დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!
Narkozi.com » ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა

ძვლე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად ივარ­ჯი­შეთ

თით­ქმის ყვე­ლა ექი­მი თან­ხმდე­ბა, რომ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ძვლე­ბის­თვის სა­სარ­გბე­ლოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და­გეხ­მა­რე­ბათ კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ნა­ვი­თა­რებთ თქვენს ძვალს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს თქვენს ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია, ამ­ბობს ორა­გო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ადი­უ­ტანტ-პრო­ფე­სო­რი და ფი­ზი­ო­ლო­გი, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ქრის­ტინ სნოუ-ჰარ­ტე­რი. რაც უფ­რო დი­დი და მა­გა­რია თქვე­ნი ძვლე­ბი, მით უკეთ იგ­რძნობთ თავს ხან­დაზ­მულ ასაკ­ში. ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ძვლე­ბის გა­იშ­ვი­ა­თე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სიმ­კვრი­ვეს.
სტა­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (მა­გა­ლი­თად მხრებ­ზე შტან­გით დგო­მა) სარ­გებ­ლო­ბას არ მო­გი­ტანთ. ვარ­ჯი­ში უნ­და იყოს აქ­ტი­უ­რი, მოძ­რა­ვი. დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სწო­რედ ეს სჭირ­დე­ბა თქვენს ძვლებს. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ თქვე­ნი კუნ­თე­ბი ძვლებ­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბენ ძვალ­ზე, რო­მე­ლიც ამ ზე­მოქ­მე­დე­ბის წყა­ლო­ბით მაგ­რდე­ბა.
თქვენს წი­ნა­შეა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი და შე­გიძ­ლი­ათ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ოთ. თუ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში აი­ძუ­ლებს ძვალს გა­ნი­ცა­დოს და­წო­ლის, გრა­ვი­ტა­ცი­ის, ან სიმ­ძი­მის მოქ­მე­დე­ბა, თქვენ სა­სურ­ველ შე­დეგს მა­გარ ძველბს, მი­ი­ღებთ. ,,თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­რა­თო­ნულ დის­ტან­ცი­ა­ზე უნ­და ირ­ბი­ნოთ, ან იმ­დე­ნი ივარ­ჯი­შოთ, რომ კა­რებ­ში ვე­ღარ შე­მო­ე­ტი­ოთ, ამ­ბობს სნოუ-ჰარ­ტე­რი. არ­სე­ბობს უფ­რო სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ხერ­ხე­ბი. თუმ­ცა თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა იმა­ზე მე­ტი უნ­და იყოს, ვიდ­რე აქამ­დე იყო~.

დაწვრილებით


ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით

ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებითარა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­გორ მოქ­მე­დებს ძვლებ­ზე სას­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დად­გე­ნი­ლია, რომ ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დენ ეს­ტრო­გენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს მი­სი ორ­გა­ნიზ­მი. შო­რე­ულ 1941 წელს მეც­ნი­ე­რებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ ოს­ტე­ობ­ლას­ტე­ბის (ოს­ტე­ობ­ლას­ტე­ბი ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის უჯ­რე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძვლის აღ­მდგე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის წარ­მოქ­მნა­ში) მოქ­მე­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეს­ტრო­გენ­ზე. რე­ა­ლუ­რად, ორი­ვე სას­ქე­სო ჰორ­მო­ნი ეს­ტრო­გე­ნი და პრო­გეს­ტე­რო­ნი ქა­ლებ­ში და ტეს­ტოს­ტე­რო­ნი მა­მა­კა­ცებ­ში ხელს უწ­ყობს ძვლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. ამ­გვა­რად ამ ჰორ­მო­ნე­ბის და­ნაკ­ლი­სი, ძი­რი­თა­დად ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის დროს და იშ­ვი­ა­თად ხან­დაზ­მულ მა­მა­კა­ცებ­ში, იწ­ვევს ძვლის გამ­ყი­ფე­ბას და ოს­ტე­ო­პო­როზს. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო, ქა­ლებ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა 2-ჯერ ხში­რია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. ლო­გი­კო­რია, რომ ამ ფაქ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის გა­ჩე­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნია მე­ნო­პა­უ­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძვლის გა­იშ­ვი­ა­თე­ბის შე­ჩე­რე­ბა.
ამ თე­რა­პი­ის მე­ნო­პა­უ­ზის პირ­ველ სამ წე­ლი­წად­ში დაწ­ყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძვლო­ვა­ნი მა­სის და­კარ­გვა მცირ­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის თე­რა­პი­ას შე­უძ­ლია შე­ა­ნე­ლოს ძვლის გა­იშ­ვი­ა­თე­ბის პრო­ცე­სი ათი წლით. რო­გორც კი ძვა­ლი მყი­ფე ხდე­ბა, ზი­ა­ნი უკ­ვე მი­ყე­ნე­ბუ­ლია და ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია ეს­ტრო­გე­ნე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია. ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ ქა­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც მე­ნო­პა­უ­ზა გა­მო­იწ­ვია ქი­რურ­გი­ულ­მა ჩა­რე­ვამ (საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ამოკ­ვე­თა), რო­მე­ლიც იწ­ვევს ეს­ტრო­გე­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ და სრულ შეწ­ყვე­ტას.

