Narkozi.com » სტომატოლოგია » დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებები

დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებები

  ავტორი: Admin | თარიღი: 18 May 2010  | ნანახია: 72400 

დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებებითანამედროვე მედიცინა ეძიებს უფრო ახალ და ეფექტურ მეთოდებს კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უჩვეულოა - ასე მაგ. კარიესის საწინააღმდეგო ვაქცინა, კბილის ემალის გასამაგრებელი ელექტრული აბაზანები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიები ბაქტერიებთან საბრძოლველად, მაგრამ ეს გამოგონებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიებში არსებობს, ამიტომაც საჭიროა ყურადღება მიექცეს კბილების დაცვის ძველ, გამოცდილ საშუალებებს.

1. რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები. ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ პირის ღრუში, იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომლებიც რჩება კბილებზე საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა კბილების გაწმენდა მინიმუმ ორჯერ დღეში, იდეალურია - ყოველი კვების შემდეგ.
2. კარგი მემკვიდრეობითობა. სტატისტიკური მონაცემებით, არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც არ იწმენდავენ კბილებს, მაგრამ არა აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ, როდესაც სხვებს აქვთ კარიესი, იმის მიუხედავად, რომ რეგულარულად იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას. ნაწილობრივად ეს არის გენებთან დაკავშირებული. დაკვირვება აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამორჩევიან პირის ღრუს კარგი ჯანმრთელობით, ჭარბობენ ისინი, რომლებსაც არ უყვართ ტკბილეული, მაგრამ მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს. თუმცა, უმჯობესია, არ ვენდოთ ჩვენს მემკვიდრეობითობას და მაინც რეგულარულად გავიხეხოთ კბილები.
3. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ტრადიციული აზრი, რომ ტკბილი საკვები აფუჭებს კბილებს, უდავოდ გასათვალისწინებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს იმ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელთა მიღებაც სასარგებლოა კბილებისათვის. მათ მიეკუთვნება რძე, მაწონი, ხაჭო, თევზი, ბარდისებრნი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი, შავი მოცხარი. ძალიან სასარგებლოა უმი სტაფილო, რომელიც მშვენივრად წმენდს კბილებს.
4. ხშირად აკოცეთ ერთმანეთს. რასაკვირველია, ეს მეთოდი ნამდვილად არ არის ნომერ პირველი კარიესის პროფილაქტიკაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნერწყვის გამოყოფა, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, არეგულირებს პირის ღრუს მჟავა-ტუტე ბალანსს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებათ კოცნა, ცდილობენ, დაიცვან პირის ღრუს იდეალური ჰიგიენა.

და მაინც, შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კბილების მდგომარეობისა, ექიმები რეკომენდაციას უწევენ სტომატოლოგთან ვიზიტს წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.