Narkozi.com » სამედიცინო სიახლე » ნაწლავის ბაქტერიები

ნაწლავის ბაქტერიები

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 124330 

ნაწლავის ბუნებრივი მიკროფლორის შემადგენლობაში მყოფი ბაქტერიები ამცირებენ შარდ-კენჭოვანი დაავადების რეციდივების რისკს
ნაწლავის ბაქტერიებინაწლავის ბუნებრივ მიკროფლორაში შემავალი ბაქტერიები – Oxalobacter formigenes (O. formigenes) 70%-ით ამცირებენ შარდ-კენჭოვანი დაავადების რეციდივების რისკს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათ ჩაატარეს კლინიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 500 ადამიანი.
სტატისტიკის მიხედვით, თირკმლის კენჭების ძირითად მასას ქმნიან ოქსალატები. ასეთი კენჭების ჩამოყალიბების რისკი განსაკუთრებით მაღალია შარდში ოქსალატების გამოვლენის შემთხვევაში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზემოაღნიშნულ ბაქტერიებს გააჩნიათ ოქსალატების უტილიზაციის თვისება ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს, ისინი არეგულირებენ ამ მარილთა დონეს პლაზმასა და შარდში.
აშშ მეცნიერებმა დევიდ კაუფმანის ხელმძღვანელობით შეისწავლეს რეციდივული შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე 247 მოზრდილი პაციენტის მდგომარეობა, რომლებშიც განისაზღვრა O.fromigenes-ის დონე. აგრეთვე ჩატარდა შარდის ანალიზი, რისი საშუალებითაც ისაზღვრებოდა ოქსალატების გამოყოფა 24 საათის განმავლობაში. მიღებული მონაცემები შეადარეს საკონტროლო ჯგუფის 259 პაციენტის მონაცემებს.
აღმოჩნდა, რომ O. formigenes-ს გააჩნდა შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტთა მხოლოდ 17%-ს, მაშინ როცა, საკონტროლო ჯგუფში იგივე ბაქტერია 37%-ში იყო წარმოდგენილი.
“ჩვენ ვაკვირდებოდით ნაწლავში არსებულ O. formigenes არარსებობასა და თირკმელებში ოქსალატური კენჭების განვითარებას შორის არსებულ მყარ უკუკავშირს. შარდ-კენჭოვანი დაავადების რეციდივების რისკი 70%-ით მცირდება ამ ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში”, განაცხადა პროფ. კაუფმანმა.
სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ს მცხოვრებთა 5-15%-ს უვითარდება შარდ-კენჭოვანი დაავადება, ხოლო რეციდივის რისკი მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეადგენს 30-50%-ს. მკვლევართა აზრით, O. formigenes ბაქტერიების მიღება პრობიოტიკების სახით ხელს შეუშლის ახალი კენჭების ჩამოყალიბებას თირკმელებში. ამჟამად მიმდინარეობს ამ მეთოდიკის შესწავლა.
კვლევა გამოქვეყნდა Journal of the American Society of Nephrology-ს თებერვლის ნომერში.

ტეგები:




პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

ნინი - 10 March 2010 21:44 #


ბაქტერიები

   


ნანა ფილაური - 24 August 2009 15:41 #


24552

ნანა ფილაური

   


mediko - 2 February 2009 15:13 #


რა არის ესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

   




Information

Members of სტუმარი cannot leave comments.