Narkozi.com » დაავადებები » ნევროპათოლოგია » კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება

კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 91018 

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება

ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება («Journal of the American Geriatrics Society» ნოემბრის გამოცემა).
”შემთხვევა-კონტროლი”-ს ტიპის კვლევის მიმდინარეობისას დოქტორი Raymond L. C. Vogels (Saint Lucas-Andreas Hospital, ამსტერდამი) და მისი კოლეგები სწავლობდნენ კოგნიტიური დისფუნქციის სიხშირესა და პატერნებს ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის მქონე ამბულატორიულ ავადმყოფებში და ცდილობდნენ, მოეხდინათ დემოგრაფიული და კლინიკური კორელანტების იდენტიფიკაცია.
კვლევაში ჩართული იყო გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე 62 ამბულატორიული პაციენტი, ასევე 53 ადამიანი საკონტროლო ჯგუფიდან, რომელთაც დადგენილი ქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რომელიც არ იყო გართულებული გულის უკმარისობით (გულის დაავადებების მქონე საკონტროლო ჯგუფი) და 42 ჯანმრთელი სუბიექტი. ნეიროფსიქოლოგიური შეფასება მოიცავდა მენტალური სიჩქარის, შესრულების ფუნქციის, მეხსიერების, ენის და სივრცული მხედველობის ფუნქციის ტესტირებას.
გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა ზოგადი კოგნიტიური პატერნების გაუარესება. დეფიციტი, პირველ რიგში, აღინიშნა შესრულების ფუნქციის, მეხსიერების, ენის, მენტალური სიჩქარის და ყურადღების დომენებში.
მთლიანობაში, გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტების 25% კლასიფიცირებული იყო, როგორც კოგნიტიური დარღვევების მქონე, მაშინ როდესაც ასეთივე დარღვევები აღინიშნა გულის დაავადებების მქონე საკონტროლის ჯგუფის წევრთა 15%-ში, და ჯანმრთელი სუბიექტების 4%-ში.
კოგნიტიური გაუარესების დამოუკიდებელ პრედიქტორებად გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს და გულის დაავადებების მქონე საკონტროლო ჯგუფში იყო ინტელექტის შეფასება, კლასის განსაზღვრა NYHA-ს მიხედვით, ასევე ApoE epsilon-4 ალელის არსებობა.
ავტორების დასკვნით, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ამბულატორიული ავადმყოფების ჯგუფში აღწერილი კოგნიტიური დეფიციტით ”შეიძლება აიხსნას თერაპიისა და და კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამების დაბალი კომპლაენტურობა”.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.