Narkozi.com » დაავადებები » ნეფროლოგია

შეიქმნა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”

ის ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის უკმარისობით და იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ახლო მომავალში შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას. ამერიკულმა კომპანია Xcorcorporeal Inc. შეიმუშავა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”, რომელმაც გაიარა წარმატებული წინასწარი გამოცდა ადამიანებზე, იტყობინება ჟურნალი ლანცეტი.
დღესდღეობით პაციენტებს აერთებენ საავადმყოფოს სტაციონარულ აპარატთან, სახელწოდებით “ხელოვნური თირკმელი”. შედეგად ისინი ხდებიან საწოლზე მიჯაჭვულნი 4-12 საათის განმავლობაში, კვირაში 2-3 დღე. ჰემოდიალიზისთვის საჭირო ახალი აპარატი წარმოადგენს პორტატულ, თუმცა საკმაოდ მოზრდილ მოწყობილობას ელემენტებზე და გათვლილია 4-8 საათის მანძილზე უწყვეტად მუშაობაზე.
კვლევის ხელმძღვანელმა, ენდრიუ დავენპორტმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ჩაატარეს ახალი აპარატის კლინიკური გამოცდა 8 პაციენტზე, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 52 წელს. კვლევის ყველა მონაწილე საჭიროებდა ჰემოდიალიზის რეგულარულ პროცედურებს.
კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო თავად მონაწილეებმა ერთსულოვნად გაუწიეს რეკომენდაცია თირკმლის უკმარისობის მქონე სხვა პაციენტებს ჰემოდიალიზის ახალი აპარატით ჩატარებაზე.

დაწვრილებით