დაწვრილებით


სწო­რე­ბა კალ­ცი­უმ­ზე

მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­დან კალ­ცი­უ­მი ყვე­ლა­ზე ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა მა­გარ ძვლებ­თან. თუმ­ცა, ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ, თქვე­ნი ძვლე­ბი აღარ იზ­რდე­ბა, მათ ძვე­ლე­ბუ­რად სჭირ­დე­ბათ კალ­ცი­უ­მი. აღ­დგე­ნის სიჩ­ქა­რე გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად კლე­ბუ­ლობს, ვიდ­რე დაშ­ლის. ეს იწ­ვევს ძვლე­ბის და­სუს­ტე­ბას და ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბის რისკს. თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად არ იღებთ კალ­ცი­უ­მის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას, აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო ნელ­დე­ბა. კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბა ორი გზით შე­იძ­ლე­ბა.

შე­ა­ჩე­რეთ კალ­ცი­უ­მის და­კარ­გვა

თქვენ ახ­ლა­ვე შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ზო­მე­ბი კალ­ცი­უ­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად და შექ­მნათ მი­სი მა­რა­გი. ,,ამას რე­ა­ლუ­რად შე­ხე­დეთ, ამ­ბობს ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი როლ სალ­ტმე­ნი, დი­ე­ტო­ლო­გი და კა­ლი­ფოქ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. ნუ იფიქ­რებთ, რომ ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ცხოვ­რე­ბა უნ­და შეწ­ყვი­ტოთ, უბ­რა­ლოდ სხვა­ნა­ი­რად იც­ხოვ­რეთ~.
და­მა­ლეთ სას­მე­ლი. სმა გა­მო­რეც­ხავს კალ­ცი­უმს ორ­გა­ნიზ­მი­დან. ოს­ტე­ო­პო­რო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ეს ერ­თი-ერ­თი უმ­ნშვნე­ლო­ვა­ნე­სი რის­კის ფაქ­ტო­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა მა­მა­კა­ცებს, რომ­ლებ­საც უკ­ვე აქვთ ძვლე­ბის გამ­ყი­ფე­ბა.

