Narkozi.com » დაავადებები » შიდსი – მსოფლიო პრობლემა

შიდსი – მსოფლიო პრობლემა

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 86079 

შიდსი – მსოფლიო პრობლემაშიდსი არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც:
შინაგანი, გარემოდან შეჭრილი, მიღებული, არა მემკვიდრულად გადაცემული.
ი-იმუნო, ზიანდებაიმუნური სისტემა.
დ-დეფიციტი, უკმარისობა ან არარსებობა.
ს-სინდრომი, სხვადასხვა სიპტომების (კლინიკური ნიშნების) დერთობლიობა.

შიდსი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი “აივ”. იგი აზიანებს ადამიანის უიმუნურ სისტემას, ორგანიზმს აღარ აქვს ინფექციების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. შიდსით დაავადებული ადამიანები იღუპებიან სხვადასხვა ინფექციებით, რომლებიც სასიკვდილო არ არის ჯამრთელი ადამიანებისათვის.

რა არის “აივ”-ი?

აივ-ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი, საშიში მიკროორგანიზმია, რადგან ის თანდათანობით აზიანებს და საბოლოოდ ანადგურებს იმ ადამიანის იმუნურ სისტემას, რომლის სხეულშიც შეიჭრება. ეს პროცესი 3-7 წელიწადს გრძელდება. იმუნური სისტემა იმდენად ზიანდება, რომ ორგანიზმი თავს ვეღარ იცავს სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებებისაგან. საბოლოოდ იმუნური სისტემა სულ დაიშლება, გაქრება.

დავიმახსოვროთ!- აივ-ის ორგანიზმში მოხვედრიდან შეიძლება 3-7 წელი გავიდეს სანამ განვითარდება შიდსი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი სრულიად ჯამრთელად გამოიყურება, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ის აივ-ის მატარებელია (ინფიცირებულია) და შეიძლება ვირუსი სხვასაც გადასდოს, დააინფიციროს.

ვირუსი აღმოჩენილია ადამიანის ყველა ბიოლოგიურ სითხეში, თუმცა განსაკუთრებულად კონცენტრირებულია.

-სისხლში
-სასქესო სითხეებში
-თავზურგტვინის სითხეში
-დედის რძეში
-ამიტომაც ეს ბიოლოგიური სითხეები განსაკუთრებულად საშიშია აივ-ის გადაცემის თვალსაზრისით.

აივ-I გადადის ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმიდან ჯამრთელი ადამიანის ორგანიზმში გარკვეული გზებით:
-არასტერილური შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით.
-ინფიცირებული სისხლის ან მისი ცანკეული კომპონენტების გადსხმით, ორგანოების გადანერგვის დროს (ამ შემთხვევებში ინფიცირების რისკი 100%-ია).
-სქესობრივი კონტაქტით
-აივ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე (მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

აივ-ოი არ გადაეცემა: ჰაერწვეთოვანი გზით ან ნერწყვით; საუბრის დროს; ხველებით;
დაცემინებით; კოცნით; ყოველდღიური კონტაქტით; ხელის ჩამორთმევით; მოხვევით;
ინფიცირებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლის ან თეთრეულის გამოყენებით;
საერთო აბაზანის და საპირფარეშოს გამოყენებით.
ფრთხილად უნდა ვიყოთ; სტომატოლოგთნ ვიზიტის დროს, საავადმყოფოში მკურნალობისას, სქესობრივი კავშირის დროს.

აივ-I ყველაზე ჭკვიან ვირუსად არის წოდებული, რადგან მას მუტაციის (გარდასახვის) უნარი აქვს როდესაც ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება, მისი აღმოჩენა შესაძლებელია 4-8 კვირის შემდეგ ამ პერიოდს “ფანჯარა პერიოდი” ეწოდება. ეს არის შუალედი როცა ლაბორატორიული ანალიზი ვერ ახერხებს ვირუსის აღმოჩენას სისხლში, რადგან ტესტი ტარდება არა თვით ვირუსზე, არამედ ანტისხეულებზე, რომლებიც ვირუსის შეჭრისას გამოიყოფიან. “ფანჯარა პერიოდის” განმავლობაში ადამიანი არის ვირუსის მატარებელი და შეუძლია დაავადოს სხვაც.

