Narkozi.com » ონკოლოგია

პროსტატის კიბოს მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობასპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია, გავაკეთოთ არჩევანი სადღეისოდ არსებულ მკურნალობის მეთოდებს შორის. მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ).

მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება.

დაწვრილებით