დაწვრილებით


მუხლის სახსრის ვარჯიშები

მუხლის სახსრის ვარჯიშებიმუხ­ლის ვარ­ჯი­შე­ბი დიდ დროს არ წა­გარ­თმევთ, სა­მა­გი­ე­როდ გა­ა­ვარ­ჯი­შებთ მუხლს და თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ სხვა ტრავ­მებს.
სა­ნამ ვარ­ჯიშს შე­უდ­გე­ბით, მი­ი­ღეთ ექი­მის ნე­ბარ­თვა, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ვარ­ჯიშ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ამ­წვა­ვოს ტრავ­მა, მით უმე­ტეს, თუ ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან ად­რე და­იწ­ყეთ, ან დატ­ვირ­თვა ვერ მო­ზო­მეთ. თუ ტკი­ვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეწ­ყვი­ტეთ ვარ­ჯი­ში.ვარ­ჯი­შის დროს თქვენ უნ­და იგ­რძნოთ სით­ბო კუნ­თებ­ში და ტკი­ვი­ლი სახ­სარ­ში. ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა ნელ ტემ­პში, ფრთხი­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოთ. ივარ­ჯი­შეთ ყო­ველ­დღე, ან ექი­მის მი­თი­თე­ბით.
ამ ვარ­ჯი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბის შეს­რუ­ლე­ბა სპორ­ტდარ­ბაზ­ში არ­სე­ბულ ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. თუ სახ­ლი­დან გას­ვლა არ გინ­დათ, რამ­დე­ნი­მე რკი­ნის ბურ­თუ­ლა (და­ახ­ლო­ე­ბით 450 გრ.) მო­ა­თავ­სეთ წინ­და­ში და და­ი­მაგ­რეთ კოჭ­ზე. შემ­დგომ­ში წო­ნის მო­სა­მა­ტებ­ლად და­ა­მა­ტეთ რკი­ნის ბურ­თუ­ლე­ბი.
ას­წი­ეთ სწო­რი ფე­ხი. და­წე­ქით ზურ­გზე (მა­გარ ზე­და­პირ­ზე). ერ­თი ფე­ხი მუხ­ლში მო­კე­ცეთ ისე, რომ ია­ტაკს არ მო­ა­ცი­ლოთ. ას­წი­ეთ ფე­ხი 20-25 სმ. სი­მაღ­ლე­ზე და გა­ა­ჩე­რეთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 6 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნე­ლა და­უშ­ვით ფე­ხი. შე­ის­ვე­ნეთ 6 წა­მი და იგი­ვე მე­ო­რე ფე­ხით გა­ი­მე­ო­რეთ. ვარ­ჯი­ში ათ-ათ­ჯერ გა­ი­მე­ო­რეთ.

დაწვრილებით


მუხ­ლის ტკი­ვი­ლი

მუხ­ლის ტკი­ვი­ლი,,სირ­ბი­ლის დროს თქვე­ნი მუხ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან სხე­უ­ლის მა­სა­ზე სამ­ჯერ მეტ დატ­ვირ­თვას~, ამ­ბობს ჯე­ნის ფელ­პსი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ანა­ჰე­ი­მის სპორ­ტსმე­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კლი­ნი­კა­ში.
ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, მრბო­ლე­ლე­ბი და ის, ვინც ად­რე ინ­ტენ­სი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი აე­რო­ბი­კით, თა­ვის მუხ­ლებს სა­თა­ნა­დო ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცე­ვენ და ისეთ პი­რო­ბებს უქ­მნი­ან, რომ­ლის დროს მა­თი ტრავ­მი­რე­ბა ად­ვი­ლია.
,,სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ავარ­ჯი­შონ თა­ვი­სი სხე­უ­ლი, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რონ ტრავ­მის შე­დე­გე­ბი~. ამ­ბობს ჯე­ნის ფემ­პსი.
გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ხერხს ტკი­ვი­ლის და რე­ცი­დი­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.
სირ­ბი­ლის­თვის სხვა­დას­ხვა მარ­შრუ­ტე­ბი აირ­ჩი­ეთ. ჩვე­უ­ლებ­რივ ქუ­ჩებ­ში და ტრო­ტუ­ა­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ირე­ვა, ამი­ტომ სირ­ბი­ლის დროს სხვა­დას­ხვა სიგ­რძის ნა­ბი­ჯებს აკე­თებთ, ეს დის­ბა­ლანსს იწ­ვევს. ,,სირ­ბი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლით, თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ ამ დაბ­რკო­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ამ­ბობს ფელ­პსი. მა­გა­ლი­თად, თუ ყო­ველ­თვის ჩრდი­ლო­ე­თის მი­ამ­რთუ­ლე­ბით დარ­ბი­ხართ და სამ­ხრე­თი­დან ბრუნ­დე­ბით, სხვა დროს სამ­ხრე­თით გა­ი­ქე­ცით და ჩრდი­ლო­ე­თი­დან დაბ­რუნ­დით~.

