Narkozi.com » ორსულთა კლუბი » იოგა ორსულთათვის

იოგა ორსულთათვის

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 93835 

იოგა ორსულთათვისიოგა ეხმარება ორსულ ქალებს ამტანობის, ძალების და მოქნილობის გაძლიერებაში და ამასთანავე მოდუნებაში. მისი დადებითი ზემოქმედება აისახება არა მხოლოდ დედების, არამედ ბავშვების ჯანმრთელობაზეც. იოგა ორსულთათვის ახლახანს ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე არსებობს სპეციალური ვარჯიშები და ასანები მომავალი დედებისათვის.

იოგა აიოლებს მშობიარობას და აძლიერებს ნაყოფის ჯანმრთელობას დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მიყევით ქვემოთ მოცენულ ინსტრუქციებს, შეასრულეთ იოლი ვარჯიშები და ისიამოვნეთ ორსულობის მშვიდი, უსაფრთხო მიმდინარეობით.
ჩვეულებრივი ადამიანისათვის – შესანიშნავი დამხმარეა: აქვეითებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე კუნთებს, სახსრებს, ავითარებს და ინარჩუნებს მოქნილობას. სუნთქვის ტექნიკა წმენდს ორგანიზმს, გამოყავს შლაკები და ტოქსინები ოფლის, ღვიძლისა და თირკმელების დახმარებით. ვისაც ხანგრძლივი დეპრესია აწუხებს, მიგრენის შეტევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – იოგის მეშვეობით არა მხოლოდ იმსუბუქებს მდგომარეობას, არამედ იწყებს ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
ორსულთა იოგის თავისებურებანი

ორსულთა იოგა ეხმარება ქალებს ყურადღება მიაქციონ მიმდინარე ცვლილებებს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს. გამიკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალები, რომლებმაც ფიზიკური დატვირთვის ფორმად იოგა აირჩიეს, თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, ადვილად იტანენ წონის მომატებას და სწრაფად იბრუნებენ ფორმას. მათი მშობიარობა იოლად მიმდინარეობს, ხოლო დაბადებული ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ორსულთა იოგა შეიცავს ორ მნიშვნელოვან ცომპონენტს – დატვირთვას და მოდუნებას, ამასთან, ორგანიზმისათვის ოპტიმალური რაოდენობით. იოგას პოზები დაგეხმარებათ მიაღწიოთ გონების, სხეულისა და სულის ჰარმონიას.
რითი ეხმარება იოგა მომავალ დედას?

თუ იოგას სწორად შემუშავებული ვარჯიშები სრულდება სწორად და ფრხილად, ორსული საგრძნობ სიკეთეს იგრძნობს არა მარტო ორსულობისა და მშობიარობის დროს, არამედ შემდეგაც.

ორსულთა იოგა შეიცავს თავის თავში დაჭიმვას, რომელიც ავარჯიშებს კუნთებს. ეს არა მარტო ამზადებს ორსულობისათვის, არამედ უჭირავს კუნთები ტონუსში და ხელს უწყობს ჟანგბადის ნაკადის მიწოდებას მათთვის;
მუკხა დაიტი, ღრმად სუნთქვის ტექნიკა, აძლიერებს ამტანობას ძალიან სასარგებლოა ჭინთვებისათვის მოსამზადებლად.
სუნთქვის ტექნიკის ათვისებისას, თქვენ აღმოაჩენთ საკუთარ თავში სრული მკერდით სუნთქვის შესაძლებლობას – ღრმას, მშვიდს, დაძაბულობის გარეშე, ზუსტად ასეთი სუნთქვა დაგეხმარებათ არა მხოლოდ მშობიარობის წინ და მის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესის დროსაც. დაწყებული ჭინთვები და ძლიერი ტკივილი იწვევენ ძლიერ ფიზიკურ და ნერვულ დაძაბულობას. თანაბარი სუნთქვა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იმოქმედოთ სწორად.
იოგა ნიდრა, ანუ იოგური ძილი წარმოადგენს პოზაში ჯდომას, რომელსაც ქვია სავასანა, სწორად დაცული რეკომენდაციები და პროცესზე ყურადრების მიტანა გაგრძნობინებთ სრულ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მოდუნებას.
მუდრები – სპეციალური ჟესტები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს, განსაკუთრებით დადებითად მოქმედებენ ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე.
პოზები ორსულთათვის, რომლებიც ჩაჯდომას მოიცავს, ხელს უწყობენ საშოს კედლების გამაგრებას და გახსნას ბავშვის გაჩენის წინ. კუნთებისა და სახსრების დაჭიმვა, შინაგანი ორგანოების მასაჟი და ტოქსინების გამოდევნა – ეს მხოლოდ მწირი სიაა იმ სასარგებლო გვერდითი მოვლენებისა, რომლებსაც მსგავსი ვარჯიშები იწვევს. არასასურველი ტოქსინები იდევნებიან მთელი ორგანიზმიდან, რაც მის ენერგიულობასა და სხვადასხვა ორგანოების უკეთესად მუშაობას უწყობს ხელს.
იოგა ხსნის ბეჭების ტკივილს, მეტისმეტ დატვირთვას ფეხებზე და შეშუპებას, რომელიც ხშირად აწუხებთ ორსულ ქალებს უკანასკნელ ტრიმესტრში. შედეგად მოძრაობა მსუბუქი ხდება.
იოგა აკონტროლებს წონის ფაქტორს.
ჩამოკიდებული მუცლის, სტრიების და ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
იოგას რეგულარული ვარჯიშები აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობას – როგორც დედის, ასევე შვილის.
სპეციალური პოზები ორსულთათვის, ისეთები, როგორიცაა მარიარასანა, ნამასკარასანა, სულაბ უტკატასანა და სხვა, დაგეხმარებათ, რომ მშობიარობა იყოს ბუნებრივი, მსუბუქი და უსაფრთხო.
რეგულარული იოგა მომავალ დედას დაეხმარება შეინარჩუნოს ნათელი გონება, ყურადღება, კარგი მახსოვრობა და კონტროლი ნეგატიურ ემოციებზე. იგი საკუთარ თავში გაგრძნობინებთ აქამდე უცნობ ძალას.
ასანები ორსულთათვის

