Narkozi.com » დაავადებები » ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა

  ავტორი: Basher | თარიღი: 8 January 2009  | ნანახია: 108290 

ბუ­ა­სი­ლი ნაწ­ლა­ვის ვე­ნე­ბია, რომ­ლებ­საც თა­ვის თავ­ზე დი­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ. შე­საძ­ლოა თქვენ არც იცო­დით მა­თი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, სა­ნამ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დზე სის­ხლი არ და­ი­ნა­ხეთ. ამან იმ­დე­ნად შე­გა­ში­ნათ, რომ ან­დერ­ძი და­წე­რეთ და ექიმ­თან გა­ქან­დით. ან თუ თქვენ ფეხ­მძი­მე ქა­ლი ხართ, გა­დი­დე­ბუ­ლი რექ­ტა­ლუ­რი ვე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­გი­ზი­ან­დათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას.
ში­და ბუ­ა­სი­ლი ჩნდე­ბა სწორ ნაწ­ლავ­ში, გა­რე­გა­ნი (ჩვე­უ­ლებ­რივ, გე­ქა­ვე­ბათ) ანა­ლუ­რი ხვრე­ლის გარ­შე­მო კან­ზე ბო­ლოვ­დე­ბა. ბუ­ა­სი­ლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზად ით­ვლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა დე­ფე­კა­ცი­ის დროს, ასე­ვე მუც­ლის კუნ­თე­ბის ძლი­ე­რი და­ჭიმ­ვა. ამ­გვა­რად, ბუ­ა­სი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს კუჭ­შეკ­რუ­ლო­ბის შე­დე­გი. არ­სე­ბობს ბუ­ა­სი­ლის სხვა სიმ­პტო­მე­ბიც _ ტკი­ვი­ლი და ან­თე­ბა.
აი რამ­დე­ნი­მე სამ­კურ­ნა­ლო და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლებ­საც შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მი­მარ­თოთ. ისი­ნი, რა თქმა უნ­და, თქვენს ბუ­ა­სილს არ გან­კურ­ნა­ვენ, მაგ­რამ ტკი­ვილს მა­ინც შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ.
ერი­დეთ კუჭ­შეკ­რუ­ლო­ბას. დღე­ში სა­მი ჭი­ქა წყა­ლი მა­ინც და­ლი­ეთ, მი­ირ­თვით უჯ­რე­დი­სით მდი­და­რი საკ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­გი­ად­ვი­ლე­ბენ დე­ფე­კა­ცი­ას. ეს რე­ჟი­მი ერ­თი­დან სამ დღემ­დე უნ­და და­იც­ვათ.
მი­ი­ღეთ თბი­ლი აბა­ზა­ნა. ყო­ველ­დღე მი­ი­ღეთ 10-წუ­თი­ა­ნი თბი­ლი მა­რი­ლი­ა­ნი აბა­ზა­ნა, ეს ტა­ვი­დან აგა­რი­დებთ ან­თე­ბას და შე­გიმ­ცი­რებთ და­ნარ­ჩენ სიმ­პტო­მებს. წყალ­ში ჩა­უშ­ვით სხე­უ­ლის ქვე­და ნა­წი­ლი. იჯე­ქით მა­ნამ, სა­ნამ შვე­ბას არ იგ­რძნობთ.
არ და­ი­ვიწ­ყოთ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა. პრე­პა­რა­ტე­ბი უნ­და შე­ი­ცავ­დნენ ისეთ ინ­გრე­დი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც დის­კომ­ფორ­ტის­გან და­გი­ცა­ვენ. თა­ვი შე­ი­კა­ვეთ კორ­ტი­ზო­ნის შემ­ცვე­ლი წამ­ლე­ბით ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის­გან, ის ამ­ცი­რებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და ან­თე­ბას, მაგ­რამ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა დი­დი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. პრე­პა­რა­ტი H _ ბუ­ა­სი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­ლა­მო _ შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ დღე­ში სამ-ხუთ­ჯერ, გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ძი­ლის წინ და დე­ფე­კა­ცი­ის შემ­დეგ.
სცა­დეთ სტე­რო­ი­დე­ბი. კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დუ­ლი მა­ლა­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ექი­მის რე­ცეპ­ტით იყი­დე­ბა, ამ­ცი­რებს ან­თე­ბით პრო­ცესს. მა­ლა­მო დღე­ში ორ-ოთ­ხჯერ წა­ის­ვით მტკი­ვან ად­გილ­ზე. წამ­ლის მოქ­მე­დე­ბა ორი-სა­მი დღე გრძელ­დე­ბა. გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფ­რთხი­ლე: კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბი ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბი­სას ადუ­ნე­ბენ ქსო­ვილს.
გა­მო­აც­ხა­დეთ შეს­ვე­ნე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნეთ ან და­ის­ვე­ნეთ. დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მა ან ფეხ­ზე დგო­მა ბუ­ა­სილს გა­ამ­წვა­ვებს.

