Narkozi.com » ალერგოლოგია & იმუნოლოგია » გაცივდით?

გაცივდით?

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 89273 

გაცივდით?დადგა ნანატრი გაზაფხული. არადა, არაფერია იმაზე ადვილი და იმაზე უარესი, ვიდრე გაზაფხულზე გაცივება. იქნებ ვცადოთ და აბების გარეშეც გადავრჩეთ? ჩვენი წინაპრები გამოჯანმრთელებას ხომ ანტიბიოტიკების გარეშეც ახერხებდნენ.

• პირველ რიგში მოამზადეთ ჩაი თანაბარი რაოდენობით (1:1) აღებული ცაცხვის ყვავილებისა და ჟოლოს გამშრალი ნაყოფისაგან, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, დალევის წინ შეგიძლიათ დაამატოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, დალიეთ და სასწრაფოდ ჩაწექით საწოლში. კარგი იქნება, თუკი ოფლს მოიდენთ და გამოიძინებთ.
• თუკი ფეხი დაგისველდათ წვიმაში, გაიკეთეთ ცხელი წყლის აბაზანა მდოგვით. გახსოვდეთ, ეს არ შეიძლება, თუკი მაღალი სიცხე გაქვთ ან ვენები გაწუხებთ.
• მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში დაგეხმარებათ მცენარეული ჩაი: საშუალო ზომის ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ პიტნის ფოთლები, კრაზანას, გვირილის ყვავილები, დაფნის ფოთოლი, ცოტაოდენი მიხაკი, ილი (იმბირი), ქინძი, შავი და სურნელოვანი წიწაკის ერთი-ორი მარცვალი. დაასხით მდუღარე და შეფუთეთ ერთი საათით (შეგიძლიათ ბალიშიც კი დააფაროთ). ამის შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ თაფლი. სვით მთელი დღის განმავლობაში.
• ყელის ტკივილის შემცირება შეუძლია რძეს, თუკი მას იტანთ. კარგი იქნება, თუ ცხელ რძეს დაუმატებთ ნებისმიერ მინერალურ წყალს ან ნახევარ ჩაის კოვზ სოდას ერთ ჭიქა რძეზე.
• გახსოვდეთ, ოტოლარინგოლოგების რჩევით, ანგინის დროს არ არის სასურველი არც ძალიან ცხელი და არც ცივი სითხეების, ასევე ცხარე საკვების მიღება.
• მავნეა ასევე ყელში სავლებების ძალიან ხშირი ხმარება, განსაკუთრებით თუკი ნუშურა ჯირკვლები ნორმალურ მდგომარეობაში გაქვთ. ინტენსიურ გამოვლებებს აქვს მასაჟის თვისება, ანთებითი ორგანოს მასაჟი კი არც ისე უვნებელია. სასურველია ყელში სავლები ფრთხილად და დღეში მხოლოდ 3-4-ჯერ გამოიყენოთ;
• კარგად დაგვეხმარება ასევე ჩვენი ბებიების მეთოდით ინჰალაცია: მოხარშეთ კანიანად რამოდენიმე კარტოფილი, დასრისეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 2 წვეთი იოდი. გადმოიფარეთ თავზე პლედი და შეისუნთქეთ ორთქლი 5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე შემადგენლობა, მხოლოდ შეათბეთ ყოველი პროცედურის წინ.
• თუკი ყლაპვა ძალიან მტკივნეულია, გაიკეთეთ ყელზე კომპრესი: ბამბის ქსოვილის ნაჭერი გაჟღინთეთ არყით, რომელიც წინასწარ განაზავეთ 1:1 თბილი წყლით, ზემოდან დააფარეთ ცელოფნის ნაჭერი, ზემოდან ბამბის ფენა ან პირსახოცი. შეიკარით თავსაფრით ან შარფით. არყის ნაცვლად შეგიძლიათ შემთბარი არარაფინირებული ზეთის გამოყენება.
• ჯადოსნური თვისებები აქვს ახლად დამზადებულ თბილ ქათმის ბულიონს. იგი ამცირებს ყელში გაღიზიანების გრძნობას და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. რასაკვირველია, უმჯობესია ქათამი სოფლის იყოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ქათმის ბულიონის კუბიკები.
• სოფლის მკურნალები ანგინის დროს ურჩევდნენ 1-2 დღის განმავლობაში ფიჭვის ფისის ან კევის დაღეჭვას. რასაკვირველია, ეს არც ისე სასიამოვნოა, როგორც უშაქრო ორბიტი, მაგრამ უდავოდ უფრო სასარგებლოა.
• ხველებას კარგად შველის შავი თალგამის წვენი: შავ თალგამი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ თაფლი 1:1 პროპორციით. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე და ასევე ძილის წინ.
• სურდოსაგან გასათავისუფლებლად ცხვირის ნესტოებში გამოივლეთ სუფთა წყალი, ამის შემდეგ გაჭერით შუაზე ნივრის კბილი და მოათავსეთ ნესტოების შესასვლელში (ღრმად არ მოათავსოთ!).
• დღის განმავლობაში სასარგებლოა ხილის ჩირისაგან მომზადებული ნახარშის მიღება განუსაზღვრელი რაოდენობით. მას მშვენივრად გამოაქვს ორგანიზმიდან პათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის პროდუქტები.
• თუკი დაკარგეთ ხმა, მაშინ დაასხით 2 სუფრის კოვზ ანისის თესლს ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გაფილტრეთ, დაამატეთ ნახარშს 1 სუფრის კოვზი თაფლი , 1 ჩაის კოვზი არაყი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. საღამოსათვის, როგორც წესი, ხმა დაგიბრუნდებათ.
• თუკი არ გინდათ გაცივდეთ, ყოველდღე აუცილებლად შეჭამეთ ნივრის 1-2 კბილი; უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ დალიოთ რძე ან დააყოლოთ ოხრახუში, გაღეჭოთ დაფნა.
• იმუნიტეტს გააძლიერებს ასევე ”ხახვის ღვინო”: მინის ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 100გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი და 100 გ ღია ფერის ნატურალური თაფლი (უმჯობესია ცაცხვის), დაამატეთ ყურძნის ხარისხიანი ღვინო, დადგით ბნელ გრილ ადგილას 2 კვირა (მაგრამ არა მაცივარში), გაფილტრეთ, მიიღეთ ყოველდღიურად თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე და ძილის წინ. ასეთი ღვინო დაგიცავთ ინფექციებისაგან და გააძლიერებს იმუნიტეტს.
• გაცივდით? ნუ დაყრით ფარ-ხმალს. განაწყვეთ თქვენი თავი სწრაფ გამოჯანმრთელებაზე. წარმოიდგინეთ, რომ აიღეთ დიდი ცოცხი და გაგავეთ ავადმყოფობა თქვენი სახლის კარებიდან. ასე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.
მოკლედ, გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგ საგაზაფხულო განწყობას!



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.