როგორც ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, იოგაც სიფრთხილეს მოითხოვს, ორსულმა ქალმა, საერთო რეკომენდაციების გარდა საკუთარ შეგრძნებებსაც უნდა მოუსმინოს. შეასრულეთ მხოლოდ ის პოზები, რომლებიც მოსახერხებელია თქვენთვის და დადებითად მოქმედებს თქვენზე. თავი აარიდეთ ამობრუნებულ პოზებს და ისეთებს, რომლებიც მოითხოვენ ზეწოლას მუცელზე. ოთახის ტემპერატურა და წყლის საკმარისი რაოდენობის გამოყენება ვარჯიშის დაწყებამდე, მის დროს და ვარჯიშის შემდეგ, პროცესს ნამდვილად სასიამოვნოს გახდის. ორსულობის მეოთხე თვეში ნუ შეასრულებთ ვარჯიშებს, რომლებიც ზურგზე წოლას მოითხოვენ. თუ პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან იოგას ვარჯიშების შესახებ. შესაძლოა არ დაგჭირდეთ ვარჯიშებზე უარის თქმა, მაგრამ გაჩნდეს სხვა შეზღუდვები.

შეგიძლიათ ესტუმროთ როგორც ორსულთა იოგის სპეციალურ კლასს და ივარჯიშოთ გამოცდილი ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ, ასევე წიგნის ან ვიდეო კურსის მეშვეობით, რომელთა პოვნაც მაღაზიაში ან ინტერნეტში შეგიძლიათ.

უტანსანი ანუ ჩაჯდომები (ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას და მას მსუბუქს და კომფორტულს ხდის):
გაშალეთ იატაკზე სპეციალური ქვეშაგი ან საბანი, დადექით მასზე ორივე ფეხით;
გაშალეთ ფეხები ისე, რომ ტერფებს შორის მანძილი იყოს ერთი მეტრი ან ოდნავ ნაკლები;
ფეხის წვერები განზე უნდა იყოს გაწეული, ხოლო ქუსლები შიგნით;
ხელები წელზე შემოიწყვეთ, დიდი თითები ქვევით უნდა იყურებოდნენ;
ნელ-ნელა ჩაიკუზეთ დუნდულებით ქვემოთ;
მთელი ტერფი იატაკზე უნდა იყოს;
გაჩერდით ამ პოზაში რამდენიმე წამით;
გაიმეორეთ ვარჯიში 15 – 20-ჯერ, კომფორტის დონის შესაბამისად.

ბადა კონასანა ანუ პეპელა (საშოს ეხმარება გახსნაში, ამზადებს მენჯებს ბავშვის დაბადებისათვის, ასტიმულირებს რეპროდიქტიულ სისტემას, სასარგებლოა ბავშვისათვის):
გაშალეთ იატაკზე სპეციალური ქვეშაგი ან საბანი;
დაჯექით იატაკზე, გასწორდით ბეჭებში და მიეყუდეთ კედელს. ფეხები გეჭიროთ წინ;
მუხლები ისე მოხარეთ, რომ ფეხის გულები შეატყუპოთ;
ფეხები რომ არ გეტკინოთ, ამოიდეთ კოჭების ქვეშ ბალიშები ან დახვეული პირსახოცი;
დარჩით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით;
დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, როგორც კი დაძაბულობასა და დისკომფორტს იგრძნობთ;
გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

იოგი - 3 April 2010 10:41 #


მოგესალმებით.
ძალიან კარგი სტატიაა, მაგრამ ორსულობისას უტტანასანას შესრულება არ შეიძლება.

უბრალოდ შეასწორედ და უტტანასანას მაგივრად უტკატასანა ჩაწერეთ.

პატივისცემით
იოგას ინსტრუქტორი
გიორგი ბერძენიშვილი

   




Information

Members of სტუმარი cannot leave comments.