ბუ­ა­სი­ლის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა

კარ­გი ამ­ბა­ვი ბუ­ა­სილ­თან და­კავ­ში­რე­ბით: აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ბუ­ა­სი­ლი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გახ­დეს. ის შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ. აი ორი ახა­ლი სტრა­ტე­გია: მი­ი­ღეთ უჯ­რე­დი­სი და თა­ვი აა­რი­დეთ და­ძა­ბუ­ლო­ბას.
საკ­ვე­ბად რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი უჯ­რე­დი­სი გა­მო­ი­ყე­ნეთ. მა­გა­რი ფე­კა­ლი­ე­ბი არ მოძ­რა­ობს. სწო­რედ ამი­ტომ უჯ­რე­დი­სი კვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ის არ­ბი­ლებს ფე­კა­ლურ მა­სებს და გა­სას­ვლე­ლის­კენ მი­ე­რე­კე­ბა, ასე­თე­ბია: ქა­ტო, უმი ბოს­ტნე­უ­ლი და ხი­ლი
გინ­დათ წა­ი­კით­ხოთ _ წა­დით ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ტუ­ა­ლეტ­ში ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის ად­გი­ლი არ არის. უნი­ტაზ­ზე ხუთ წუთ­ზე მეტ ხანს ჯდო­მა ძა­ლი­ან დიდ და­ძა­ბუ­ლო­ბას ქმნის ანა­ლუ­რი ხვრე­ლის სის­ხლძარ­ღვებ­ში. ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა უნ­და იცო­დეს, რა შე­დე­გი მოყ­ვე­ბა ტუ­ა­ლეტ­ში წიგ­ნე­ბის კით­ხვას.

რო­დის უნ­და წახ­ვი­დეთ ექიმ­თან

რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ა­სი­ლი ექიმს უნ­და აჩ­ვე­ნოთ. ეს არის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და სის­ხლდე­ნა. ექი­მი ად­ვი­ლად აგა­ცი­ლებთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას ერთ-ერ­თი ქვე­მოთ აღ­წე­რი­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით.
აირ­ჩი­ეთ ელექ­ტრუ­ლი დე­ნის მე­თო­დი. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ბუ­ა­სი­ლის მო­შო­რე­ბა­ზე, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მი­სი მო­შო­რე­ბაა. არ­სე­ბობს მე­თო­დი, რომ­ლის თა­ნახ­მად ელექ­ტრულ დენს სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექ­ტრო­დის დახ­მა­რე­ბით ბუ­ა­სი­ლის ძირ­ში მი­მარ­თა­ვენ. ამ მე­თო­დის ეფექ­ტუ­რო­ბა 97%-ია. ეს მე­თო­დი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, არ ტო­ვებს კვალს და ორ-სამ ეტა­პად ტარ­დე­ბა.
ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი მა­შინ­ვე სახ­ლში ბრუნ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ არ­სე­ბობს რე­ცი­დი­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა. ერთ-ერ­თმა გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ცი­დი­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა 15%-ით გა­ი­ზარ­და.
სცა­დეთ ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბი. ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ინ­ფრა­წი­თე­ლი კო­ა­გუ­ლა­ტო­რი ეწო­დე­ბა. ეს ინ­სტრუ­მენ­ტი იყე­ნებს ინ­ფრა­წი­ტელ სხი­ვებს, რა­თა შე­უწ­ყვი­ტოს სის­ხლმო­მა­რა­დე­ბა ბუ­ა­სილს. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად კვა­ლი არ რჩე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ერ­თი კვი­რა საკ­მა­რი­სია სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის. უფ­რო რთულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ჭი­როა ორი ან სა­მი მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა.
გა­და­იხ­ვი­ეთ ბუ­ა­სი­ლი. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ა­სილს ,,იხ­ვე­ვენ~ ელას­ტი­კით. სა­ჭი­როა შვი­დი-ათი დღე, რომ ბუ­ა­სი­ლი ,,და­პა­ტა­რავ­დეს~ და ,,უკან და­ი­ხი­ოს~. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ნამ, სა­ნამ ბუ­ა­სი­ლი აღარ შე­გა­წუ­ხებთ.
თუ არა­ფერ­მა გიშ­ვე­ლათ, მი­მარ­თეთ ქი­რურგს. ქი­რურ­გია ,,ფეხ­ზე და­გა­ყე­ნებთ~. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პრო­ცე­დუ­რა მტკივ­ნე­უ­ლია და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას 10-14 დღე სჭირ­დე­ბა, ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი­ცაა.

ტეგები: ბუ­ა­სი­ლი




პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.