Narkozi.com » ფსიქიატრია

ისტერია

ისტერიაისტერიის სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან hystera (საშვილოსნო) - ძველად ისტერიული ხასიათის აშლილობას საშვილოსნოს უკავშირებდნენ, მიაჩნდათ, რომ მას ორგანიზმში ხეტიალი და სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა შეეძლო. ცხადია, ეს შეხედულება უსაფუძვლოა და დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ისტერია განპირობებულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების რთული კომპლექსით. მის წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფსიქიკური ტრავმა. ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია ავადმყოფობისადმი წინასწარი განწყობა,
მით უფრო მცირეა ფსიქიკური ტრავმის როლი - უმნიშვნელო განცდაც კი საკმარისია ისტერიული აშლილობისთვის. პირიქით, ნევროპათიული და ფსიქოპათიური თვისებებით ნაკლებად დატვირთულ პიროვნებას ნევროზი შეიძლება განუვითარდეს მხოლოდ ძლიერი, აფექტური განცდის შედეგად.
საზოგადოდ, ისტერიული ნევროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კონსტიტუციური განწყობა (ემოციური კონსტიტუცია, ისტერიული წრის ფსიქოპათიური პიროვნება), ბავშვის აღზრდის დეფექტი ოჯახსა თუ სკოლაში, ფსიქიკური ტრავმა, სექსუალური კონფლიქტი, გარეგანი მავნე ფაქტორების ზეგავლენისადმი ნერვული სისტემის ადაპტაციის უნარის დაქვეითება. ისტერიის განვითარებას ხელს უწყობს ინფექცია, ინტოქსიკაცია, თავის ტვინის ტრავმა, ფიზიკური გადაღლა, ხანგრძლივი უძილობა, არასასურველი სოციალური გარემო.

დაწვრილებით