Narkozi.com » ბავშვები » ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

  ავტორი: Admin | თარიღი: 19 May 2010  | ნანახია: 101348 

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემებისამახსოვრო მშობლებს
მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:
ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.
დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.
საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.
მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.
კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.
საღამოს აქტივობები: ეცადეთ, რომ დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში თქვენი პატარა იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან თამაშებს, ასევე კომპიუტერულ თამაშებს.
ტელევიზორი: ტელევიზორი გამოიტანეთ ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში. ასევე გამოიტანეთ პატარას საძინებლიდან კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა საოჯახო ტექნიკა.
დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი პატარას ასაკის და მოთხოვნილებების მიხედვით. თუკი პატარას ბევრი ეძინება დღისით, ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს.
ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწილი უნდა გაატაროს სუფთაჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი ფიზკულტურით იქნება დაკავებული.

დაძინების პრობლმები
ბავშვის დასაძინებლად დაწვენა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ბევრი მშობლისათვის. ზოგიერთი ბავშვისათვის პრობლემაა დასაძინებლად წასვლის მომენტი, ხოლო ზოგიერთი მიდის დასაძინებლად, მაგრამ აღარჩერდება საწოლში. დაძინების პრობლემები მშობლებისათვის დღის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია. აღნიშნული პრობლემები შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკშI, თუმცა უპირატესადვლინდება 3-6 წლის ასაკში.
როგორ მოვიქცეთ რომ პატარას დასაძინებლად წასვლა გავუადვილოთ?
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ყველა დედამ გაითვალისწინოს, რომ მას არ შეუძლია აიძულოს ბავშვი დაიძინოს. თუმცა გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას გაიუმჯობესოს ძილის ქცევა, რაც მის სწრაფ და ადვილ ჩაძინებას უზრუნველყოფს. Yოველივე ესმოითხოვს სწავლებას, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ დროს წაგართმევთ.
დააწესეთ დაძინების მკაცრი ლიმიტი: პირველ რიგში უნდა დაარწმუნოთ თქვენი თავი, რომ თქვენს პატარად ესაჭიროება დაძინების ქცევის შეცვლა. დაძინების მკაცრი ლიმიტის დაწესება ყველა ოჯახის წევრის ინტერესში შედის და პირველ რიგში იგი თქვენს პატარას ესაჭიროება. ძოგადად ლიმიტის დაწესება მშობლის უმიშვნელოვანესი ფუნქციაა. მცირე ასაკის ბავშვებს როგორც წესი ცუდად აქვთ განვითარებული თვითკონტროლის უნარი, ადრეული ასაკიდან გარკვეული ლიმიტების დაწესება, მათ თვითკონტროლის ჩამოყალიბებას აუმჯობესებს. გახსოვდეთ, რომ ლიმიტების დაწესება შეამცირებს (და არავითარ ემთხვევაში არ გამოიწვევს) ბავშვის გაღიზიანებას. გახსოვდეთ, რომ ქცევის შეცვლა ყოველთვის გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მიეცით პატარას თუნდაც უმნიშნელო მოტივაცია. იყავით მაქსიმალურად მომთმენი და მტკიცე.
აუხსენით პატარას ახალი წესები: სანამ ახალი რეჟიმის განხორციელებას დაიწყებთ დაჯექით დღისით პატარასთან ერად და კარგად აუხსენით თუ რას აპირებთ. ეცადეთ საუბარი არ იყოს ზედმეტად გრძელი ან მისთვის გაუგებარი და რთული. ეცადეთ იგნორირება გაუკეთოთ თქვენი პატარას უარყოფით კომენტარებს ახალი წესების მიმართ და მოერიდეთ კამათს ახალ წესებზე.
დააწესეთ დაძინების დრო: თუ ერთხელ გადაწყვეტთ, რომელ საათზე უნდა დაძIნოს პატარამ დრო ხშირად არ შეცვალოთ. ღეგულარული დროს დანერგვა დაეხმარება ბავშვს ჩამოიყალიბოს შინაგანი საათი. შანამ პატარას ლოგინში ჩააწვენთ, დარწმუნდით, რომ ის მზადაა დასაძინებლად. ძალიან ხშირად მშობლები დაძინების დროს აწესებენ ისე, რომ მათთვის იყოს მოხერხებული, რაც კატეგორულად არ შეიძლება.
