|
სათესლის კიბოს სწრაფი თვითდიაგნოსტიკა
სათესლის კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ოცი-ოცდაათი წლის მამაკაცების სიკვდილის მიზეზებს შორის. ამავე დროს კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე, სრული განკურნების საშუალებას იძლევა. თვეში ერთხელ თვითდიაგნოსტიკა საუკეთესოა კიბოს აღმოსაჩენად. თვითდიაგნოსტიკის დროს თქვენ უნდა შეეცადოთ იგრძნოთ, ხომ არ არის ორივე სათესლეში პატარა, უმტკივნეულო კვანძი. გარდა ამისა, სიმძიმე, ტკივილი სათესლე პარკში, ან მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე, შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. სათესლის კიბოზე მიმანიშნებელია ძუძუსთავების შეშუპება, გამაგრება და ფერის შეცვლა. _ თვითდიაგნოსტიკა აბაზანაში ჩაიტარეთ, როდესაც სათესლე პარკი მოდუნებულია. _ თითების მგრძნობელობის გასაზრდელად ხელები დაისაპნეთ. _ ფრთხილად დააწექით. თუ გეტკინათ, ე.ი. ზედმეტი მოგივიდათ. მოჭერით გამოწვეული ტკივილი კიბოზე არ მიუთითებს. რადგან გამაგრებული კვანძები შეხებისას ჩვეულებრივ უმტკივნეულოა. როდესაც კიბო ტკივილს იწვევს, ამისთვის მოჭერა აუცილებელი აღარ არის. _ ორივე ხელში თითო-თითო სათესლე აიღეთ და სათესლე პარკზე დაწოლა თანაბრად გადაანაწილეთ
დაწვრილებით
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია
 მამაკაცის ცხოვრების ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში წინამდებარე ჯირკვალი სტაბილურ მდგომარეობაში რჩება, მაგრამ დღემდე უცნობი მიზეზების გამო, საშუალო ასაკში წინამდებარე ჯირკვალი იწყებს ზრდას და ზოგჯერ ფორთოხლის ზომასაც აღწევს. რადგან ეს სიმსივნე ავთვისებიანი არ არის, მას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია ეწოდება. ალბათ, მილიონობით მამაკაცს აინტერესებს ამ უსიამოვნო დაავადებას ,,კეთილთვისებიანს~ რატომ უწოდებენ. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერტროფიას შეუძლია გადაკეტოს ურეთრა, რომლის საშუალებით ხდება შარდის ბუშტიდან შარდის დენა. ამის შედეგად შარდვა ძნელდება, შარდის ჭავლი სუსტია და შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება. მამაკაცს, რომელსაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია აქვს, ჩვეულებრივ იძულებულია ღამის განმვალობაში ორ-სამჯერ გავიდეს ტუალეტში. ზოგიერთი მამაკაცი ისე იძაბება შარდის შეკავების დროს, რომ შეიძლება თიაქარი განუვითარდეს. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც შარდგამომყვანი გზები ისე ვიწროვდება, რომ შარდის გამოყოფა შეუძლებელი ხდება და შარდის ბუშტი ივსება. ეს არამარტო მტკივნეულია, არამედ სიცოცხლისთვის სახიფათოც. ამ შემთხვევაში ურეთრაში უნდა ჩაიდგას წვრილი ზონდი ან კათეტერი, რათა მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა.
დაწვრილებით
პროსტატიტი
 წინამდებარე ჯირკვლის დაავადება კიდევ ერთი უბედურებაა მამაკაცის ცხოვრებაში. 40 წელს გადაცილებულ თორმეტ მილიონამდე ამერიკელს აწუხებს ამ პატარა ჯირკვლით გამოწვეული ტკივილი. ხოლო თუ 50, ან 60, წლის ხართ და ჯერ არ გაწუხებთ პროსტატა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასოდეს შეგაწუხებთ, რადგან, რაც უფროსია ადამიანი, მით მეტია პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები. ,,85 წლის ასაკში პროსტატა 95%-ით იზრდება, მაშინაც კი, თუ არასასიამოვნო სიმპტომები არ აქვთ~, ამბობს ექიმი უაითჰედი. ათიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მიმართავს ქირურგს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებების მოსაცილებლად შარდშეკავება, შარდის ჭავლის შემცირება. ცუდი ისაა, რომ ერთი და იგივე სიმპტომები დამახასიათებელია როგორც უბრალო ანთებისთვის, ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო კიბოსთვის. ყველაფერი ეს პატარა ჯირკვლის ,,ნამოქმედარია~, რომელიც 30 გრამზე ნაკლებს იწონის.
დაწვრილებით
სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან. ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება.
