|
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
ზოგიერთი მამაკაცისთვის გამოსავალი შეიძლება გახდეს პროთეზის იმპლანტაცია ქირურგიული გზით. მკურნალობის ახალი და სწრაფი მეთოდების წყალობით მექანიკურ ერექციას იშვიათად მიმართავენ, ეს ხდება მხოლოდ ფიზიოლოგიური იმპოტენციის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში. ,,იმპოტენციის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდების არსებობისას, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძალიან იშვიათად ინიშნება პროთეზის იმპლანტაცია, ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯექიუს სასეტი. არსებობს რამდენიმე სხვა ეფექტური მკურნალობის ხერხი, რომელიც არა მარტო ნაკლებ ინვაზიურია, არამედ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ. სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი. დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს. უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი. არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები? რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ. სექსუალური მოშლილობები
,,თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, მაგალითად, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გადმონთხევა), ან სქესობრივად ვერ იღგზნებით, შეეცადეთ დროულად გადაჭრათ იგი~, _ გირჩევთ ექიმი შირლი ზუსმანი, თერაპევტი, რომელიც დაკავებულია სქესის პრობლემებით ნიუ-იორკ სითიში. _ დღესდღეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მრავალმხრივი დახმარება და გადაჭრათ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა~. _ ხუთწამიანი ვარჯიში მისცემს საშუალებას ქალებს განიცადონ უფრო ძლიერი ორგაზმი, ხოლო მამაკაცებს ჰქონდეთ უფრო ძლიერი ერექცია. როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივება
სხეულის ზედმეტად გაცივება ისე შესამჩნევი არ არის, როგორც მოყინვა, მაგრამ შეიძლება უფრო სახიფათო იყოს და სიკვდილი გამოიწვიოს. როგორც კი თქვენი სხეული იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, თქვენი სასიცოცხლო ორგანოები, მათ შორის ტვინი და ნერვული სისტემა, შენელებულად იწყებს მუშაობას. სუსტი გადაცივების დროს ადამიანი სიცივისგან კანკალს იწყებს, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, საუბარი გაურკვეველი ხდება, ადამიანი ფეხზე არამყარად დგას. საშუალო გადაცივების დროს კანკალი ჩერდება, სისხლის წნევა და პულსი ეცემა, სუნთქვა შენელებულია. სხეულის ზედმეტად გაცივებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი. ძლიერი გადაცივების დროს ადამიანის სხეული გვამს გავს _ უძრავია, ცივი, გაქვავებული, კანი მოცისფრო-მონაცრისფროა.ბავშვის სხეული ადვილად შეიძლება გადაცივდეს ისინი ისეთი პატარები არიან, რომ სითბოს ნებისმიერი დანაკარგი მათთვის მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან მათი სისხლის მიმოქცევა შენელებულია. დასუსტებული მოხუცები ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, რადგან თითქმის არ აქვთ ცხიმის საფარი, რომელიც სიცივისგან დაიცავდათ. თუ ზამთარში გარეთ დიდი დროის გატარებას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, როგორ ებრძოლოთ სიცივეს, მაშინაც კი, თუ სიცივეს შეჩვეული ხართ და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებით. აშშ არმიის გამოყენებითი მედიცინის სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის ადამიანის ორგანიზმზე სიცივის გავლენის შესწავლის განყოფილების დირექტორი, ვეტერინარიის დოქტორი მურეი ჰამლეტი, შემდეგ რჩევებს გთავაზობთ. |
||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | |||||||||||||||||||||||||||