Narkozi.com » სამედიცინო სიახლე » ფრჩხილის სოკო

ფრჩხილის სოკო

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 107646 

ფრჩხილის სოკონუ ივლით ფეხშიშველი საერთო საშხაპეში, სპორტ დარბაზების გასახდელებში ან საუნაში, აუცილებლად ჩაიცვით აბანოს ქოშები, რადგან არსებობს ფრჩხილის სოკოს საშიშროება.

ფრჩხილის სოკო არაფერში არ აგერევათ. ფრჩხილის ფირფიტა იცვლის ფერს, იგი ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს: მწვანე, თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, ყავისფერი და შავი. ამ დროს ფირფიტა სქელდება, მასა და Fფრჩხილის ფუძეს შორის წარმოიქმნება სოკო. თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, სოკოს ზემოქმედების შედეგად ფრჩხილი შლას დაიწყებს. რაც უფრო გასქელედება დაზიანებული ფრჩხილი, მით რთული იქნება მისი მკურნალობა.
ფრჩხილის სოკოს წარმოშობის მიზეზები
ნეხეთქები და ნაფხანი კანზე, ფრჩხილის ტრამვა, მუდმივად ნესტიანი ფეხები.
ავადყოფობის არსებობა: შაქრის დიაბეტი, შიდსი, გასუქება, დაქვეითებული იმუნიტეტი.
ანტიბიოტიკების მიღება, ორალური კონტრაცეპტივები.
მკურნალობა

ცოტა ხნის წინ დაზიანებულ ფრჩხილს კი არ მკურნალობდნენ, არამედ აშორებდნენ, რადგან ამოსული ფრჩხილიც დაზიანებული იყო ონიხომიკოზით. ქირურგიულ მეთოდს ახლაც იყენებენ, მაგრამ ძალიან რთულ შემთხვევებში.

ექიმი აკეთებს დაზიანებული ფრჩხილის ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მკურნალობას. ყველაზე ხშირად ინიშნება კაფსულები (დასალევი) და ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები. ეს არის სამკურნალ;ო ლაქები, მაზები, სალბუნები, ასევე სპეციალისტები იყენებენ სპეციალურ ბორმანქანებს. მსგავსი ტექნიკა ქლიბავს ფრჩხილის წამონაზარდებს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ყველაფერი დამოკიდებულია ავადმყოფობის სტადიაზე.
დეზინფექცია

თუ მკურნალობას ექიმი ნიშნავს, დეზინფექცია იმ ადგილებში, სადაც თქვენი ფეხი ხვდებოდა, თქვენ უნდა გააკეთოთ. ეს არის კედლები, იატაკი, სააბაზანო, თქვენი პირადი ნივთები. მათ რიცხვში შედის თეთრეული, ფრჩხილების ქლიბი, მაკრატელი, კოლგოტები და ა.შ.
როგორ უნდა გააკეთოთ ეს უკეთესად

კედლები, იატაკი, სააბაზანო: აიღეთ ერთნაირი პროპორციებით სარეცხის ფხვნილი, ქლორი და გაწმინდეთ ამ ნარევით ყველაფერი.
ფეხსაცმელი: დაგჭირდებათ ფორმალინის 25%-იანი ხსნარი ან 40%-იანი ძმრის მჟავა. დაასველეთ მასში ბამბის ფთილა, გაწმინდეთ ფეხსაცმლის საფენები, გვერდები. ამის შემდეგ სველი ბამბა ჩადეთ ფეხსაცმელში, ხოლო ფეხსაცმელი მოათავსეთ ჰერმეტულ ცელოფანში ერთი დღე-ღამით.

მანიკურის ნივთები: ცოტა ხნით ჩადეთ სპირტში, ხოლო შემდეგ გამოწვით ღია ცეცხლზე.
თავდაცვის საშუალებები

სახლის პირობებში ეცადეთ, რომ ყველა ოჯახის წევრს თავისი ფეხსაცმელი ჰქონდეს. ნუ ატარებთ მჭიდრო ფეხსაცმელს, ნუ შეურიგდებით ფეხის ოფლიანობას. ან შეცვალეთ ფეხსაცმელი, ან მიაკითხეთ ექიმს. თუ ხალხმრავალ ადგილებში ფეხშიშველი გიწევთ სიარული, დაიმუშავეთ კანი და ფრჩხილები სპეციალური სოკოს საწინააღმდეგო აეროზოლებით ან სპრეებით. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ გამოსაცვლელ ფეხსაცმელს წაიღებთ.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

ანა - 1 May 2010 21:54 #


მაქვს ხელის ფრცხილზე სოკოვანი დაავადება რაც გამოიცვია პრცხილების კვნეტამ და მაინტერესებს სჰეიდზლება ტუ არა მკურნალობა?დაავადება უკვე რტულ პორმასჰია ფრცხილი გახდა ტალღოვანი და ყავისპერი.ველი პასუხს.

   




Information

Members of სტუმარი cannot leave comments.