Narkozi.com » დიეტოლოგია » საზამთროს დიეტა

საზამთროს დიეტა

  ავტორი: Admin | თარიღი: 22 June 2012  | ნანახია: 2243 

საზამთროს დიეტასაზამთრო კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, ნეფრიტის, პოდაგრის (ნიკრისის ქარი), ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების და სიმსუქნის დროს: რეკომენდებულია დღეში 300–400 გრამი საზამთროს რბილობის მიღება.

1. დიეტის აღწერა. შინაარსით საზამთროს დიეტა მარტივია – უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო. დღიური ნორმა განისაზღვრება 1 კილოგრამით სხეულის წონის 10 კილოგრამზე. თუკი თქვენ 100 კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 10 კილოგრამი საზამთროს გული, თუკი 80 კოლოგრამი ბრძანდებით 8 კილოგრამი. ეს საკვები თანაბრად უნდა მიიღოთ 6 კვებაზე. თუკი ძალიან გაგიჭირდათ– დაამატეთ 1–2 ნაჭერი შავი პური.
დიეტა უნდა დაიცვათ 3–5 დღეს. თუკი შავ პურს ჩართავთ რაციონში 7–10 დღე.


საზამთროს დიეტამ შეიძლება ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვიოს. ცვლილებების შემჩნევისას სასწრაფოდ შეწყვიტეთ დიეტა. როგორც წესი, ამგვარი ცვლილებები პირველ სამ დღეში გამოვლინდება, მაგრამ სიფრთხილე მერეცაა საჭირო.
საზამთროს დიეტის დამთავრების შემდეგ, 10 დღის მანძილზე საჭიროა დავიცვათ კვების განსაკუთრებული რეჟიმი:
დილით და შუადღით რეკომენდებულია ფაფეული შაქრის გარეშე, მაგალითად “ჰერკულესი”, სალათები უცხიმოდ, უცხიმი ხორცი, თევზი და ცოტა ყველი.
საღამოს, დაწოლამდე 3 საათით ადრე სხეულის 10 კილოგრამზე, საზამთროს 1 კილოგრამი რბილობი.

საზამთროს დიეტა უკუნაჩვენებებია: შაქრიანი დიაბეტის, კენჭების, საშარდე სისტემის ანომალიების, ოპერაციის შემდგომ, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, პიელინეფრიტის, დიარეისა და კოლიტის დროს.
საზამთროს დიეტა არა მარტო გასახდომი, არამედ ორგანიზმის გაწმენდის
საშუალებაცაა.

2. დიეტის შეფასება
2.1 დიეტის პლიუსები

ამ დიეტის ძირითადი ღირსება ისაა, რომ მისი დაცვა რთული არაა და შიმშილის გრძნობა გაანსაკუთრებით არ შეგაწუხებთб თუკი, რა თქმა უნდა გიყვართ საზამთრო და ორგანიზმს რაიმე უარყოფითი რეაქცია მის მიმართ არა აქვს. მეორე პლიუსია დიეტის მაღალი ეფექტურობა დროის შედარებით ხანმოკლე პერიოდში (რაც დაკავშირებულია ჭარბი სითხის დაკარგვასთან).
მესამე პლიუსი – ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და შლაკებისაგან.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

საზამთროს დიეტის ძირითადი ნაკლია ის, რომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლებისა და საშარდე სისტემის დაავადებების დროს (კენჭები თირკმელში, პიელონეფრიტი, დიაბეტი და ა. შ.). დიეტის დროს განსაკუთრებით იტვირთება თირკმელები, ამიტომ აუცილებელია ექიმის წინასწარი კონსულტაცია. მეორე მინუსი – დიეტა საკმაოდ მკაცრია. დიეტის ნაკლად ითვლება ასევე წონის დაკლება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნების ხარჯზე და არა ჭარბი ცხიმის ხარჯზე.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.