Narkozi.com » დაავადებები » ფაღარათი

ფაღარათი

  ავტორი: Basher | თარიღი: 8 January 2009  | ნანახია: 100199 

ფაღარათიფა­ღა­რა­თი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ორ­გა­ნიზ­მის მოთ­ხოვ­ნით გა­იწ­მინ­დოს შლა­კე­ბის­გან. შე­საძ­ლოა, ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს გამ­ცნოთ, რომ თქვენ ისე­თი რამ ჭა­მეთ ან და­ლი­ეთ, რაც არ უნ­და მი­გერ­თვათ. ფა­ღა­რა­თი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნაწ­ლა­ვე­ბის ან­თე­ბის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა.
ეჭ­ვებ­მა რომ არ დაგ­ტან­ჯოთ, ფა­ღა­რა­თის დროს მი­მარ­თეთ ექიმს. ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და მი­მარ­თოთ, თუ სამ დღე­ზე მეტ ხანს ფა­ღა­რათს ახ­ლავს მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, სის­ხლი გა­ნა­ვალ­ში, ღე­ბი­ნე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ფა­ღა­რა­თი ორ-სამ დღე­ში გა­გივ­ლით. აი, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რო­გორ უნ­და უშ­ვე­ლოთ თავს ფა­ღა­რა­თის დროს და რო­გორ უნ­და აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან იგი.

სძლი­ეთ ფა­ღა­რათს

ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა, კარ­გად მოქ­მე­დე­ბენ. მაგ­რამ მა­თი რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დონ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტზე, ან და­ფა­როს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი. ხში­რი ფა­ღა­რა­თი მო­ით­ხოვს ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას. აი მკურ­ნა­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა.
თქვენ უნ­და ჩა­ა­ტა­როთ პე­რო­ლა­რუ­ლი რე­ჰიდ­რა­ტა­ცია. გარ­და სით­ხის და­კარ­გვი­სა ფა­ღა­რა­თის დროს ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ი­დევ­ნე­ბა ისე­თი სა­სი­ცოც­ხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნე­რა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ნატ­რი­უ­მი და კალ­ცი­უ­მი. პე­რო­ლა­რუ­ლი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის მე­თოდ­მა მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში ათა­სო­ბით ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მოშ­ლი­ლო­ბით იტან­ჯე­ბოდ­ნენ და, რა­ღა თქმა უნ­და, გიშ­ვე­ლით თქვენც. ,,რე­ჰიდ­რა­ტა­ცია (წყლის და­ნა­კარ­გე­ბის კომ­პენ­სა­ცია) ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტკბი­ლი წყლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­შიც უნ­და და­ა­მა­ტოთ 50 გრ. მა­რი­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფა­ღა­რა­თით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქი­მი­უ­რი დის­ბა­ლან­სის კომ­პენ­სი­რე­ბის­თვის~ _ ამ­ბობს ბალ­ტო­მო­რის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მე­ი­ე­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, თე­ო­დორ ბე­ი­ლე­სი. