Narkozi.com » ფსიქოლოგია

ინტერნეტ მიჯაჭვულობა- რა არის ეს?

ინტერნეტ მიჯაჭვულობა- რა არის ეს?დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ხშირ შემთხვევებში ნარკომანიასავითაა.

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

პრობლემის სტატუსი

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ... ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

დაწვრილებით


ში­ში შორს გა­და­მა­ლეთ

ში­ში შორს გა­და­მა­ლეთში­ში, შფოთ­ვა ეს ემო­ცი­ე­ბი ში­ნა­გა­ნი მი­ზე­ზე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ერ­თი გა­ფიქ­რე­ბა, რომ მოხ­სე­ნე­ბით უნ­და გა­მოხ­ვი­დეთ და ხე­ლე­ბი უკ­ვე გი­ოფ­ლი­ან­დე­ბათ, ენა გებ­მით ეს ში­ში ხელს გიშ­ლით.
ემო­ცი­ის სხვა ფორ­მე­ბია: სო­ცი­ა­ლუ­რი ში­ში (მო­რი­დე­ბა), კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ში­ში, პა­ნი­კა, რომ­ლის დროს ში­შის და შფოთ­ვის სიმ­პტო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რით ვლინ­დე­ბა. გარ­და ამისა სხვა­დას­ხვა ფო­ბი­ე­ბი (ფო­ბია რა­ი­მე საგ­ნის, მოძ­რა­ო­ბის, მოქ­მდე­ბის, სი­ტუ­ა­ცი­ის ში­ში) ში­ში, იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ვი აა­რი­დონ ამ ში­შის გა­მომ­წვევ ობი­ექ­ტებს. მა­გა­ლი­თად, ხი­დი, ლიფ­ტი, ღია ფან­ჯა­რა, ძაღ­ლი ზოგს უბ­რა­ლოდ ეში­ნია სახ­ლი­დან გას­ვლის.
თუ ეს ში­ში თქვენ­თვის ნაც­ნო­ბია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­გიმ­სუ­ბუ­ქე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას.
სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი. ში­ში, შფოთ­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბით ბე­ტაბ­ლო­კა­ტო­რე­ბით (,,ობ­ზი­და­ნი~, ,,ინ­დე­რა­ლი~, ,,ოკ­სპრე­ნო­ლო­ლი~, ,,ბენ­ზო­დიქ­სი­ნი~, ,,ვის­კე­ნი~, ,,კორ­და­ნუ­მი~, ნა­დო­ლო­ლი", თი­მო­ლო­ლი") და ბენ­ზო­დი­ა­ზე­პი­ნე­ბით (,,გრან­დაქ­სი­ნი", ,,მე­ლიპ­რა­მი­ნი").
ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­დან ერ­თნა­ხე­ვარ თვე­ში მაქ­სი­მა­ლურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას იგ­რძნობთ. ცო­ტა ხან­ში მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფ­რო გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. ბენ­ზო­დი­ა­ზე­პი­ნე­ბის კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სიმ­პტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნახ­ლდეს. ერთ-ერ­თი გა­მოკ­ვლე­ვის დროს ში­შის რე­ცი­დი­ვი გა­ნუ­მე­ორ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის 69-დან 80%-ს.

დაწვრილებით


აი­რი­დეთ სიბ­რა­ზე

აი­რი­დეთ სიბ­რა­ზეთქვენ შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ სიბ­რა­ზის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და ამის­თვის მხო­ლოდ ერ­თი დღე დაგ­ჭირ­დე­ბათ.
გა­მო­ხა­ტეთ ბრა­ზი ფი­ზი­კუ­რად. წინ, ყვი­რი­ლით! ეს მა­შინ­ვე გიშ­ვე­ლით და თავს უკეთ იგ­რძნობთ. ,,გა­მო­ხა­ტეთ ბრა­ზი ფი­ზი­კუ­რად, მოძ­რა­ო­ბით, ყვი­რი­ლით, ეს გარ­კვე­ულ შვე­ბას მო­გი­ტანთ", ამ­ბობს არი­ზო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ფსი­ქო­ლო­გი-კონ­სულ­ტან­ტი, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი რო­ჯერ დელ­დრა­პი.
ჩა­ი­სუნ­თქეთ და და­ით­ვა­ლეთ. თუ ათამ­დე და­ით­ვა­ლეთ, მაგ­რამ შვე­ბა ვერ იგ­რძე­ნით, ამო­ი­სუნ­თქეთ; მე­ო­რე ჩა­სუნ­თქვი­სას ოცამ­დე და­ით­ვა­ლეთ. შე­ე­ცა­დეთ იგ­რძნოთ და­ძა­ბუ­ლო­ბა მკერ­დის არე­ში.
აი, რამ­დე­ნი­მე სწრა­ფი მე­თო­დი დრო­ე­ბი­თი ფრუს­ტრა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად (ფრუს­ტრა­ცია მოტ­ყუ­ე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, ამაო იმე­დი ფსი­ქი­კის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს იმე­დე­ბის მსხვრე­ვის გა­აზ­რე­ბის, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­უწ­ვდომ­ლო­ბის შე­დე­გად). წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­გაბ­რა­ზათ ქუ­ჩა­ში (მა­გა­ლი­თად, გა­დატ­ვირ­თუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სას მან­ქა­ნა წინ ჩა­გიდ­გათ), თქვე­ნი მე­უღ­ლე ან უფ­რო­სია. თქვენ ძა­ლი­ან გინ­დათ უწო­დოთ მას იდი­ო­ტი. მაშ, რა უნ­და გა­ა­კე­თოთ? თქვე­ნი სიბ­რა­ზე სა­ხი­ფა­თოა და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.
ამ შემ­თხვე­ვა­ში უნ­და დამ­შვიდ­დეთ და და­ი­ცა­დოთ, რო­დის გა­გივ­ლით სიბ­რა­ზე თა­ვის­თა­ვად? პა­სუ­ხი ერ­თია. არა!