სწორად შეარჩეით დაძინების დრო: ეცადეთ პატარა ძალიან დაღლილი არ დააწვინოთ დასაძინებლად. Uუმჯობესია ბავშვი დასაძინებლად მაშინ დააწვინოთ, როდესაც მას ბუნებრივად ეძინება (ასეთი დრო ყველა ბავშვს აქვს, მთავარია კარგად დააკვიდეთ), თუკი ამჩნევთ, რომ ეს დრო ძალიან გვიანია არ ეცადოთ მის სწრაფად შეცვლას, ეს ყველაფერი თანდათანობით უნდა მოხდეს. მაგლითად თუ ბავშვს ეძინება 10:30 და თქვენ გინდათ რომ მან 8:30 დაიძინოს თანდათანობით 15 წუთით უნდა გადაუტანოთ დაძინების დრო. იყავით მომთმენი. Aაუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები, თუკი დაძინების დროს ერთბაშად გადმოიტანთ, რადგან ბავშვი ვერ მოახერხებს ძალიან ადრე დაძინებას.
დაძინების რუტინა: დანერგეთ თანმიმდევრული ძილის რუტინა, რომელიც ყოველთვის ერთნაირი იქნება. ძილის რუტინა უნდა შეიცავდეს მშვიდ და ბავშვისათვის სასიამოვნო აქტივობებს, მაგალითად აბაზანას, ზღაპრების მოყოლას და ა.შ. მოარიდეთ ბავშვი ენერგიულ თამაშებს, ეზოში სირბილს, ტელევიზორის ყურებას. ძილის რუტინის შემცველი ერთ-ერთიაქტივობა, რომელიც ბავშვის ყველაზე მეტად უყვარს შემოინახეთ ბოლოსათვის, ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ძილისათვის მზადყოფნას.
იგნორირება გაუკეთეთ ბავშვის პროტესტს: ეცადეთ დააიგნოროთბავშვის ჩივილები იმის შესახებმ რომ მას არ ეძინება და არ არის დაღლილი. ძილის საკითხის ბავშვთან განხილვა არ არისმიზანშეწონილი, რადგანაც თითქმის ყოველთვის ბავშვი გაღიზიანებას და ზედმეტ პრობლემებს გამოიწვევს. მშვიდად უთხარით ბავშვს, რომ ძილის დროა და გააგრძელეთ რუტინის შესრულება.
დააწვინეთ პატარა დასაძინებლად: როგორც კი რუტინულ აქტივობებს დაასრულებთ, მაშინვე დააწვინეთ პატარა ლოგინში და გამოდით ოთახიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ჯერ კიდევ ფხიზელი დატოვოთ ოთახში მარტო, ეს ხელს შეუწყობს მას ისწავლოს მარტო დაძინება.
თუკი პატარა ტირის და ჭირვეულობს: თუკი პატარა ტირის და ჭირვეულობს, მაგრამ რჩება ლოგინში, ერთხელ შეახსენეთ, რომ უკვე ძილის დროა, თუკი ის მაინც აგრძელებს ჭირვეულობას და ტირილს შეაკითხეთ ოთახში კიდევ ერთხელ და დაელაპარაკეთ. ძოგჯერ ბავშვს რამოდენიმე ასეთი შეკითხება ესაჭიროება სანამ დაიძინებს. თითოეული ვიზიტი პატარას ოთახში უნდა იყოს ხანმოკლე (1წუთზე ნაკლები), არ ისაუბროთ ბავშვთან ბევრი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ პატარა კარგადაა და მშვიდად შეახსენეთ, რომ ძილის დროა და უნდა დაიძინოს.
თუკი პატარა ლოგინიდან დგება ან საძინებლიდან გამოდის: ასეთ შემთხვევაში პატარა მშვიდად დააბრუნეთ საწოლში. ზოგიერთი ბავვისათვის რამოდენიმეჯერ ლოგინში დაბრუნება საკმარისია. თუკი პატარა არ ჩერდება ლოგინში დაემუქრეთ, რომ თუ კიდევ ადგება დაუხურავთ საძინებლის კარებს. თუ მუქარის შემდეგ ბავშვი მაინც ადგა ლოგინიდან დააბრუნეთ საწოლში და გამოუხურეთ საძინებლის კარი ხანმოკლე დროით (მაგ. 1წუთით), განსაზღვრული დროის შემდეგ შეაკითხეთ პატარას და თუ ის ლოგინში დაგხვდათ საძინებლის კარები ღია დატოვეთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პატარა არ დაგხვდებათ ლოგინში კიდევ ერთხელ დააწვინეთ და ისევ დაუხურეთ საძინებლის კარები, ოღონც გაზარდეთ დრო; ასე მოიქეცით მანამ, სანამ პატარა ლოგინშI არ დაგხვდებათ მორიგი შეკითხებისას.
არასოდეს ჩაუკეტოთ პატარას საძინებლის კარი: დაკეტილ ოთახში მარტო დარჩენამ შესაძლოა შეაშინოს პატარა, მისი საწოლში მარტო დატოვების მიზანს არ წარმოადგენს ბავშვის დასჯა ან შეშინება, უბრალობ ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება.
დაასაჩუქრეთ პატარა: როგორც კი პატარა ღამით დამოუკიდებლად დაიძინებს დილასვე შეაქეთ და დაასაჩუქრეთ კარგი საქციელისათვის. არასდროს გაუმახვილოთ ყურადღება ცუდ საქციელზე და ყოველთვის ბავშვის წარმატებაზე იყავით ორიენტირებული.
აღიჭურვეთ მოთმინებით: პირველი რამოდენიმე ღამე შესაძლოა ძალიან რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ რამოდენიმე კვირაში შედეგს აუცილებლად დაინახავთ.
სიახლე მოგვაწოდა: ნინო ლალიანმა



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.