|
შაკიკის მართვა
 ყმაწვილების 17% და გოგონების 30% ჰქონია შაკიკი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში. ზუსტად არავინ არ იცის, რატომ აწუხებთ ადამიანებს სისხლძარღვებით გამოწვეული თავის ტკივილი, თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ასაკი და მემკვიდრეობა. ჩვეულებრივ შაკიკი იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და სრულდება, როდესაც ადამიანი გადააბიჯებს 45 წელს. ხშირად ამ დაავადებას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. თავის ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის და ჩვეულებრივ თავის მხოლოდ ერთ ნაწილში კონცენტრირდება. ტკივილს ახლავს გულზიდვა და ღებინება, ასევე ჰიპერმგრძნობელობა სინათლის და ხმაურის მიმართ. როგორც წესი, თავის ტკივილს რაიმე მიზეზი აქვს საკვები, სტრესი, სინათლე, ბევრი ან პირიქით, ცოტა ძილი. თავის ტკივილის მიზეზის მიუხედავად, ის იწვევს ფიზიოლოგიური ცვლილებების კასკადს. სისხლის, ჰორმონების და ტვინის ქიმიური ნივთიერებების კომპონენტების რთული ურთიერთქმედების გამო თავის სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა მცირდება. სისხლძარღვები რეაგირებენ ამაზე აქტიური გაფართოებით. ყველაფერი ეს ქიმიურ ნივთიერებებთან და ჰორმონებთან ერთად არტერიებს განსაკუთრებით მგრძნობელს ხდის ტკივილის მიმართ და იწვევს ინტენსიურ, პულსირებად შაკიკს. როდესაც საწყისი შეკუმშვა და სისხლის მიმოქცევის შემცირება მნიშვნელოვანია, სწორედ მაშინ ჩნდება კლასიკური შაკიკი. სტანდარტულ წამალს, ერგოტამინს, რომელსაც შეუძლია თავის ტკივილის გაყუჩება, გვერდითი მოვლენები აქვს (ერგოტამინი შედის კოვეტამინის და ბელოიდის შემადგენლობაში). საბედნიეროდ, არის სხვა ეფექტური საშუალებებიც.
დაწვრილებით
როგორ განვიკურნოთ დეპრესიისგან
 არავინ დაზღვეული არ არის ნაღველის მოწოლისგან. ,,მენატრები~ ამ ,,მეზიზღები~ ასეთი საეხის დეპრესია ნებისმიერი ჩვენგანისთვის არის ცნობილი. უხასიათობა დეპრესიის ყველაზე ნათელი მხარე. სერიოზული დეპრესია ის მდგომარეობა, როდესაც იცვლება ყველა ჩვენი მენტალური გრძნობები. სიმპტომები შემდეგნაირია: სწრაფი დაღლა, უძილობა ან პირიქით ძალიან ხანგრძლივი ძილი, სექსუალური სურვილის დაკარგვა, საკვების არეულად მიღება, შფოთვა, ფობია, უსუსურობა, უიმედობა, გაღიზიანება, სოციალური იზოლაცია და ფიზიკური სისუსტეც კი, როგორიცაა ტკივილი გულის არეში, ღებინება, ადამიანი იყინება, აწუხებს მომატებული ოფლიანობა, უბუჟდება კიდურები. ეს სიმპტომები ისეთი გავრცელებული არ არის, როგორც ცუდი გუნებ-განწყობილება, მაგრამ ყველაზე მეტად დამახასიათებელია დეპრესიისთვის.
დაწვრილებით
რა არის ვარიკოზი?
 ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები. ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება. ვენები სისხლძარღვებია, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.
