Narkozi.com » სამედიცინო სიახლე » კოსმეტიკა უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე

კოსმეტიკა უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 91702 

იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ ლამაზად, ქალების უმრავლესობა ხმარობს კოსმეტიკას, თუმცა ხშირად მათ ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ეს ყოველივე არც თუ იშვიათად ზიანის მომტანია ჯანმრთელობისათვის.
1 წლის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში გროვდება 2,5კგ კოსმეტიკა, კრემები, სკრაბები, ლოსიონები, თვალის შუქჩრდილები, პომადები, ფერუმარილი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები ყოველდღიურად შეიწოვება კანში და მას სერიოზულ ზიანს აყენებს.
იმისათვის, რომ რაც შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, ზოგიერთი ქალი ყოველდღიურად მოიხმარს 20-ზე მეტი სახეობის კოსმეტიკურ საშუალებას. ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას მათზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას. ამიტომაც, 10-დან 9 ქალი რეგულარულად სარგებლობს ვადაგასული კოსმეტიკით. ერთი შეხედვით, უსაფრთხო ქილები და ტუბები შესაძლოა შეიცავდნენ კანში ინფექციის შეყვანის და მისი გაღიზიანების სერიოზულ საფრთხეს.
თვალის ტუშის ვადა საშუალოდ 3-თვიდან 1,5 წლამდეა. როგორც კი სითხე დაიწყებს გამყარებას, უმჯობესია ის აღარ გამოვიყენოთ. თხევადი ტონალური კრემი “ცოცხლობს” უფრო დიდხანს – 1 წელი. შუქჩრდილებისა და მშრალი ფერუმარილის გამოყენების ვადა შეადგენს 2-3 წელს იმ პირობით, თუ ფუნჯს, რომლის მეშვეობითაც ხდება მათი სახეზე დატანა, რეგულარულად გავწმენდთ ან ახლით შევცვლით. რაც შეეხება პომადებს, მათი გამოყენება თამამად შეიძლება 1-1,5 წლის განმავლობაში.
მეცნიერები მთავარ საფრთხეს ხედავენ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალ, ზოგიერთ ხელოვნურ კომპონენტებში, რომლებმაც, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შესაძლოა პროვოცირება გაუკეთონ ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც კი.
კანის მიერ სხვადასხვა ნივთიერებების შეწოვამ შესაძლოა გაცილებით დიდი პრობლემების გაჩენა გამოიწვიოს, ვიდრე პირის ღრუში მოხვედრამ. თუ ტუჩის პომადას “უმკლავდებიან” ნერწყვსა და კუჭში არსებული ფერმენტები, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებში შემავალი ქიმიური ინგრედიენტები შეიწოვება კანის მიერ და პირდაპირ სისხლში ხვდება.
არანაკლები ზიანი მოაქვს ძილის წინ სახის დაბანის გარეშე დაწოლის მავნე ჩვევასაც. ამ დროს კოსმეტიკა ახშობს კანში არსებულ ფორებს, ეს კი ხელს უშლის კანის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას და შესაბამისად, არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. ყოველივე ამას მოყვება მუწუკების წარმოქმნა, აგრეთვე შეშუპება, სახის კანის არასასურველი ფერი და ანთებაც კი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიძინებს სახის ჩამობანის გარეშე, ტუში შესაძლოა მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსში და განვითარდეს სერიოზული ინფექცია.
ექიმები განსაკუთრებით ურჩევენ ქალებს სიფრთხილის გამოჩენას ნატურალური კოსმეტიკის მიმართ, ვინაიდან, ისინი არ შეიცავენ კონსერვანტებს და ამის გამო მალფუჭებადი არიან. კანის გაღიზიანების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ქალებმა უნდა შეწყვიტონ მათი გამოყენება, აცხადებენ მეცნიერები.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.