|
ორსული და ახლომხედველობა
 ორსულმა ქალმა, საჭიროა ჩაიტაროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რათა წინასწარ იქნას აღმოჩენილი ისეთი მნიშვნელოვანი დაავადება რასაც მიოპია (ახლომხედველობა) ჰქვია. ამ ფაქტორის უგულებელყოფას შეიძლება სავალალო შედეგი მოყვეს (ორსულობამ და მშობიარობამ შეიძლება გააუარესოს მხედველობა და/ან დაიკარგოს კიდეც) . ასხვავებენ სირთულის მიხედვით, სამი ხარისხის ახლომხედველობას: • დაბალი ხარისხი – 3 დიოპტრიამდე • საშუალო ხარისხის – 3-დან – 6-დიოპტრიამდე • მაღალი ხარისხის _ 6-დან ზევით
დაწვრილებით
მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი
 მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, სხვადასხვა ავტორს სხვადასხვა სახელწოდებით აქვს აღწერილი: პაპილოფლებიტი, მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, ახალგაზრდების ვენური სტაზის რეტინოპათია, ბადურას ცენტრალური ვენის არასრული თრომბოზი, რეტინალური ვასკულიტი. მხედველობის ნერვის დისკოს ვასკულიტი, წარმოადგენს ახალგაზრდა ასაკის პირებში განვითარებულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს როგორც წესი მხედველობის დაქვეითებით, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპებით, ვენების გაფართოებით, ჰემორაგიით. მამაკაცები და ქალები დაახლოებით ერთნაირი სიხშირით ავადდებიან. ჩვეულებრივ ეს პროცესი ცალმხრივია, თუმცა პრაქტიკაში აღწერილი არის ორმხრივობაც. დაავადება ვითარდება მწვავედ, ხანდახან მწვავე რესპირატორული დაავადების შემდგომ, ზოგჯერ კი - ქრონიკული ტონზილიტის ფონზე. ჩვეულებრივ, სისხლძარღვთა სისტემური დაზიანეაბა ამ დროს არ აღინიშნება (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ა,შ).
დაწვრილებით
თვალის ვარჯიშები
თვალების ვარჯიში საშუალებას მოგცემთ აღიდგინოთ მხედველობა ასე ფიქრობს ზოგიერთი ოპტიკოსი. ეს ამცირებს თვალების დაღლილობას და თვალების სწრაფ დაღლას, რაც, თავის მხრივ, ზრდის შრომისუნარიანობას და წარმატებას სწავლაში. სპორტსმენებს შეუძლიათ ავარჯიშონ თვალები ფოკუსის და მხედველობის კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. აი, რამდენიმე სწრაფი ვარჯიში, რომელთა დახმარებით გაგიუმჯობესდებათ კავშირი თავის ტვინი ნერვები კუნთები. კედელზე დაკიდეთ ფურცელი ტექსტით. თუ ვიდეოდისპლეითან მუშაობთ, შემდეგი რამ სცადეთ. დაკიდეთ ფურცელი კედელზე სამუშაო ადგუილიდან 2,5 მეტრ მანძილზე. მუშაობის დროს ყოველ ათ წუთში შეხედეთ ამ ფურცელს. შემდეგ ისევ ეკრანს შეხედეთ. ასე გააგრძელეთ ოცდაათი წამის განმავლობაში. ეს ვარჯიში საათში ექვსჯერ უფრო ხშირად არ უნდა შეასრულოთ. ამ ვარჯიშის დახმარებით სამუშაო დღის ბილოს დაღლილობას აღარ იგრძნობთ. თვალი ადევნეთ დიდ თითს.