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი სას­მე­ლი, რო­მელ­საც სპორ­ტსმე­ნე­ბი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის­თვის იყე­ნე­ბენ. იმ­დე­ნი სით­ხე უნ­და მი­ი­ღოთ, რომ სამ სა­ათ­ში ერ­თხელ მო­შარ­დვა შეძ­ლოთ. თქვე­ნი შარ­დი ღია ფე­რის უნ­და გახ­დეს. და­ი­მახ­სოვ­რეთ: პე­რო­ლა­რუ­ლი რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის მე­თო­დი მით უფ­რო სა­ჭი­როა, რაც უფ­რო მეტ­ჯერ გა­დი­ხართ კუჭ­ში.
გა­და­ხე­დეთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას უჯ­რე­დი­სის შემ­ცველ პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა უჯ­რე­დი­სით მდი­და­რი რა­ცი­ო­ნი თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტზე, ზოგ­ჯერ ასე­თი საკ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნაწ­ლა­ვე­ბის ჭვლის ან ფა­ღა­რა­თის მი­ზე­ზი. თუ ფიქ­რობთ, რომ სწო­რედ უჯ­რე­დი­სია თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბე­ბის მი­ზე­ზი, ერ­თი-ორი დღით თა­ვი შე­ი­კა­ვეთ ასე­თი საკ­ვე­ბის­გან. ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა თევ­ზი.
მი­ირ­თვით ბა­ნა­ნი. ბა­ნა­ნი აჩე­რებს ფა­ღა­რათს. ასე­ვე შე­ი­ცავს კა­ლი­უმს - ელე­მენტს, რო­მე­ლიც ფა­ღა­რა­თის დროს ორ­გა­ნიზ­მი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.
მი­ი­ღეთ პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აად­ვი­ლე­ბენ წყლის შე­წო­ვას ნაწ­ლა­ვებ­ში. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ფა­ღა­რა­თი ორ კვი­რა­ზე მეტ ხანს არ გრძელ­დე­ბა. მაგ­რამ რა­ტომ უნ­და და­ვუშ­ვათ მი­სი გან­მე­ო­რე­ბა? კუჭ-ნაწ­ლა­ვის მოშ­ლი­ლო­ბის სიმ­პტო­მებს ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ახ­შობს ლო­პე­რა­მი­დის (იმო­დი­უ­მი) შემ­ცვე­ლი წამ­ლე­ბი. იმო­დი­უმს გა­აჩ­ნია არა მარ­ტო სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბა, არა­მედ აუმ­ჯო­ბე­სებს ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში.
გა­მოს­ცა­დეთ პეპ­ტო-ბის­მო­ლი. ბის­მუ­ტის პრე­პა­რა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად პეპ­ტო-ბის­მო­ლი, ამ­ცი­რებს ჭვალს და ასუს­ტებს ფა­ღა­რა­თის სიმ­პტო­მა­ტი­კას. პეპ­ტო-ბის­მო­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს.