ვირუსის შეჭრისას ორგანიზმი რეაგირებს:

ჯერ-ინფიცირება-ვითარდება ზოგირთი შედარებით უმნიშვნელო სიპტომი, შეიძლება ადამიანს სიცხემ აუწიოს, ფაღარათი დაეწყოს, დაავადდეს ანგინით ან გაუდიდდეს ლიმფური ჯირკვლები და ეს სიპტომები შეიძლება ყველა ადამიანს არც განუვითარდეს. თუ განუვითარდა, ამას ყურადღებასაც არ მივაქცევთ, რადგან ეს სიპტომები მალევე ქრება, ვირუსი კი ორგანიზმში რჩება.
შემდეგ- უსიმპტომო პერიოდი თვეების და წლების მანძილზე. ამ სტადიაზე ადამიანი ითვლება ჩვეულებრივ აივ-ის მატარებლად. აივ-ით ინფიცირების მომენტიდან შიდსის დადგომამდე შეიძლება გავიდეს რამდენიმე წელი. ეს ვადა განსხვავდება სხვადასხვა ადამიანების შემთხვევაში და იგი დამოკიდებულია:

ა)რა გზით მოხვდა ორგანიზმში ვირუსი,
ბ)იმუნური სისტემის მდგომარეობაზე,
გ)ვირუსის სახეობაზე,
დ)ინფიცირებულის ცხოვრების წესზე.

შემდეგ-მანიფესტირდება გარკვეული დაავადება და ისმება დიაგნოზი შიდსი. შიდსით დაავადება ნიშნავს ორგანიზმის პროგრესირებად დასუსტებას. სიკვდილს იწვევს ის ავადმყოფობა, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება იყოს:

. პნევმონიის (ფილტვის სხვადასხვა ინფექციის ) ფორმები;
.ტუბერკულოზი;
.ქრონიკული დიარეა, წონის დაკარგვა;
.სოკოვანი ინფექციის სხვადასხვა ფორმები;
.ჰერპესი, გენიტალური წყლულები;
.კიბოს ფორმები, განსაკუთრებით კანის კიბო;
.ვირუსული ინფექცია, რომელიც იქცევს მხედველობის დაკარგვას;
.ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ტვინს;
.გონებრივი აშლილობები;
.სხვა სიპტომები.

სწორედ ამ ვირუსმა გამოიწვია მსოფლიოში სერიოზული ეპიდემია რომელსაც მე-20 საუკუნის შავ ჭირსაც უწოდებენ. შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ა.შ.შ.-ში 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის ზედიზედ დიაგნოსტირებული იყო მეტად იშვიათი დაავადებების-პნევმოციტური პნევმონიის და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა, ეს დაავადებები ვითარდება მხოლოდ იმუნური სისტემის მკვეთრი დარღვევის პირობებში. 1982 წელს ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაკტიკის ცენტრის მიერ შიდსი ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული, როგორც ახალი დაავადება 1983 წელს შიდსის გამომწვევი ვირუსი –აივ ერთდროულად აღმოაჩინეს საფრანგეთში პასტერის ინსტიტუტში და ა.შ.შ.-ში კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში
საქართველოში აივ/შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1989წელს.


აივ/ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში.

2007 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 1406 შემთხვევა. აქედან 1074 მამაკაცი, 332 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 25-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 593 პაციენტს. 294 გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

60.7%- ნარკოტიკის ინფექციური მომხმარებელია
32.3%-ჰეტეროსექსუალური კონტაქტით
2.8%- ჰომობისექსუალური კონტაქტით
2.0%- ვერტიკალური გზა (დედიდან შვილზე)
1.4%- გადაცემის გზა დაუდგენელია
0.8%- სისხლის გადასხმით


აივ ინფიცირების განაწიკება რეგიონების მიხედვით:

თბილისი(497), სამეგრელო (224), აჭარა ( 220), იმერეთი (176), ქვემოქართლი ( 52), კახეთი (50), აფხაზეთი (43), გურია ( 34), შიდაქართლი (33), ფოთი (27), სამცხეჯავახეთი (26), მცხეთათიანეთი(12), სვანეთი(7), რაჭალეჩხუმი (5), გაურკვეველია (2), უცხოელი(39).



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.