Narkozi.com » დიეტოლოგია » ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ფაფები...

ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ფაფები...

  ავტორი: Admin | თარიღი: 16 March 2012  | ნანახია: 3960 

ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ფაფები...მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ადამიანის რაციონში აუცილებლად ყოველდღიურად უნდა იყოს ჩართული ფაფა, განსაკუთრებით შვრიის. როგორც აღმოჩნდა, შვრიის ფაფა დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვების, ისე უფროსების ჯანმრთელობაზე.

ფინელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ყოველდღე ჭამენ შვრიის ფაფას, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით, ვიდრე ისინი, ვინც ფაფას არ ჭამს. დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს, სასურველია, შვრიის ფაფით ბავშვი ხუთი თვის ასაკიდან კვებოთ.

როგორც აღვნიშნეთ, შვრიის ფაფა ზრდასრული ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. ყოველდღიურად საუზმეზე შვრიის ფაფის მირთმევა 10%-ით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. საქმე ის არის, რომ შვრიას ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია, ამასთან აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. მსგავსი თვისებები გააჩნია თევზსაც.

დიეტოლოგები დიდხანს აკვირდებოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც საუზმეზე რეგულარულად მიირთმევდნენ ფაფებს. შედეგად დაასკვნეს, რომ დილით ერთი ულუფა ფაფა მთელი დღის რაციონზე მოქმედებს, ანუ ადამიანი თანდათან სწორად კვებას იწყებს - უფრო მეტად რძის პროუდქტს, ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს, ვიდრე ცხიმიან საკვებს.
ფაფებში უხვადაა ვიტამინები და რაც მთავარია, უჯრედისები და ნახშირწყლები, რომლებიც ადამიანს მთელი დღით საჭირო ენერგიით მოამარაგებს. საუზმისთვის განკუთვნილ სხვა კერძებთან შედარებით ფაფა გაცილებით მეტ რკინას, მაგნიუმს, თუთიას, უჯრედისსა და გაცილებით ნაკლებ ცხიმს, შაქარსა და ქოლესტერინს შეიცავს.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.