დაწვრილებით
ხელისგულების ენერგია
აუტოთრენინგი თვალებზე ხელისგულები აიფარეთ, ამას გირჩევთ ფილოსოფიის დოქტორი ჯენეთ გუდრიჩი, ამით ხელს შეუსლით სინათლის მოხვედრას თვალებზე. ამის მაგივრად თქვენი წარმოსახვა ქმნის ნათელ და ფერად სურათებს, რომლებიც ,,გადატენიან~ თქვენს თვალებს და ხელს უწყობენ რელაქსაციას. და აი როგორ... _ ხელები წინ გაიწვდინეთ ხელისგულებით მაღლა. იდაყვები შეგიძლიათ დააწყოთ ბალიშზე, მუხლებზე, ან მაგიდაზე. ღრმად ჩაისუნთქეთ, ჰაერი მუცელში შეუშვით. დაამთქნარეთ. თვალებზე ხელისგულები აიფარეთ. ცხვირის ძვალზე თითები გადააჯვარედინეთ, თითის წვერები შუბლზეა. დახუჭეთ თვალები. _ ექიმი გუდრიჩი გირჩევთ წარმოიდგინოთ დედამიწის ცენტრში განლაგებული ლურჯი მზე. როგორც კი ამას მოახერხებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ. წარმოიდგინეთ სხვადასხვა ფერის მზის სხივები. სხივები თქვენს ტერფებს ეხება და ფეხებში მოედინება, აღწევს მკერდში და მხრებში, შემდეგ მტევნებში და ხელისგულებში. არ გაახილოთ თვალები, ხელები მოაშორეთ და გაიზმორეთ. დაამთქნარეთ. როდესაც იგრძნობთ, რომ მზად ხართ, გაახილეთ თვალები. ზემოთ აღწერილის ნაცვლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სხვა სურათი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მინდორში მიდიხართ, გრძნობთ ფოთლების და ბალახის არომატს. წარმოიდგინეთ, რომ ხიდან ვაშლს წყვეტთ. ააგდეთ ვაშლი, წარმოიდგინეთ როგორ გადაიქცევა ის წითელი რეზინის ბურთად.
დაწვრილებით
უცხო სხეული თვალში
წამწამი, მტვერი ან ქვიშის მარცვალი თვალში მოხვედრისას თითქოს უზარმაზარი ხდება. საბედნიეროდ, ნებისმიერი უცხო სხეულის ნაწილაკები დაუყოვნებლივ გამოიდევნება თვალის ზედაპირიდან ცრემლის საშუალებით, მაგრამ შეიძლება რაიმე დარჩეს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ თვალში უცხო სხეულის მოხვედრის დროს. გამოიბანეთ თვალი. პირველ რიგში კარგად დაიბანეთ ხელები. ზედა ქუთუთო ქვედაზე გადმოიტანეთ და ასწიეთ ზედა ქუთუთო. რამდენჯერმე დაახამხამეთ. ეს გამოიწვევს ცრემლდენას, რაც მოაცილებს მტვერს ან ქვიშის მარცვალს. ჩაიწვეთეთ თვალებში თბილი წყალი. ეს გააღიზიანებს თვალს და გამოიწვევს ცრემლდენას. ამოიღეთ უცხო სხეული. თუ ხედავთ იმას, რაც თვალში მოხვდა, მაგრამ დახამხამებისას ვერ იცილებთ, შეეცადეთ ამოიღოთ მშრალი ან სველი პირსახოცით, ან ცხვირსახოცით.
დაწვრილებით
როგორ გავაუმჯობესოთ მხედველობა შებინდებისას
 ადამიანთა უმეტესობისთვის სიბნელეში საგნების გასარჩევად 20 წთ. სჭირდებათ. ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია სიბნელეში რაიმეს დანახვა. ამ დაავადებას ,,ქათმის სიბრმავე" ეწოდება. ,,ამერიკის შეერთებულ შტატებში ღამით მხედველობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სიბერით არის გამოწვეული, ამბობს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარი, ოფთალმოლოგიის დოქტორი, ერაგ ოუგსბურგერი. თვალის ბუნებრივი ბროლი ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და სულ უფრო და უფრო იმღვრევა, რაც, საბოლოო ჯამში იწვევს კატარაქტას". სწორედ ამ შუალედურ სტადიაზე, როდესაც ბროლმა დაკარგა გამჭვირვალობა, მაგრამ კატარაქტა ჯერ არ განვითარებულა, ჩვენი ოპტიკური სისტემა იბურება და ჩნდება პრობლემები სუსტი განათების დროს მხევდელობასთან დაკავშირებით. ეს ჯერ არ არის ,,ქათმის სიბრმავე~, მაგრამ მხედველობა უკვე დარღვეულია. მხედველობის ,,დაბურვის~ დროს ხდება სინათლის გაბნევა და რაიმეს გარჩევა შეუძლებელი ხდება.
დაწვრილებით
|