Narkozi.com » დაავადებები » ნეფროლოგია » შეიქმნა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”

შეიქმნა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 145903 

ის ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის უკმარისობით და იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ახლო მომავალში შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას. ამერიკულმა კომპანია Xcorcorporeal Inc. შეიმუშავა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”, რომელმაც გაიარა წარმატებული წინასწარი გამოცდა ადამიანებზე, იტყობინება ჟურნალი ლანცეტი.
დღესდღეობით პაციენტებს აერთებენ საავადმყოფოს სტაციონარულ აპარატთან, სახელწოდებით “ხელოვნური თირკმელი”. შედეგად ისინი ხდებიან საწოლზე მიჯაჭვულნი 4-12 საათის განმავლობაში, კვირაში 2-3 დღე. ჰემოდიალიზისთვის საჭირო ახალი აპარატი წარმოადგენს პორტატულ, თუმცა საკმაოდ მოზრდილ მოწყობილობას ელემენტებზე და გათვლილია 4-8 საათის მანძილზე უწყვეტად მუშაობაზე.
კვლევის ხელმძღვანელმა, ენდრიუ დავენპორტმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ჩაატარეს ახალი აპარატის კლინიკური გამოცდა 8 პაციენტზე, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 52 წელს. კვლევის ყველა მონაწილე საჭიროებდა ჰემოდიალიზის რეგულარულ პროცედურებს.
კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო თავად მონაწილეებმა ერთსულოვნად გაუწიეს რეკომენდაცია თირკმლის უკმარისობის მქონე სხვა პაციენტებს ჰემოდიალიზის ახალი აპარატით ჩატარებაზე.
მკვლევარების თქმით, სისხლის გაწმენდის პროცედურა პორტატული აპარატით შედარებით ნელა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, რამდენადაც შესაძლებელია მოწყობილობის ტარება გარკვეული დროის მანძილზე.
ამჟამად მეცნიერები მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ გაზარდონ აპარატის მუშაობის ხანგრძლივობა, კერძოდ, შესაძლებელი გახდეს მისი 24 საათიანი ექსპუატაცია.
მსოფლიოში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანია დაავადებული თირკმლის უკმარისობით და საჭიროებს რეგულარულ დიალიზს. პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობა ახერხებს დონორული ორგანოს მიღებას და თირკმლის ტრანსპლანტაციას. ახალი პორტატული აპარატის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს გაცილებით მინიატურული და მოსახერხებელი გადასატანი აპარატების შექმნის თვალსაზრისით, აცხადებენ მეცნიერები.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

სალომე მურღულია - 19 April 2010 12:33 #


ძალიან მაინტერესებს ეგ საკითხი,გთხოვთ უფრო დაწვრილებით გადმომიგზავნეთ..

გთხოვთ გადმომიგზავნოთ დაწვრილებით

   





Information

Members of სტუმარი cannot leave comments.