დაწვრილებით


ტკი­ვი­ლი წვი­ვის არე­ში

ტკი­ვი­ლი წვი­ვის არე­ში გა­მოწ­ვე­უ­ლია ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვით. უფ­რო ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პე­რი­ოს­ტიტ­თან (ძვლი­საზ­რდე­ლას ან­თე­ბა). ტკი­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ჩნდე­ბა ორ­კვი­რი­ა­ნი რიტ­მუ­ლი გან­მე­ო­რე­ბა­დი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის (აე­რო­ბი­კა, ან გრძელ დის­ტან­ცი­ა­ზე სირ­ბი­ლი) შემ­დეგ. ტკი­ვილს იწ­ვევს შეც­დო­მა ვარ­ჯი­შის დროს, მა­გა­ლი­თად, ინ­ტენ­სი­უ­რო­ბის, ან დის­ტან­ცი­ის გაზ­რდა, სარ­ბე­ნი სა­ფა­რის ან სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლის შეც­ვლა.
გა­ე­ცა­ნით ამ პრობ­ლე­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ხერ­ხებს.
და­ას­ვე­ნეთ ფე­ხე­ბი. წვი­ვის ტკი­ვი­ლის დროს დას­ვე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, რო­გორც კი ტკი­ვილს იგ­რძნობთ, ვარ­ჯი­ში შეწ­ყვი­ტეთ. ,,თუმ­ცა დას­ვე­ნე­ბა ლო­გინ­ში უსარ­გებ­ლოდ წო­ლას გუ­ლის­ხმობს, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი უი­ლი­ამ ბრა­ი­ნე­რი. მე გირ­ჩევთ ,,ფარ­დო­ბით დას­ვე­ნე­ბას~. ანუ უნ­და მო­ე­რი­დოთ ისეთ მოძ­რა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ტკი­ვილს იწ­ვე­ვენ. ამის ნაც­ვლად რა­ი­მე სხვა გა­ა­კე­თეთ, მა­გა­ლი­თად, ვე­ლო­სი­პე­დით გა­ი­სე­ირ­ნეთ. თუ დახლს უკან დგა­ხართ, ჩა­მო­ჯე­ქით, რომ ფე­ხებ­ზე დატ­ვირ­თვა შე­ამ­ცი­როთ~.
ყუ­რი და­უგ­დეთ თქვენს ფე­ხებს. ერ­თი-ორი კვი­რის შემ­დეგ თან­და­თან შეძ­ლებთ სირ­ბილს და­უბ­რუნ­დეთ. ,,მაგ­რამ თუ კვლავ იგ­რძნობთ ტკი­ვილს, დატ­ვირ­თვა შე­ამ­ცი­რეთ~, გირ­ჩევთ ექი­მი ბრა­ი­ნე­რი.

დაწვრილებით


ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა

ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბავე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ უჩი­ვი­ან ტკი­ვილს, დაღ­ლი­ლო­ბას, ტეხ­ვას და სიმ­ძი­მეს ფე­ხე­ბის არე­ში. ძი­რი­თა­დად ეს სიმ­პტო­მე­ბი თავს იჩე­ნენ სა­ღა­მო ხანს, ან მა­ღა­ზი­ებ­ში რამ­დენ­მე­სა­ა­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ. ზოგ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა წვა კუნ­თში. საქ­მე იმა­შია, რომ კან­ქვე­შა ვე­ნე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სის­ხლის ნორ­მა­ლურ დე­ნას ფე­ხე­ბი­დან გუ­ლის­კენ, ან დარ­ღვე­უ­ლია ვე­ნე­ბის შიგ­ნით სარ­ქვე­ლის მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, ან სარ­ქვე­ლი ცუ­დად იხუ­რე­ბა და სისხლს ატა­რებს~, აღ­წერს სარ­ქვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ექი­მი ლენ­ქტო­ტი. ან სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბი გათ­ხელ­და და გა­ი­წე­ლა.
თუ თქვე­ნი სარ­ქვე­ლე­ბი ცუ­დად მუ­შა­ო­ბენ, სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბი დათ­ხე­ლე­ბუ­ლია, ან ორი­ვე ეს სიმ­პტო­მი ერ­თად გაქვთ, სის­ხლი შე­დე­დე­ბას იწ­ყებს. ეს იწ­ვევს შე­შუ­პე­ბას და დის­კომ­ფორტს,
,,ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხებ­ში სის­ხლის წნე­ვას ზრდის, ამ­წვა­ვებს ტკი­ვილს, ამი­ტომ ფე­ხე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ღა­მოს გტკი­ვათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ დიდ­ხანს მო­გი­წი­ათ ფეხ­ზე დგო­მა, ამ­ბობს ექი­მი ლენ­კო­ტი. ქა­ლებს თვი­უ­რის წინ ფე­ხე­ბი უფ­რო ძლი­ე­რად სტკი­ვათ ხოლ­მე~.