შე­ა­ჩე­რეთ ფა­ღა­რა­თი მის დაწ­ყე­ბამ­დე

რო­დე­საც ფა­ღა­რა­თი და­გეწ­ყოთ, არ უნ­და მი­ი­ღოთ ისე­თი სა­ხე, ტით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა _ ეს სა­ში­შია. აი რამ­დენ­მე რჩე­ვა, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებს თქვენს კუჭ-ნაწ­ლავს ნორ­მა­ლუ­რად იმუ­შა­ოს.
,,არა!~ ლუდს და წი­თელ ღვი­ნოს. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა პრობ­ლე­მა, რო­დე­საც ეს ორი სას­მე­ლი ,,თავ­ში აუ­ვარ­დე­ბა~! თუ თქვენ ფა­ღა­რა­თის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა გაქვთ, ამ ორი სას­მე­ლის მოხ­მა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სულ და­გა­კარ­გვი­ნოთ თა­ვი. ორი­ვე სას­მელს სა­ფა­ღა­რა­თო მოქ­მე­დე­ბა აქვს. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ ფა­ღა­რა­თის მი­ზე­ზი, თუ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღებთ.
მო­უ­ძებ­ნეთ შემ­ცვლე­ლი ჩა­ის და ყა­ვას. კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი აღ­მოჩ­ნდეს. ყა­ვა და ჩაი აჩ­ქა­რე­ბენ ნაწ­ლა­ვებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, თქვენ კი პი­რი­ქით, მა­თი შე­ჩე­რე­ბა გჭირ­დე­ბათ.
არ ჭა­მოთ სორ­ბი­ტი. ,,სორ­ბიტს ყვე­ლა ად­ვი­ლად ვერ ამუ­შა­ვებს, _ ფიქ­რობს ექი­მი ბე­ი­ლე­სი, _ და ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­ღა­რა­თი და გა­ზე­ბის დაგ­რო­ვე­ბა~. სორ­ბი­ტი _ ტკბი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ შა­ქარ­ყი­ნუ­ლის, სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის და პიტ­ნის ზო­გი­ერთ სა­ხე­ო­ბებ­ში. მაშ ასე, თუ სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, უა­რი თქვით მას­ზე. ზო­გი­ერღ ადა­მი­ანს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბა ვაშ­ლის და მსხლის წვე­ნებ­თან და­კა­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­ი­ცავს სორ­ბიტს. (დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა უნ­და იცო­დე­ნენ, რომ სორ­ბი­ტი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტუ­რი საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად).
სორ­ბი­ტის გარ­და არ­სე­ბობს კი­დევ მა­ნი­ტო­ლი და ფრუქ­ტო­ზა, რომ­ლებ­მაც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ დი­ა­რეა (ფა­ღა­რა­თი).
შე­უ­რეთ­დით სი­სუფ­თა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს. ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ფა­ღა­რათს იწ­ვევს, სე­იძ­ლე­ბა აი­კი­დოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლეტ­ში. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვი აა­რი­დეთ ასეთ ად­გი­ლებს. თუ ეს ვერ მო­ახ­რხეთ, კარ­გად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი.
სახ­ლში ხში­რად გა­ა­სუფ­თა­ვეთ უნი­ტა­ზე­ბი, თუ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევრს ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია აქვს.
წა­ვი­დეთ ლაშ­ქრობ­ში? თუ სახ­ლში ჯდო­მის მოყ­ვა­რუ­ლი არ ხართ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი. სა­ნამ წყა­რო­დან და­ლევთ, დარ­წმუნ­დით, რომ ის სუფ­თაა. რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ, რომ ფა­ღა­რა­თის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ბი ორ­გა­ნიზ­მში არ მოხ­ვდეს? ერთ წუთ­ზე მეტ ხანს ადუ­ღეთ წყა­ლი ან მი­ი­ღეთ იო­დი­ნის აბი.
მო­ე­რი­დეთ ძაღლს. კა­ტა და ძაღ­ლი სახ­ლში დი­დი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნია. მაგ­რამ თუ თქვენ­თვის მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბი ში­ნა­ურ ცხო­ველს აღ­მო­უ­ჩი­ნეთ, ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფექ­ცია. აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი კა­ტას­თან ან ძაღ­ლთან თა­მა­შის შემ­დეგ. გა­იხ­სე­ნეთ, ბავ­შვო­ბა­ში დე­და გაფ­რთხი­ლებ­დათ: კა­ტამ ან ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­გი­ტა­ნოთ. ში­ნა­ურ ცხო­ველ­თან თა­მა­შის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი.
შეწ­ყვი­ტეთ ან­ტა­ცი­დე­ბის მი­ღე­ბა. ან­ტა­ცი­დე­ბი _ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, რო­მელ­ბიც ამ­ცი­რე­ბენ კუ­ჭის წვე­ნის მჟა­ვი­ა­ნო­ბას. თუ მოხ­და ისე, რომ თქვე­ნი ან­ტა­ცი­დუ­რი წამ­ლის ერთ-ერ­თი ინ­გრე­დი­ენ­ტია მაგ­ნე­ზი­ის რძე (სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბა), არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ ტუ­ა­ლეტ­ში სი­ა­რულს მო­უხ­ში­რებთ. (ჩვენს აფ­თი­ა­ქებ­ში ის შე­იძ­ლე­ბა იყოს დამ­წვა­რი მაგ­ნე­ზი­ის სა­ხე­ლით) წა­ი­კით­ხეთ ეტი­კეტ­ზე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და არ მი­ი­ღოთ სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ იწ­ყე­ბა და ექ­ვსი სა­ა­თი გრძელ­დე­ბა.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.