Narkozi.com » დაავადებები » სექსოლოგია » სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­ში


სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­ში

 (ხმები: 2)

  ავტორი: Admin | თარიღი: 17 მარტი 2010  | ნანახია: 25898 

სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­შიინ­გლი­სელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 39-59 წლის ასა­კის ქა­ლე­ბის 17%-ს აქვს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ლი­ბი­დო (სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვა). 17% აღე­ნიშ­ნე­ბა სა­შოს სიმ­შრა­ლე, ქა­ლე­ბის 16% ვერ გა­ნიც­დის ორ­გაზმს და 8%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ტკი­ვი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს. ამ მოშ­ლი­ლო­ბე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად წლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, რო­გორც ეს მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.
სა­შოს სიმ­შრა­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ,,და­ბე­რე­ბის ბუ­ნებ­რივ პრო­ცეს­ში სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი მშრა­ლი ხდე­ბა~, _ ამ­ბობს ექი­მი ში­რინ ზუს­მა­ნი. ამის გა­მო სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ძნელ­დე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლია. ექი­მი ზუს­მა­ნი აც­ხა­დებს, რომ სა­შოს სიმ­შრა­ლე სწრა­ფად იკურ­ნე­ბა. ლუბ­რი­კან­ტებს (გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) შე­უძ­ლი­ათ სწრა­ფად აღ­მოფ­ხვრან სიმ­შრა­ლე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე მი­მარ­თოთ ექიმს, რო­მე­ლიც გა­მო­გი­წერთ სპე­ცი­ა­ლურ, ეს­ტრო­გე­ნის შემ­ცველ კრემს სა­შოს­თვის. ,,კრე­მი არა მარ­ტო შვე­ლის სიმ­შრა­ლეს, არა­მედ ხელს უწ­ყობს ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დგე­ნას~, _ ამ­ბობს ექი­მი ზუს­მა­ნი.
სცა­დეთ თე­რა­პია ეს­ტრო­გე­ნე­ბით. ხან­ში შე­სულ ქა­ლებს, რო­მელ­ბიც სქე­სობ­რივ ლტოლ­ვას ვერ გა­ნიც­დი­ან, შე­იძ­ლე­ბა უშ­ვე­ლოს თე­რა­პი­ამ ეს­ტრო­გე­ნე­ბით. ამ მე­თოდ­მა შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე უშ­ვე­ლოს იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც სქე­სობ­რივ ლტოლ­ვას ვერ გა­ნიც­დი­ან ჰორ­მო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­მო მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში, ან შემ­დეგ. თე­რა­პია შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს სა­შოს კრე­მის, პეტ­ჩის (კან­ზე მი­სა­წე­ბე­ბე­ლი) ან ორა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. პეტჩს უნიშ­ნა­ვენ იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ პე­რო­ლა­რუ­ლად წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა (სის­ხლის მა­ღა­ლი წნე­ვა, თრომ­ბო­ზი, ნაღ­ვლის ბუშ­ტის და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი).
თუ ეს­ტრო­გე­ნე­ბი უძ­ლუ­რია, შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ მე­თილ­ტეს­ტოს­ტე­რო­ნი _ ჰორ­მო­ნი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად ას­ტი­მუ­ლი­რებს სქე­სობ­რივ ლტოლ­ვას.

ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს სქე­სობ­რივ ლტოლ­ვას

თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი დეპ­რე­სი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი უელ­ბუტ­რი­ნი (ჭელლბუტრინ) _ ბუპ­რო­პი­უ­ნის ჰიდ­როქ­ლო­რი­ნი _ სწრა­ფად გან­გკურ­ნავთ.
ექი­მი ჯე­იმს გოლ­დბერ­გი ამ­ბობს, რომ ეს წა­მა­ლი თა­ვი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და არა სქე­სობ­რი­ვი დის­ფუნ­ქცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­მედ რო­გორც ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი. ექი­მი გოლ­დბერ­გის აზ­რით, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა დამ­თრგუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს სექ­სუ­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ა­ზე. უელ­ბუტ­რი­ნის გა­მოც­დი­სას მეც­ნი­ე­რე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რად­გან მას აღ­მო­აჩ­ნდა და­დე­ბი­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი რო­გორც ქა­ლე­ბის, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სწრა­ფი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ექიმს მი­მარ­თეთ

,,სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ წყვი­ლის სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სექ­სო­პა­თო­ლოგ­თან პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტის შემ­დეგ~, _ ამ­ბობს ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ჯე­იმს გოლ­დბერ­გი. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ექი­მი ეხ­მა­რე­ბა წყვილს სექსს სხვაგ­ვა­რად, ახ­ლე­ბუ­რად, შე­ხე­დონ.
,,სექ­სუ­ა­ლუ­რი თე­რა­პი­ის ერთ-ერ­თი სა­ი­დუმ­ლო ერო­ტიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სექ­სუ­ა­ლურ სტი­მუ­ლებ­ზე ყუ­რად­ღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბაა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ეს თე­რა­პია წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლურ სტი­მუ­ლებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ა­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­ნეწ­ყვნენ~. _ ამ­ბობს ექი­მი გოლ­დბერ­გი.




პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

ფორუმზე განხილვა   გაუგზავნეთ მეგობარს    ამობეჭდვა       



gigla - 27 მარტი 2010 19:32 #


ორგაზმის არ შეგრძნება რითია განპირობებული და რითი შეიძლება მკურნალობა?

   




julula1976 - 19 მარტი 2010 00:19 #


Supersmile smile smile

   




ინფორმაცია

კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული.