Narkozi.com » სამედიცინო სიახლე » სისხლწარმოქმნა და იმუნიტეტი

სისხლწარმოქმნა და იმუნიტეტი

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 90378 

მკვლევარებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დაამტკიცეს, რომ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები წარმოადგენს იმუნური სისტემის ნაწილს. აღმოჩენა, რომელიც გააკეთეს პათოლოგიის პროფესორის ულრიხ ფონ ანდრიანის ლაბორატორიის თანამშრომლებმა, სერიოზულად ცვლის აქამდე გამეფებულ შეხედულებას ასეთი უჯრედების ფიზიოლოგიური ფუნქციების შესახებ.
სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები აღმოჩენილია დიდი ხანია, მეოცე საუკუნის შუა წლებში. ყველა ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ძირითადად განლაგებულია ძვლის წითელი ტვინის ქსოვილებში და შეადგენს აქ არსებული უჯრედების დაახლოებით მეასედ პროცენტულ ნაწილს. დაყოფის დროს ისინი დასაბამს აძლევს ე.წ. წინამორბედი უჯრედების რამოდენიმე ოჯახს, საიდანაც ვითარდება მხოლოდ მომწიფებული სისხლის უჯრედები.
აქამდე ითვლებოდა, რომ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების როლი ამოიწურება სისხლის შედგენილობის მუდმივი განახლებით. მართალია, მრავალი წლის წინათ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ამ უჯრედებს შეუძლიათ დატოვონ ძვლის ტვინი, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ. ითვლებოდა, რომ ეს უჯრედები-მიგრანტები არსად არ იკარგებიან, ისინი უბრალოდ გარკვეულ დროს სისხლძარღვებში ცირკულირებენ.
როგორც ამჯერად გამოირკვა, ღეროვანი უჯრედები მხოლოდ სისხლძარღვოვან სისტემაში როდი მოგზაურობენ. პროფესორმა ანდრიანიმ და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტულად დაადგინეს, რომ ეს უჯრედები არიან ფილტვების, ღვიძლის, გულის და სხვა შინაგანი ორგანოების ქსოვილებში. როგორც გენური ინჟინერიის გზით მიღებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ისინი დაახლოებით 36 საათს ატარებენ ამ ორგანოებში, ხოლო შემდეგ ბრუნდებიან ლიმფაში და სისხლში. თუმცა, ასე პასიურად ისინი იქცევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ორგანოებში ყოფნისას მათ არაფერი ემუქრებათ. როდესაც ეს სისხლმბადი უჯრედები გრძნობენ ბაქტერიული ტოქსინების ან სხვა სტრეს-სიგნლების არსებობას, ისინი იწყებენ დაყოფას და დასაბამს აძლევენ იმუნური დაცვის სპეციალიზებულ უჯრედებს. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები უშუალოდ მონაწილეობენ იმუნური სისტემის მუშაობაში.
მკვლევარებმა გაშიფრეს ის მოლეკულური მექანიზმი, რომელიც არ აძლევს საშუალებას სისხლმბად უჯრედებს, უბრალოდ დატოვონ მასპინძელი ორგანოები. ნორმაში ისინი თავისუფლად გამოდიან გარკვეული სახის ქიმიური სიგნალების მიღების შემდეგ, თუმცა ეს სიგნალები იბლოკება, როდესაც სისხლმბადი ორგანოების გარეთა რეცეპტორები მიიღებენ ინფორმაციას ბაქტერიული პათოგენების არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები რჩებიან ძველ ადგილზე და იწყებენ დაყოფას.
პროფესორი ფონ ანდრიანი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი მათი ჯგუფის მიერ მიღებული შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაზე. ამჟამად აუცილებელია, დეტალურად იქნას შესწავლილი შინაგანი ორგანოების ქსოვილებში სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების მიგრაციის პროცესები. ასევე საჭიროა გაგება, თუ რა გავლენა აქვთ მათ სხვადასხვა პათოლოგიების აღმოცენებაზე. ეს კი სერიოზულ შრომას და საკმაო დროს მოითხოვს.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.