|
სასქესო ორგანოების ჰერპესი
 ჰერპესის სახეობას, რომელიც სასქესო ორგანოებს აზიანებს, 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი ეწოდება. ეს ძალიან გადამდები დაავადებაა, რომელიც გადადის პირადი, აუცილებელი არ არის სქესობრივი, ურთიერთობისას. თქვენ შეგიძლიათ ხელით გადაიტანოთ ვირუსი ტუჩებიდან თვალებზე. ინფექციის პირველი ნიშნებია ქავილი და შეშუპება, რომელიც ზომებში იმატებს,გამონაყარში გადაიზრდება და ძალიან მტკივნეულია. მამაკაცებში გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს ასოზე, ზოგჯერ სათესლე პარკზე და დუნდულების შიდა მხარეს; ქალებში გამონაყარი ჩნდება გარე სასქესო ორგანოების არეში, საშოში და საშვილოსნოს ყელზე. ჰერპესი გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე. ჩვეულებრივ დაავადების ნიშნები დროთა განმავლობაში ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჰერპესის გამონაყარი შეიძლება რამდენიმე კვირა, ან თვე, დარჩეს. მაშინაც კი, როდესაც კანზე გამონაყარი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება არ გავრცელდება. არსებობს ჰერპესის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. აციკლოვირი (Aცყცლოვირ). ,,აციკლოვირი დღემდე რჩება ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთერსო საშუალებად~, ამბობს ქეროლინ მებრი, რომელიც მუშაობს ჰერპესის მკურნალობის ცენტრში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ეფექტურობით აციკლოვირს შეედრება. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი სამი სახით გამოდის: ჩვეულებრივი კრემი, აბები და ინექციის სახით, რომელიც კეთდება დაავადების სერიოზულ შემთხვევებში.
დაწვრილებით
სქესობრივი მოშლილობა ქალებში
 ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 39-59 წლის ასაკის ქალების 17%-ს აქვს დაქვეითებული ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა). 17% აღენიშნება საშოს სიმშრალე, ქალების 16% ვერ განიცდის ორგაზმს და 8%-ს აღენიშნება ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ამ მოშლილობების განსაკურნებლად წლები არ არის საჭირო, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაში ხდება. საშოს სიმშრალის დროს გამოიყენეთ გასაპოხი საშუალებები. ,,დაბერების ბუნებრივ პროცესში საშოს ლორწოვანი გარსი მშრალი ხდება~, _ ამბობს ექიმი შირინ ზუსმანი. ამის გამო სქესობრივი აქტი ძნელდება და მტკივნეულია. ექიმი ზუსმანი აცხადებს, რომ საშოს სიმშრალე სწრაფად იკურნება. ლუბრიკანტებს (გასაპოხი საშუალებები) შეუძლიათ სწრაფად აღმოფხვრან სიმშრალე. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოგიწერთ სპეციალურ, ესტროგენის შემცველ კრემს საშოსთვის. ,,კრემი არა მარტო შველის სიმშრალეს, არამედ ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას~, _ ამბობს ექიმი ზუსმანი.
დაწვრილებით
ესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს პარტნიორს
 ,,სქესობრივი უძლურება, ჩვეულებრივ, პარტნიორების დაცილებას იწვევს, _ ამბობს ექიმი რიჩარს ბერგერი. _ ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან პარტნიორებს შორის ურთიერთგაგება და გულწრფელი ურთიერთობა პრობლემის გადაჭრაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. იზოლაცია და უარყოფა პრობლემის გაღრმავებას იწვევს. ოჯახური ურთიერთობა ხშირად წყდება ამ პრობლემაზე რეაქციის და არა თავად პრობლემის გამო~. ბერგერები გთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის აწყობაში იმპოტენციის პრობლემის გადაწყვეტისას. ისინი გირჩევენ იპოვოთ დრო, როდესაც ყველაზე მეტად ხართ მოდუნებული და ადგილი, სადაც შეგიძლიათ მარტონი დარჩეთ. ,,ყველაფერი თავიდან დაიწყეთ, _ ფიქრობენ ბერგერები, _ უთხარით პარტნიორს, რომ ძალიან აფასებთ მასთან ურთიერთობას~. ამის შემდეგ დასვით კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები. დაინტერესდით იმპოტენცია თქვენდამი გრძნობების შეცვლით ხომ არ არის გამოწვეული. დაინტერესდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. და ბოლოს, დასახეთ ერთად მოქმედების გეგმა. თუ ერთად იმოქმედებთ, დაგეზოგებათ დრო, ენერგია და ფული. ბერგერები ამტკიცებენ, რომ კარგი მოსაუბრეები შესანიშნავი საყვარლები ხდებიან.