დაწვრილებით


ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი

ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბითუ დათ­რგუ­ნუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ, გაქვთ დეპ­რე­სია ან ფო­ბია, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ტა­როთ ოცი-ოც­და­ა­თი წე­ლი თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გის დი­ვან­ზე, გა­იხ­სე­ნებთ დე­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თქვენ­და­მი და უამ­რავ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტესტს გა­ივ­ლით.
არ­სე­ბობს ხან­გრძლი­ვი თე­რა­პი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ,,მოკ­ლე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, ზოგ­ჯერ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს შე­დეგს იძ­ლე­ვა", ამ­ბობს ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯო­ზეფ ვე­ის­ბერ­გი.
ბევ­რმა პა­ცი­ენ­ტმა, რო­მელ­მაც თე­რა­პი­ის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი გა­ი­ა­რა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­დეს რამ­დე­ნი­მე კვი­რის ან თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ცესს კი­დევ უფ­რო და­აჩ­ქა­რებს.
_ ხუთ წუთ­ში ის­წავ­ლით პა­ნი­კის შე­ტე­ვის შე­ჩე­რე­ბას.
_ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში შეძ­ლებთ ამაღ­ლდეთ სა­კუ­თარ თვალ­ში.
_ ერთ კვი­რა­ში კი სა­ბო­ლო­ოდ გა­ნი­კურ­ნე­ბით ზამ­თრის დეპ­რე­სი­ის­გან.

დაწვრილებით


6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი

6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავიჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

დაწვრილებით


ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება

ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებარამდენად გონიერი ხართ თქვენ ან თქვენი მეგობრები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ინტელექტის განსაზღვრით უნდა დაიწყოთ. ეს ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ ინტელექტის მკვლევართა 52-კაციანი ჯგუფი მაინც შეთანხმდა ასეთ ზოგად განსაზღვრებაზე: `ინტელექტი არის ძალზე ზოგადი გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, დაგეგმვის, პრობლემათა გადაჭრის, აბსტრაქტული აზროვნების, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლისა და გამოცდილების მიღების უნარს~.
უკეთ,რომ გავიგოთ რას გულისხმობს ტერმინი ‘’ინტელექტი’’,გავერკვიოთ რას ნიშნავს ‘’შეფასება’’.

ფსიქოლოგიური შეფასება გულისხმობს ინდივიდთა უნარების, ქცევებისა და პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად ზუსტად დადგენილი პროცედურების გამოყენებას. ფსიქოლოგიური შეფასება ხშირად განიხილება, როგორც ინდივიდუალური განსხვავებების გაზომვა, რადგან შეფასებათა უმრავლესობა ადგენს, თუ რითი განსხვავდება, ან ემსგავსება ინდივიდი სხვებს მოცემული ნიშნის მიხედვით.
შეფასებისთვის განკუთვნილი ფორმალური ტესტებისა და მეთოდიკების განვითარება შედარებით ახალი საქმეა დასავლურ ფსიქოლოგიაში, რომელიც ფართო ასპარეზზე მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა.

დაწვრილებით


რა განსაზღვრავს IQ-ს-მემკვიდრეობითობა თუ გარემო?

