|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ. სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი. დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს. უარი თქვით შეჩვეულ ადგილებზე. ანუ ერთმანეთით დატკბით სადაც გინდათ, ოღონდ არა საძინებელ ოთახში. ,,მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა ზოგჯერ სხვადასხვა გზა უნდა მოძებნონ, ამბობს ექიმი უილეის დენტონი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი უნდა გაიაროთ და რომელიმე მოტელში გაჩერდეთ, ერთად ყოფნის გამო~. შეცვალეთ პოზა. პოზების სხვადასხვაობა ყოველ ჯერზე განსხვავებულ შეგრძნებებს მოგიტანთ. იფიქრეთ ამაზე. არ დაფაროთ სურვილები. არ იფიქროთ, რომ თქვენს პარტნიორს აზრების კითხვა შეუძლია. შესაძლოა დიდი ხნის ლოდინი დაგჭირდეთ, სანამ სასურველ შედეგს მიიღებთ. რატომ უნდა იცადოთ? ,,ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი თქვენს სურვილებზე და ფანტაზიებზე~, ამბობს ექიმი ზუსმანი. უფრო ადვილია თქმა, ვიდრე გაკეთება, ხომ ასეა? ,,დიახ, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ჯერომ შერმანი. არსებობს ორი გზა, რომელიც მიახვედრებს თქვენს პარტნიორს, რა გიყვართ. პირველი უნდა უთხრათ. მეორე უნდა აჩვენოთ. მართეთ თქვენი პარტნიორის ხელი. უჩურჩულეთ ნაზი სიტყვები ეს ძალიან აღაგზნებს~. ამბობს ეიმი შერმანი. საწოლში ერთად იკითხეთ. ერთად წაიკითხეთ წიგნები სექსის შესახებ. მიზანი მოიხსნათ დაძაბულობა და შეძლოთ სექსზე თავისუფლად საუბარი. საძინებლიდან ტელევიზორი გაიტანეთ. ექიმი ზუსმანი ამბობს, რომ საწოლში წოლისას ტელევიზორის ყურების ჩვევა უნდა აღმოფხვრათ. გაცილებით უკეთესია სწრაფი და მარტივი სქესობრივი აქტი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ინტიმურ ცხოვრებას. გარდა ამისა, ტელევიზორი გართმევთ ენერგიას, ხოლო საღამოს საინფორმაციო გამოშვება ძილს დაგიფრთხობთ. გაცვალეთ როლები. ,,თუ ერთ-ერთი თქვენგანი ჩვეულებრივ, ინიციატორია, დროებით გაცვალეთ როლები, ეს მოახდენს შემდეგი ურთიერთობის სტიმულირებას და საშუალებას მოგცემთ ახალი როლი შეასრულოთ აქტიური ან პასიური~, გირჩევთ ექიმი ზუსმანი. უარი თქვით მავნე ჩვევებზე. როგორც წესი, მავნე ჩვევებში მოწევას და ალკოჰოლს ვგულისხმობთ. ალკოჰოლი სედატიური საშუალებაა, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ისე მოგადუნებთ, რომ სექსის თავი არ გექნებათ. ამის გარდა, ალკოჰოლის ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება დათრგუნოს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ჰორმონების გამომუშავება. სიახლოვის შემდეგ მოწეული სიგარეტი, ამცირებს სექსის მიმზიდველობას. აქტიური მოწევა ორნაირად მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე. ნიკოტინი ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს და აძნელებს ერექციას, აფერხებს სისხლის მოძრაობას ასოში. ხანგრძლივი მოწევისას იზრდება ათეროსკლეროზის რისკი, ეს სისხლმომარაგებას კიდევ უფრო აფერხებს. ამიტომ უნდა გახსოვდეთ, იმის მიუხედავად, რომ სიგარეტის მწარმოებლები თავისი პროდუქციის რეკლამირებისას სექსუალურ თემატიკას მიმართავენ, მოწევა შეაფერხებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას. შეინარჩუნეთ კარგი ფიზიკური ფორმა. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს სექსუალური აქტიურობა ხანდაზმულ ასაკში. ფიზიკურად აქტიური ადამიანები ახალგაზდულად გამოიყურებიან, თვითშეფასების მაღალი უნარი აქვთ და თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ. ფიზიკური ვარჯიში ზრდის ტესტოსტერონის დონეს, რომელიც სექსუალურ ,,მადას~ განსაზღვრავს. აიძულეთ სასქესო ორგანოების კუნთები იმუშაონ. გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები, ანუ ავარჯიშეთ ის კუნთები, რომლებსაც იყენებთ შარდის შესაკავებლად. დაძაბეთ კუნთები და დაძაბულ მდგომარეობაში 3-5 წამის განმავლობაში გააჩერეთ. დასაწყისისთვის გაიმეორეთ ათჯერ დღეში, შემდეგ შეკუმშვების რიცხვი შეიძლება გაზარდოთ 50-100-მდე დღეში. ეს ვარჯიში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს საშუალებას მისცემს გააფართოონ სექსუალური შეგრძნებების დიაპაზონი. ქალები ამბობენ, რომ კეგელის ვარჯიშებმა საშუალება მისცათ უფრო ძლიერი ორგაზმი განეცადათ. გაისეირნეთ ველოსიპედით. ჟურნალმა ,,ველოსიპედისტი~ ჩაატარა გამოკითხვა მკითხველებს შორის. აღმოჩნდა, რომ 1 675 მკითხველის 2/3-ს ველოსიპედზე ვარჯიში დაეხმარა უკეთესი საყვარლები გამხდარიყვნენ. თითქმის ნახევარი ამტკიცებს, რომ ველოსიპედი აძლიერებს სექსუალურ შესაძლებლობებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ზიხართ. იქნებ ველოსიპედისტები მაზოხისტები არიან? გამოკითხვაში მონაწილე სამიდან ორი ადამიანი გამოტყდა, რომ ველოსიპედმა შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების დაბუჟება, ტკივილი და ინფექცია. ბევრია დამოკიდებული დასაჯდომზე და ჯდომის მანერაზე. სასქესო ორგანოების დაბუჟება შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ სიმძიმის დიდი ნაწილი მენჯზე მოდის. უფრო ფართო დასაჯდომი პრობლემას გადაწყვეტს, ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, რადგან ველოსიპედით სიარულის დროს მამაკაცებმა შეიძლება სასქესო ორგანოები დაიზიანოს. თუ ველოსიპედის დასაჯდომი ძალიან ვიწროა, სხეულის წონა შორისს დააწვება და არტერია, რომელიც სასქესო ორგანოებს სისხლით ამარაგებს, დაზიანდება. ამის შედეგად ვითარდება იმპოტენცია, ხოლო მკურნალობის ერთადერთი ხერხი ქირურგიული ჩარევაა. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი ფართო დასაჯდომია. ტეგები: სასქესო, სექსუალურ, ექიმი პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
ფორუმზე განხილვა ინფორმაციაკომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
viktoriaa - 16 თებერვალი 2010 18:24 #