დაწვრილებით
იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
 თუ იმპოტენცია გაქვთ, ამ არასასიამოვნო მოვლენისგან თავის დასაღწევად საკითხს პერსპექტივაში შეხედეთ. თქვენ ერთადერთი ადამიანი არ ხართ. ექიმები ფიქრობენ, რომ დაახლოებით ათი მილიონი ამერიკელი მამაკაცი იმპოტენტია. ჩვეულებრივ ამ პრობლემას ასაკს უკავშირებენ, მაგრამ 40 წლის მამაკაცების მხოლოდ 1,9% და 65 წლის მამაკაცების 25% აქვს იმპოტენცია. არ გეგონოთ, რომ იმპოტენცია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. მისგან განკურნებას დიდი დრო არ დასჭირდება. ზოგიერთი მამაკაცისთვის გამოსავალი შეიძლება გახდეს პროთეზის იმპლანტაცია ქირურგიული გზით. მკურნალობის ახალი და სწრაფი მეთოდების წყალობით მექანიკურ ერექციას იშვიათად მიმართავენ, ეს ხდება მხოლოდ ფიზიოლოგიური იმპოტენციის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში. ,,იმპოტენციის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდების არსებობისას, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძალიან იშვიათად ინიშნება პროთეზის იმპლანტაცია, ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯექიუს სასეტი. არსებობს რამდენიმე სხვა ეფექტური მკურნალობის ხერხი, რომელიც არა მარტო ნაკლებ ინვაზიურია, არამედ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.
დაწვრილებით
სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
 თქვენ ბედნიერი ოჯახი გაქვთ, მაგრამ სქესობრივი სიახლოვის დროს გარკვეულ დაუკმაყოფილებლობას გრძნობთ? ნუთუ თქვენს ურთიერთობაში რაღაც დაირღვა და ახლა მის აღსადგენად წლები დაგჭირდებათ? ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ. სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი. დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს.
დაწვრილებით
უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
 ,,წყვილების უმრავლესობისთვის უშვილობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად ექვსიდან ერთი წყვილისთვის დაფეხმძიმება ბრძოლას ემსგავსება, რომელიც თორმეტი თვიდან თორმეტ წლამდე გრძელდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი ართურ უაისოტი, რომელიც უშვილობის საკითხით დაკავებულ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ,,ჩვენ ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაფეხმძიმებას ცდილობდნენ, ამბობს ექიმი უაისორი. და დღემდე ფარხმალი არ დაუყრიათ. ჩვენს კლინიკაში იწვა ქალი, რომელსაც სხვა კლინიკებში შვიდჯერ გაუკეთდა ხელოვნური განაყოფიერება. ჩვენთან მან შეძლო დედობის სიხარული განეცადა~. საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი. არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები? რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ.
დაწვრილებით
სექსუალური მოშლილობები
 სექსუალური მოშლილობები სხვადასვა ფორმით იჩენს თავს _ იმპოტენციით და უნაყოფობით დაწყებული, საშოს სიმშრალით და სასქესო ორგანოების ჰერპესით დამთავრებული. როგორც წესი, ადამიანებს რაღაც ერთი აწუხებს. სქესობრივი მოშლილობები, ჩვეულებრივ დროში იწელება, იწვევს პრობლემებს, რომლებიც მრავალი წელი, ან მთელი სიცოცხლე თან სდევს ადამიანს. ,,თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, მაგალითად, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გადმონთხევა), ან სქესობრივად ვერ იღგზნებით, შეეცადეთ დროულად გადაჭრათ იგი~, _ გირჩევთ ექიმი შირლი ზუსმანი, თერაპევტი, რომელიც დაკავებულია სქესის პრობლემებით ნიუ-იორკ სითიში. _ დღესდღეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მრავალმხრივი დახმარება და გადაჭრათ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა~. _ ხუთწამიანი ვარჯიში მისცემს საშუალებას ქალებს განიცადონ უფრო ძლიერი ორგაზმი, ხოლო მამაკაცებს ჰქონდეთ უფრო ძლიერი ერექცია.
დაწვრილებით
|