Narkozi.com » დაავადებები » სექსოლოგია » ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს


ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს

 (ხმები: 0)

  ავტორი: Admin | თარიღი: 17 მარტი 2010  | ნანახია: 15622 

ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს,,სქე­სობ­რი­ვი უძ­ლუ­რე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, პარ­ტნი­ო­რე­ბის და­ცი­ლე­ბას იწ­ვევს, _ ამ­ბობს ექი­მი რი­ჩარს ბერ­გე­რი. _ ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან პარ­ტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს თა­მა­შობს. იზო­ლა­ცია და უარ­ყო­ფა პრობ­ლე­მის გაღ­რმა­ვე­ბას იწ­ვევს. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად წყდე­ბა ამ პრობ­ლე­მა­ზე რე­აქ­ცი­ის და არა თა­ვად პრობ­ლე­მის გა­მო~.
ბერ­გე­რე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბის აწ­ყო­ბა­ში იმ­პო­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტი­სას. ისი­ნი გირ­ჩე­ვენ იპო­ვოთ დრო, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ხართ მო­დუ­ნე­ბუ­ლი და ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტო­ნი დარ­ჩეთ. ,,ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწ­ყეთ, _ ფიქ­რო­ბენ ბერ­გე­რე­ბი, _ უთ­ხა­რით პარ­ტნი­ორს, რომ ძა­ლი­ან აფა­სებთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას~. ამის შემ­დეგ დას­ვით კით­ხვე­ბი და ყუ­რად­ღე­ბით მო­ის­მი­ნეთ პა­სუ­ხე­ბი. და­ინ­ტე­რეს­დით იმ­პო­ტენ­ცია თქვენ­და­მი გრძნო­ბე­ბის შეც­ვლით ხომ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. და­ინ­ტე­რეს­დით, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. და ბო­ლოს, და­სა­ხეთ ერ­თად მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა. თუ ერ­თად იმოქ­მე­დებთ, და­გე­ზო­გე­ბათ დრო, ენერ­გია და ფუ­ლი. ბერ­გე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კარ­გი მო­სა­უბ­რე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი საყ­ვარ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.
გა­რე ვა­კუ­უ­მუ­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ერექ­ცი­ას მი­აღ­წი­ოთ. ამ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას ,,ერე­ქე­იდ სის­ტემ~ ეწო­დე­ბა. იგი შედ­გე­ბა პლას­ტი­კუ­რი კოლ­ბის­გან, რო­მე­ლიც ვიწ­რო შლან­გით უერ­თდე­ბა ხე­ლის ,,მსხალს~. მა­მა­კა­ცი კოლ­ბას წა­მო­იც­ვამს ასო­ზე და ,,მსხლის~ დახ­მა­რე­ბით ამო­ტუმ­გავს ჰა­ერს კოლ­ბი­დან. ეს იწ­ვევს სის­ხლის მო­დე­ნას ასო­ში და ერექ­ცი­ას. პრო­ცე­დუ­რა ორ-სამ წუთს გრძელ­დე­ბა და საკ­მაო სი­მაგ­რეს იძ­ლე­ვა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.
,,ერე­ქე­იდ სის­ტემ~-ი და­ეხ­მა­რე­ბა მა­მა­კა­ცებს, რომ­ლებ­საც იმ­პო­ტენ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­დათ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო.
მკურ­ნა­ლო­ბა ინექ­ცი­ით. ერექ­ცი­ას­თან და იმ­პო­ტენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ხერ­ხია ასო­ში სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა. წა­მა­ლი იწ­ვევს ერექ­ცი­ას, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა ათი წუ­თი­დან ორ სა­ა­თამ­დე.
,,ინექ­ცი­უ­რი ერექ­ცია შვე­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ასე­ვე ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ იმ­პო­ტენ­ცი­ას~, _ ამ­ბობს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, გრანტ გუ­ა­ნი­ნი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­დუ­რას სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში იყე­ნებს. წა­მა­ლი უშუ­ა­ლოდ ას­ტი­მუ­ლი­რებს სის­ხლძარ­ღვთა გა­სა­ფარ­თო­ე­ბელ მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს სის­ხლის მო­დე­ნას ასო­ში და იწ­ვევს ერექ­ცი­ას.
წამ­ლის დო­ზა გან­საზ­ღვრავს ერექ­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას. ექი­მე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ველ პა­ცი­ენტს დო­ზას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნიშ­ნა­ვენ.
ექი­მი გუ­ა­ნი­ნი მა­მა­კა­ცებს ურ­ჩევს ისე­თი ექი­მი-ურო­ლო­გი მო­ძებ­ნონ, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე არ შეს­თა­ვა­ზებთ პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცი­ას. ,,პრო­თე­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში უნ­და მოხ­დეს, მას შემ­დეგ, რაც ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს~, _ ამ­ბობს ის. ექიმ გუ­ა­ნინს არ გა­აჩ­ნია ცნო­ბე­ბი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ინექ­ცია 3-5 წუ­თის შემ­დეგ იწ­ვევს ერექ­ცი­ას. ,,ეს მტკივ­ნე­უ­ლი არ არის _ მხო­ლოდ მცი­რე დის­კომ­ფორტს იგ­რძნობთ~, _ ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.
ამ მიზ­ნით აშშ-ს თით­ქმის ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში იყე­ნე­ბენ პროს­ტაგ­ლან­დინ E1-ს, ფენ­ტო­ლა­მინს და პა­პა­ვე­რინს. ,,მა­მა­კა­ცებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ის ფაქ­ტი, რომ ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლი­ათ, _ ამ­ბობს მა­მა­კა­ცე­ბის სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, შელ­დონ ბურ­მე­ნი. _ მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან მოს­წონს~.
თეს­ლის ნა­ად­რე­ვი გად­მონ­თხე­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია. ,,თეს­ლის ნა­ად­რე­ვი გად­მონ­თხე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც იმ­პო­ტენ­ცი­ის ერთ-ერ­თი ფორ­მა, რად­გან იმ­პო­ტენ­ცია არის ერექ­ცი­ის მიღ­წე­ვის, ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტზე და­ხარ­ჯუ­ლი დრო­ის მი­ნი­მუმ მე­ოთ­ხე­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, _ ამ­ბობს ექი­მი ბურ­მე­ნი. _ სა­ბედ­ნი­ე­როდ, თეს­ლის ნა­ად­რე­ვი გად­მონ­თხე­ვა სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი არ არის~. ექიმ ბურ­მე­ნის კლი­ნი­კა­ში თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა წარ­მა­ტე­ბით იკურ­ნე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, თე­რა­პია ექვს კვი­რა­ზე ხან­გრძლი­ვი არ არის.




პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

ფორუმზე განხილვა   გაუგზავნეთ მეგობარს    ამობეჭდვა       



ინფორმაცია

კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული.