Narkozi.com » ორსულთა კლუბი » მე-9-ე კვირა

მე-9-ე კვირა

  ავტორი: LiZa | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 91149 

ქალი

ამ კვირაში შესაძლებელია ისევ შენარჩუნდეს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ზოგჯერ - თავბრუსხვევაც კი იჩენს თავს. რას იზამთ, ორსულობა - მძიმე სამუშაოა.
დააკვირდით თქვენს მკერდს: თუ კანქვეშა ვენები ადვილად შესამჩნევი გახდა (ცისფერი ბადის სახით), ე.ი. თქვენი სისხლძარღვების კედლებს აქვთ მიდრეკილება გაფართოებისაკენ (ჩვეულებრივ ეს პრობლემა დღის წესრიგში უფრო გვიან ვადებზე დგება).
სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით - მიიღეთ ზომები ვენების გაფართოების საწინააღმდეგოდ: შეარჩიეთ აზღუდი, რომელიც კარგად დაიჭერს მკერდს; თავი შეიკავეთ სიმძიმეების აწევისაგან, ზედმეტად ნუ დაჭიმავთ მუცლის პრესის კუნთებს; თქვენთვის არ არის სასურველი დიდხანს დგომა ან ჯდომა, უკეთესია ცოტა გაისეირნოთ ხოლმე; მაგრამ თუ მაინც გიწევთ ხანგრძლივად ჯდომა ან წოლა, ეცადეთ ფეხები შემაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ; მოითათბირეთ ექიმთან სპეციალური ელასტიური კოლგოტების ტარების შესაძლებლობაზე.
ეს ღონისძიებები აუმჯობესებენ ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად - განტვირთავენ კანქვეშა ვენებს. გახსოვდეთ ისიც, რომ C და P ვიტამინები ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და ამით ხელს უშლიან მათ ზედმეტ გაფართოებას.
გადახედეთ პირველი კვირის რეკომენდაციებსაც.

მომავალი ბავშვი

მე-9-ე კვირა


მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება - ამ კვირაში ყალიბდება ნათხემი (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინაციას). გრძელდება თირკმელზედა ჯირკვლის ფორმირება. ახლა მისი ის ნაწილი ყალიბდება, რომელიც მომავალში გამოიმუშავებს ყველასათვის კარგად ნაცნობ ჰორომონს - ადრენალინს.
უკვე შესაძლებელია თქვენი შვილის სახის გარჩევა. ნიკაპი ჯერ კიდევ მკერდთან აქვს მიტანილი. აქტიურად ფორმირდება კიდურები: მიმდინარეობს ძვლების გამაგრება, ისახება სახსრები, ხელისა და ფეხის თითები.
ამ კვირაში შეიძლება ბავშვმა პირველი მოძრაობები გააკეთოს!
ნაყოფი კიდევ გაიზარდა - მისი სიგრძე თავიდან კუდუსუნამდე დაახლოებით 13 -15 მმ-ია.
წონა მიახლოებით 1 გრამი. გილოცავთ - ეს თქვენი მემკვიდრის მასის პირველი გრამია!

ტეგები:




პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.