მკვლევრები, რომლებმაც IQ-ის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ჩატარებული მრავალი გამოკვლევა შეისწავლეს, ასკვნიან, რომ IQ ქულების ვარიაციის დაახლოებით 50% გენეტიკური ნაკრებითაა გამოწვეული, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მემკვიდრეობოთობის წილი იმატებს ცხოვრების განმავლობაში: მემკვიდრეობითობა დაახლოებით 40%-ს უტოლდება 4-6 წლის ბავშვებთან, ღუმცა დაახლოებით 60%-მდე იზრდება ადრეულ მოზარდობაში და დაახლოებით 80%-ს აღწევს უფროს მოზრდილებთან! ბევრს გაუკვირდა ეს შედეგი, რადგან, ინტუიტურად, ასაკის მატებასთან ერთად გარემოს სულ უფრო მეტი და არა ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს. ინტუიციასთან ამ შეუსაბამო შედეგს მკვლევრები ასეთ ახსნას აძლევენ: `შესაძლებელია, გენეტიკური დისპოზიციები გვიბიძგებენ იმ გარემოსკენ, რომელიც ჩვენი გენეტიკური მიდრეკილებების აქცენტირებას ახდენს და შედეგად ცხოვრების განმავლობაში მომატებულ მემკვიდრულობას ვიღებთ.A
გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის IQ-ს ფორმირებაში, ისევე როგორც მის ბევრ სხვა მახასიათებელსა და უნარზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის IQ-ის მიხედვით არსებული განსხვავებების მემკვიდრეობით ახსნა შეუძლებელია.

დაწვრილებით


შეფასება ინტერნეტით

შეფასება ინტერნეტითხშირად ადამიანებს აინტერესებთ როგორია მათი გონებრივი შესაძლებლობები.ჩვენს დროში საკამაოდ ადვილია ეწვიოთ რომელიმე ვებ გვერდს, ამოირჩიოთ ტესტი და მიიღოთ გარკვეული ქულები. ნიშნავს თუ არა რამეს მიღებული ქულები?.
ანალიზისათვის მონაცემები დაგვჭირდა და ჩვენ მეგობარს, რომელსაც პირობითად ნინოს ვუწოდებთ, ჩვენთვის ინტერნეტში მუდმივად არსებული რამდენიმე IQ-ტესტის გაკეთება ვთხოვეთ. მის მიერ გახსნილ პირველივე ვებ გვერდზე ოთხი სხვადასხვა ტესტი იდო, რამაც სანდოობის შეფასების შესაძლებლობა მოგვცა. _ გვაძლევს თუ არა მსგავს ქულებს ის ტესტები, რომლებიც ითვლება რომ, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე რამეს ზომავს,ანუ მარტივად-სანდოა თუ არა. ნინომ შემდეგი ქულები მიიღო: 116, 117, 129 და 130. თუ ქულათა განაწილებას გავიხსენებთ (იხ.სტატია ‘’ინტელექტი და მისის შეფასება’’),ნინოს ქულები საშუალოზე მაღალია (რა კარგია ნინოსთვის!), მაგრამ მიღებული ქულებიდან ორი მას `საკმაოდ ნორმალურის~ კატეგორიაში ათავსებს, ორი კი საზღვრის მარჯვნივ, `მაღალინტელექტუალებში~. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტესტის შედეგები არ არის განსაკუთრებით სანდო.

დაწვრილებით


ურთიერთობები და ინტერნეტი

ურთიერთობები და ინტერნეტიიწვევს კი ვინმეში ეჭვს ის ფაქტი, რომ ინტერნეტის გამოჩენამ უდიდესი იმპულსი მისცა ადამიანების ურთიერთობას და მათ დაახლოებას? წარმოიდგინეთ 16 წლის ბიჭი, სახელად გიო, თბილისიდან, რომლის „ახალი მეგობარი გოგონა“, ასევე, 16 წლის, რეიჩელი სამხრეთ კაროლინაში იმყოფება.ისინი ერთმანეთს ვერ ‘’გაიცნობდნენ ინტერნეტის გარეშე.. მოდით, ვნახოთ, რა წვლილი შეიტანა ინტერნეტმა ურთიერთობებში.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე აქტიურ საქმიანობას სოციალური ურთიერთობები წარმოადგენს. ინტერნეტის დაახლოებით 4100 მომხმარებლის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი 90% ინტერნეტს ელექტრონული ფოსტისთვის იყენებდა, 24% კი ე.წ. „ჩატში“ მონაწილეობს (ნი & ერბინგ, 2000). სხვა კვლევა აჩვენებს, რომ ურთიერთობათა დიდმა რაოდენობამ კიბერსივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა. განვიხილოთ კვლევა, რომელშიც 568 ინდივიდი მონაწილეობდა (59% ქალი და 41% კაცი). მათ სთხოვეს, რომ ერთმანეთისთვის ინტერნეტით ახალი ამბები გაეგზავნათ. ამ ჯგუფის წევრების 63% ინტერნეტით გაცნობის შემდეგ სატელეფონო ურთიერთობებზე გადავიდა, 54% კი ინტერნეტით გაცნობილ პიროვნებას შეხვდა.

დაწვრილებით