დაწვრილებით
ვეზიკულიტით გამოწვეული ტკივილის შემცირება
ვეზიკულიტი სათესლე ბუშტუკების (წინამდებარე ჯირკვალთან განლაგებული ორი ჯირკვლის) ანთება. დაავადების სიმპტომებია: ტკივილი შარდვის და ერექციის დროს, ხშირი შარდვა, ტკივილი მუცლის ქვევით და შორისში, სისხლი თესლში. ,,შესაძლოა, არაფერი ცუდი არ გაგიკეთებიათ და ეს დაავადება არ დაგიმსახურებიათ~, ამბობს მედიცინის დოქტორი დუგლასი. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი შეეცდება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა პრობლემის დადგენას, ეს შეიძლება იყოს პროსტატიტი ამ ცისტიტი, რომელსაც სხვაგვარი მკურნალობა სჭირდება. თუ დადგინდა, რომ ანთება ინფექციით არის გამოწვეული, ექიმი ანტიბიოტიკს გამოგიწერთ. ექიმი უაითჰედი ამბობს, რომ თუ ანთება ინფექციით არ არის გამოწვეული, შეგიძლიათ მკურნალობის სხვა მეთოდებს მიმართოთ. გადადით ,,რბილ~ დიეტაზე. სუნელ-სანელებლები, რომლებიც პირს გწვავენ, შემდგომშიც არ კარგავენ ამ თვისებას. ისინი მოქმედებენ კუჭის ნაზ ქსოვილზე, პირველ რიგში კი სათესლე ბუშტუკები ღიზიანდება.
დაწვრილებით
თიაქარის მკურნალობა
 უფრო ხშირად საზარდულის თიაქარი მამაკაცებს ემართებათ. თიაქარი შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის აწევამ, ხველამ, ან რაიმე სხვა მოქმედებამ. მას ამობურცულობის და შეშუპების გარდა ჩვეულებრივ, სხვა სიმპტომები არ ახლავს. თიაქარი შეიძლება პატარა დარჩეს, ან დროთა განმვალობაში გადიდდეს. როდესაც თიაქარი პატარაა, ექიმს შეუძლია უბრალოდ დააბრუნოს თავის ადგილზე. ბანდაჟი პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა. დიდი თიაქარის დროს შეიძლება გაჩნდეს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა ამერიკაში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ასეთი ოპერაცია კეთდება. თიაქარის ახალი, უფრო ეფექტური ოპერაცია. სწრაფი, თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის და ადგილობრივი (და არა საერთო) ანესთეზიის წყალობით შესაძლებელია თიაქარის ოპერაცია ჰოსპიტალიზაციის გარეშე გაკეთდეს. ოპერაცია ნახევარ საათს იკავებს, ამიტომ, თუ ოპერაციაზე ერთ-ერთი პირველი მოხვდით, თერთმეტ საათზე სახლში იქნებით. ,,ერთ კვირაში გოლფის თამაშს შეძლებთ, ორ კვირაში ჩოგბურთისას, ამბობს მედიცინის დოქტორი ართურ ჰილბერტი. ოფისში მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ სამსახურში მეორე დღესვე დაბრუნდნენ, ხოლო ფიზიკური შრომით დაკავებულებს ერთი კვირის შემდეგ".
დაწვრილებით
მამაკაცის ჯანმრთელობა
 მამაკაცი და ქალი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, თავს იჩენს უთანასწორობა ,,წელს ქვევით და წელს ზევით~. თუმცა ცივილიზაციით გამოწვეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით ქალი მამაკაცს არ ჩამოუვარდება (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო), არსებობს რიგი დაავადებების სახეობები, რომელშიც ქალი მამაკაცს ვერ შეეცილება. მაგალითად, არც ერთ ქალს არ ექნება პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ როდესაც, წინამდებარე ჯირკვალს არა ერთი არასასიამოვნო წუთი მოუტანია თითქმის ყველა მამაკაცისთვის. ქალსა და მამაკაცს შორის კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ მამაკაცს ჭირივით ეშინია ექიმების (იხილეთ ქვევით ,,ექიმის შიშის დაძლევა~). ამ თავში აღწერილი მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის განკურნება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მას შემდეგ, რაც დაისვა დიაგნოზი და ჩატარდა სამედიცინო გამოკვლევა. _ მაგალითად, ულტრაბგერითი სკანირების აპარატის დახმარებით შესაძლებელია პროსტატის დიაგნოსტიკა, მათ შორის სიმსივნის აღმოჩენა ნაადრევ სტადიაზე ეს ყველაფერი ბგერის სისწრაფით ხდება. _ 10-წუთიანი მჯდომარე აბაზანა 2-3-ჯერ დღეში მოგიხსნით სპერმატოცისტიტის (ანთება) სიმპტომებს. _ ნახევარსაათიანი თანამედროვე ქირურგიული ჩარევით მოიცილებთ თიაქარს საავადმყოფოშიც დიდი ხნით დარჩენა არ დაგჭირდებათ.
დაწვრილებით
|