Narkozi.com » ბავშვები » ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგან

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგან

  ავტორი: Admin | თარიღი: 11 October 2010  | ნანახია: 70266 

ახალშობილთა დაცვა აივ-ინფექციის გადაცემისაგანმკვლევართა თქმით, შემუშავდა დედისაგან ჩვილზე აივ-ინფექციის გადაცემის საწინააღმდეგო ახალი მეთოდი.
“დედიდან ახალშობილზე აივ-ინფექციის გადაცემა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგეს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რიგი აფრიკული ნაციისთვის”, ამბობს ნენსი ჰაიგვუდი (Nancy Haigwood).
ჯანმოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2008 წლისთვის მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რიცხვი აღწევდა 33,4 მლნ ადამიანს, რომელთა შორის დაახლოებით 67 % აფრიკაში მაცხოვრებელი იყო. გლობალურად დაინფიცირებულ ბავშვთა საერთო რაოდენობის 91 % აფრიკაზე მოდის.
ნენსი ჰაიგვუდი და მისი კოლეგები აივ-ინფიცირებული დედიდან ჩვილზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და აღკვეთის სტრატეგიებზე მუშაობენ. მათი სტრატეგია გულისხმობს ბავშვის იმუნური სისტემის “გაწრთვნას” დაბადებიდან პირველივე რამდენიმე საათის განმავლობაში.
“აივ-ინფექცია უტევს და კლავს T-უჯრედებს, თეთრი სისხლის უჯრედებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, რადგან შესწევს უნარი ამოიცნოს და გაანადგუროს დაავადების გამომწვევი. სხეულის ბუნებრივ დაცვაზე შეტევით ხდება დაავადების პროგრესირება, რაც იწვევს შიდსის განვითარებასა და საბოლოოდ, სიკვდილს,” აღნიშნავს ჰაიგვუდი. სამკურნალო მეთოდების უმეტესობა ფოკუსირებას ახდენს T-უჯრედების დაცვაზე.
ჰაიგვუდმა და მისმა კოლეგებმა სხვა მიდგომა აირჩიეს. მათ ფოკუსირება მოახდინეს იმუნური სისტემის სხვა კომპონენტზე, რომელიც, როგორც ადრე იყო ცნობილი, ნაკლები მნიშვნელობის იყო სხეულის აივ-ინფექციისაგან დაცვისთვის. აივ-ინფიცირებული დედისგან გაჩენილ ბავშვს მშობიარობის დროს აღენიშნება აივ-სპეციფიკური გამანეიტრალიზებელი ანტისხეულების არსებობა, რომელიც პლაცენტიდანაა “პასიურად” შეძენილი. მკვლევარებს აინტერესებდათ გაერკვიათ გამანეიტრალებელი ანტისხეულების სტიმულაციით მოხდებოდა თუ არა ვირუსის ბავშვის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების შესუსტება.
მკურნალობის ამ მეთოდის გამოცდისას მკვლევარები შეისწავლიდნენ ახალშობილ მაიმუნთა სამ ჯგუფს. ერთ ჯგუფს შეუყვანეს ჯანმრთელი დედისაგან აღებული ანტისხეულების დამატებითი რაოდენობა, მეორე ჯგუფს - ადამიანისმსგავსი მაიმუნების იმუნოდეფიციტური ვირუსის (SHIV- ჰიბრიდული ვირუსი, სხვადასხვა სახეობაში განსხვავებული შედეგის დასადგენად) შესაბამისი ამტისხეულები, მესამე ჯგუფს – აივ-ანტისხეულები, რომელიც იყო მსგავსი, მაგრამ არა იდენტური იმ სახეობისა, რომლითაც ხდებოდა მათი დაინფიცირება. მოხდა სამივე ჯგუფის SHIV-ვირუსით დაინფიცირება და შემდგომში მათ იმუნურ სისტემაზე დაკვირვება.
“აივ-ანტისხეულებიანი” ცხოველები, სხვა ორი ჯგუფისაგან განსხვავებით, უფრო მეტად დაცულნი აღმოჩნდნენ ვირუსისაგან. ექსპერიმენტიდან ექვსი თვის შემდეგ მათ აღენიშნათ გამანეიტრალებელი ანტისხეულების უფრო მაღალი დონე და SHIV ვირუსის უდრო დაბალი შემცველობა სისხლის პლაზმაში, სხვა ჯგუფებთან შედარებით. გარდა ამისა, ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ CD4+ T უჯრედებს (იმუნური სისტემის სხვა კომპონენტი).
ნენსი ჰაიგვუდის თქმით, ორგანიზმის აივ-ანტისხეულების სტიმულაცია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ახალი აივ-სპეციფიკური ადამიანის მონოკლონური ანტისხეულის პასიური ტრანსფერის მეთოდით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სტრატეგია ახალშობილებში ინფექციის დონის შემცირებისა და CD4+ T უჯრედების დაცვისათვის.
კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ანტისხეულების ძალიან მცირე დონეს - ძალზედ მცირე რაოდენობას ინფექციის დაბლოკვისათვის – შეუძლია აღნიშნულ პირობებში დაავადების პროგრესირებაზე ზემოქმედება და იმუნური პასუხის სტიმულირება, რაც ხელს უწყობს ვირალურ კონტროლის განხორციელებას მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.