დაწვრილებით


ფე­ხის ტკი­ვი­ლი

ფე­ხის ტკი­ვი­ლიფე­ხის ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ზოგ­ჯერ კი არა. თუმ­ცა ბევ­რი რა­მის კან­კუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად:
_ ერ­თი-ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხის თი­თე­ბის აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა მო­გიხ­სნით ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს;
_ ნა­ხევ­რა­სა­ა­თი­ა­ნი გა­სე­ირ­ნე­ბა და დას­ვე­ნე­ბა მო­გიხ­სნით ობ­ლი­ტე­რა­ცი­უ­ლი ენ­დარ­ტე­რი­ი­ტით გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორტს (ობ­ლი­ტე­რა­ცი­უ­ლი ენ­დარ­ტე­რი­ი­ტი არ­ტე­რი­ე­ბის (ძი­რი­თა­დად ფე­ხის) სა­ნა­თუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. სის­ხლის უკ­მა­რი­სო­ბა იწ­ვევს ტკი­ვილს სი­ა­რუ­ლის დროს, ქსო­ვი­ლე­ბის კვდო­მას, გან­გრე­ნას);
_ მა­სა­ჟი ნე­ბის­მი­ერ წა­მალ­ზე სწრა­ფად მო­გიხ­სნით კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვას.

და­ი­ვიწ­ყეთ კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა

ამ­ბობთ, რომ კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა გაქვთ ეს მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბაა. უე­ცა­რი, ძლი­ე­რი, უმი­ზე­ზო კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა სხვა­დას­ხვა ასა­კის, სქე­სის და საქ­მი­ა­ნო­ბის ადა­მი­ანს (სპორ­ტსმე­ნი, მო­ლა­რე, ფეხ­მძი­მე ქა­ლი, ადა­მი­ნი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებს გარ­კვე­ულ წამ­ლებს, მა­გა­ლი­თად, დი­უ­რე­ტი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს) შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს.

დაწვრილებით


თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი

თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლიი­სერს ვერ ატ­რი­ა­ლებთ? გა­მუდ­მებთ კვნე­სით? ტკი­ვი­ლი კი­სერ­ში და თავ­ში, ტკა­ცუ­ნი თა­ვის მოტ­რი­ა­ლე­ბის დროს თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევთ?
თუ ამ კით­ხვებ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გაქვთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი გა­წუ­ხებთ.
სა­ბედ­ნე­ი­როდ, თუ დრო­უ­ლად ზო­მებს მი­ი­ღებთ, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას შეძ­ლებთ. წა­ი­კით­ხეთ ეს თა­ვი და:
_ ერთ წუთ­ში გა­გივ­ლით კის­რის ტკი­ვი­ლი;
_ დღე­ში ერ­თი წუ­თი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ გა­ი­მაგ­როთ კის­რის კუნ­თე­ბი;
_ ერთ თვე­ში შეძ­ლებთ თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბას.
თა­ვის ტკი­ვი­ლი. არ­სე­ბობს თა­ვის ტკი­ვი­ლის სა­მი კა­ტე­გო­რია: ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვით, სის­ხლძარ­ღვე­ბით და და­ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით. ჩი­კა­გოს თა­ვის ტკი­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სი­მურ დი­ა­მან­დი, ამ­ბობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს თა­ვის ტკი­ვი­ლი ეწ­ყე­ბა კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვის გა­მო. უფ­რო ნაკ­ლე­ბია სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მო­ე­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი რო­გო­რი­ცაა, შა­კი­კი და ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი. ე.წ. შე­რე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის ნიშ­ნე­ბი, ასე­ვე კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი.
თა­ვის ტკი­ვი­ლი და მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: რაც შვე­ლის ერთს, არ შვე­ლის მე­ო­რეს. ამი­ტომ შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი სიმ­პტო­მე­ბი და გან­საზ­ღვრეთ, რო­მე­ლი ტი­პის თა­ვის ტკი­ვი­ლი გაქვთ, შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეთ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დი.

დაწვრილებით