Narkozi.com » ფარმაკოლოგია » ფოლატებით მდიდარი საკვები

ფოლატებით მდიდარი საკვები

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 94478 

ფოლატებით მდიდარი საკვებიფოლატებით მდიდარი საკვები ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკს
ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფოლატების დიდი რაოდენობით შემცველი საკვების მიღება ამცირებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკს მწეველ მამაკაცებში.
კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევარებმა შვეციაში, სუზანა ლარსონის ხელმძღვანელობით ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 50-59 წლის ასაკის 26 566 მწეველი მამაკაცი. დაკვერვების პერიოდში, რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 13,6 წელს, 1702 მამაკაცს განუვითარდა იშემიური ინსულტი, 383-ს – სისხლჩაქცევა ტვინში, ხოლო 196-ს – სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.
ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ფოლატების მომხმარებლებში (410მგ დღეში) იშემიური ინსულტის განვითარების რისკი აღმოჩნდა 20%-ით დაბალი, იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც დღეში მხოლოდ 300 მგ ფოლატს იღებდნენ.
კვლევა გამოქვეყნდა “Journal of Epidemiology”-ს თებერვლის ნომერში.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.