეჩვენებათ, რომ ახალი კბილის პროტეზები მოუხერხებელია. იმის ნაცვლად, რომ ექიმთად წახვიდეთ, შეეცადეთ როგორმე მოერგოთ მათ. ვფიქრობთ, ორი კვირა ამისთვის საკმარისი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში და შემდეგაც გამოგადგებათ ეს სწრაფი და მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებით შეეჩვევით ხელოვნურ კბილებს. ,,მიიწებეთ~ კბილები ღრძილებზე. რბილი პასტა შემკვრელი ეფექტით, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური კბილებისთვის, ,,მიაწებებს~ თქვენს ახალ კბილებს ღრძილებზე. როგორც კი შეეჩვევით ახალ კბილებს, ამ პასტის გამოყენების საჭიროებაც აღარ იქნება. თუ პრობლემები მაინც გაქვთ, მიმართეთ ექიმს. რა მოვუხერხოთ ნერწყვს. თქვენმა ახალმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული ნერწყვდენა ეს ყველაზე გავრცელებული ჩივილია ხელოვნური კბილების მქონე პაციენტებს შორის, რადგან არსებობს რეფლექსი: თუ რაიმე ხვდება პირის ღრუში, ის უნდა შეიჭამოს.
დაწვრილებით
|