Narkozi.com » სამედიცინო სიახლე » ეს მტკივნეული... მენსტრუაცია

ეს მტკივნეული... მენსტრუაცია

  ავტორი: Admin | თარიღი: 23 August 2011  | ნანახია: 32655 

ეს მტკივნეული... მენსტრუაციათქვენ ხალისიანი, წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, ყოველთვის ყველაფერს ასწრებთ... მაგრამ, სამწუხაროდ თვეში ერთხელ თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა, შრომის უნარი გიქვეითდებათ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, გიპყრობთ დეპრესია და გტანჯავთ ტკივილები. მიზეზი- მენსტრუაციაა.

ტკივილის ხანგრძლივობა და ინტენსივობა იდნივიდუალურია. ჩვეულებრივ ტკივილი მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე იწყება და ციკლის დაწყებიდან მეორე დღეს თავისით გადის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც კი ვერ მოქმედებენ ეფექტურად.

სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომელბიც სავარაუდოდ ამ არასასიამოვნო და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევენ.:

1. მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლოა განპირობებული იყოს საშვილოსნოს განსაკუთრებული აგებულებით ან მისი მომატებული მგრძნობელობით. მრავალი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია უფრო ადვილად მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის გაფართოებასთან.

საშვილოსნოს ყელი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება საშვილოსნოს შეკუმშვის მიმართ. ამრიგად, მენსტრუალური სისხლი შედარებით უმტკივნეულოდ გამოდის ორგანიზმიდან.

2. ტკივილები შეიძლება გამოწვეული მცირე მენჯის ინფექციური და ქრონიკული დაავადებებითაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება და სათანადო მკურნალობა.

ზოგადად ტკივილი მენსტრუაციის დროს, ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ციკლის დაწყებიდან ორ-სამ წელიწადს გრძელდება. თუ თქვენ მსგავსი ჩივილები არასდროს გქონიათ და ბოლო დროს დაგეწყოთ დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება, მხოლოდ ექიმის რჩევებით იხელმძღვანელეთ.

3. ყველაზე იოლი გზა ტკივილის დასამარცხებლად, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებია. ბევრ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს უწევენ. სწორედ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მეშვეობით ხდება ოვულაციის დაქვეითება და აქედან გამომდინარე, მენსტრუაციაც ნაკლებად მტკივნეული ხდება.

თავითმკურნალობა დაუშვებელია. მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც თქვენი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეგირჩევთ სათანადო მედიკამენტებს. ასევე ჩვენი რჩევა იქნება, რომ აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროთ. შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები და აუცილებლად შეძლებთ მენსტრუაციით გამოწვეულ უსიამოვნო პრობლემების დაძლევას.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.