დაწვრილებით
კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება
ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება («Journal of the American Geriatrics Society» ნოემბრის გამოცემა). ”შემთხვევა-კონტროლი”-ს ტიპის კვლევის მიმდინარეობისას დოქტორი Raymond L. C. Vogels (Saint Lucas-Andreas Hospital, ამსტერდამი) და მისი კოლეგები სწავლობდნენ კოგნიტიური დისფუნქციის სიხშირესა და პატერნებს ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის მქონე ამბულატორიულ ავადმყოფებში და ცდილობდნენ, მოეხდინათ დემოგრაფიული და კლინიკური კორელანტების იდენტიფიკაცია. კვლევაში ჩართული იყო გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე 62 ამბულატორიული პაციენტი, ასევე 53 ადამიანი საკონტროლო ჯგუფიდან, რომელთაც დადგენილი ქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რომელიც არ იყო გართულებული გულის უკმარისობით (გულის დაავადებების მქონე საკონტროლო ჯგუფი) და 42 ჯანმრთელი სუბიექტი. ნეიროფსიქოლოგიური შეფასება მოიცავდა მენტალური სიჩქარის, შესრულების ფუნქციის, მეხსიერების, ენის და სივრცული მხედველობის ფუნქციის ტესტირებას.
დაწვრილებით
მწვანე ჩაი იცავს ადამიანებს პარკინსონის დაავადებისგან
მწვანე ჩაის შემადგენლობაში მყოფი პოლიფენოლები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავენ ტვინის უჯრედებს პარკინსონის დაავადებისგან. იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს მათი ეფექტურობა ნერვული სისტემის მძიმე დეგენერაციული დაავადების ექსპერიმენტულ მოდელზე. კვლევის ავტორმა, ბაოლუ ჩჟაომ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს მწვანე ჩაის კვლევა. მათთვის უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ამ მცენარეს გააჩნდა ნეიროპროტექტორული თვისებები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვანე ჩაის დადებითი ეფექტის დადგენა ცენტრალური ნერვული სისტემის დოფამინმაპროდუცირებელი უჯრედების სიკვდილობით გამოწვეულ პარკინსონის დაავადებაზე. დღესდღეობით არ არსებობს ამ დაავადების სპეციფიკური და ეფექტური მკურნალობის გზები, ამიტომაც ასეთი კვლევები დიდ ინტერესს იწვევს მეცნიერებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დაწვრილებით
აუტიზმი განკურნებადია
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს აუტიზმის სამკურნალო პრეპარატი. ამჟამად მიმდინარეობს დასკვნითი კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ ექიმები კაცობრიობას წარუდგენენ ახალ, უნიკალურ წამალს. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ შეძლებს აუტიზმის ყველა ფორმის მკურნალობას და მხოლოდ X ქრომოსომაზე არსებული გენის მუტაციით გამოწვეული აუტიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ახალ კვლევას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დაავადებისგან განკურნების სფეროში. აუტიზმი არის დაავადება, რომელიც არ აძლევს ადამიანს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას და იწვევს მარტოობის შეგრძნებას. დაავადება საკმაოდ ადრეულ ასაკში ყალიბდება. როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნევროლოგმა, მარკ ბეარმა განაცხადა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ შეძლებენ მკურნალობის მეთოდის სრულყოფას და დაეხმარებიან ბავშვებს აუტიზმის ყველა ფორმისგან განკურნებაში. ყოველი 150 ბავშვიდან 1 დაავადებულია აუტიზმით და ეს ციფრი სულ უფრო მატულობს. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ეს დაკავშირებულია გენთა სიმრავლესთან, განსაკუთრებით კი - მუტანტურ გენებთან.
დაწვრილებით
პარკინსონის დაავადება
მკვლევარებმა მოახდინეს პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება
აშშ - სენტ-ლუისის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინში არსებული ქიმიკატი, რომელიც იწვევს პარკინსონის დაავადებას. ცილა, სახელად ალფა-სინუკლეინი, ასრულებს მთავარ როლს ნევროლოგიური დარღვევის განვითარებაში. ის აღმოჩენილია ტვინის სხვადასხვა უბანში და იწვევს ჰორმონ დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების კვდომას. ამჟამად, პარკინსონის დაავადების მკურნალობის გზას ძირითადად დაკარგული დოპამინის შეცვლა წარმოადგენს, რათა შეჩერებულ იქნას დაავადების ფორმირება. ახალი აღმოჩენის თანახმად, მედიკოსები შეძლებენ ნეიროდამცველი თერაპიის შემუშავებას დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების სიკვდილის შეჩერების მიზნით.
დაწვრილებით
|