Narkozi.com » Tag cloud » ფიზიკური

როგორ ვისუნთქოთ სწორად

როგორ ვისუნთქოთ სწორადცხვირის ღრუს რთული სისტემა უზრუნველყოფს შესუნთქული ჰაერის მაქსიმალურ დამუშავებას სასუნთქ გზებში მოხვედრამდე. ამოსუნთქვისას ცხვირის ღრუს რეცეპტორული აპარატის მექანიკური გაღიზიანება გავლენას ახდენს სუნთქვისა და სისხლში აირთა რეგულაციაზე. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას სწრაფად იცვლება აირთა შემადგენლობა სისხლში. ცვლილებას განიცდის ჟანგბადის ოდენობის რეგულაციაც. მაგალითად, თუ ჯანმრთელ ბავშვებს სულ ათიოდე წუთით გავუთიშავთ ცხვირით სუნთქვას, მერვე წუთიდან მოყოლებული, სისხლის ჟანგბადით გაჯერება საგრძნობლად შემცირდება; საკმარისია, ბავშვი კვლავ ცხვირით სუნთქვაზე გადაერთოს, რომ შესაბამისი მაჩვენებლები თანდათანობით ნორმას დაუბრუნდება.

დაწვრილებით


შეიძლება თუ არა სამუშაომ გაგვასუქოს?

შეიძლება თუ არა სამუშაომ გაგვასუქოს?მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან (კანადა) დაადგინეს, რომ ყოველდღიური საოფისე სამუშაოს წყალობით მარტო ჩვენს ჯიბე როდი სქელდება. ბოლო 30 წლის მანძილზე ოფისის თანამშრომლებს ბევრად ნაკლები მოძრაობა უწევთ, რითაც ნაწილობრივად აიხსნება ავადობისა და სიმსუქნის შემთხვევების ზრდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
”ჩვენს დროში, 70-იან წლებთან შედარებით, ადამიანები უფრო სწორად იკვებებიან და მეტ დროს უთმობენ სპორტს, ამის მიუხედავად იზრდება ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვი. ეს წინააღმდეგობა შეიძლება აიხსნას თანამედროვე ადამიანების საქმიანობის თავისებურებით”, - ამბობს კვლევის ავტორი Carl-Étienne Juneau.
Carl-Étienne Juneau და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს კანადის სტატისტიკური მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ირიცხებოდა 17 000-დან 132 000-მდე რესპოდენტი. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 1978-დან 2004 წლამდე ჭარბი წონით და სიმსუქნით განპირობებული ავადობის 10%-ით ზრდა დაკავშირებულია სამსახურის დროს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს უფრო გონივრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ტრანსპორტის მიმართ. ”ურბანიზაცია იწვევს იმას, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული მანქანაზე. ამავე დროს, ისინი ხშირად ამჯობინებენ ფეხით სიარულს ან ველოსიპედით გადაადგილებას”, ამბობს Juneau.
მკვლევარები თვლიან, რომ უნდა ვებრძოლოთ მჯდომარე ცხოვრების წესს, შევიცვალოთ სპორტთან, სამუშაოსთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ჩვევები. ბევრად უფრო ეფექტურია, ჩავრთოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე დავიწყოთ ინტენსიური, სპორტული ვარჯიში, რომელსაც ექმნება არარეგულარული ხასიათი. მაგ. კარგია შესვენების დროს ფეხით გასეირნება ან კიბეებზე ლიფტის გარეშე, ფეხით ასვლა.

დაწვრილებით


ძვლების გასამაგრებლად ივარჯიშეთ

თითქმის ყველა ექიმი თანხმდება, რომ ფიზიკური ვარჯიში ძვლებისთვის სასარგბელოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში, ეს იმას ნიშნავს, რომ განავითარებთ თქვენს ძვალს იმდენად, რამდენადაც ეს თქვენს ორგანიზმს შეუძლია, ამბობს ორაგონის უნივერსიტეტის ფიზიკური კულტურის განყოფილების ადიუტანტ-პროფესორი და ფიზიოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ქრისტინ სნოუ-ჰარტერი. რაც უფ­რო დიდი და მაგარია თქვენი ძვლები, მით უკეთ იგრძნობთ თავს ხანდაზმულ ასაკში. ოცდაათი წლის შემდეგ ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძვლების გაიშვიათე­ბა და უზრუნველყოფს მათ სიმკვრივეს.
სტატიკური დატვირთვა (მაგალითად მხრებზე შტანგით დგომა) სარგებლობას არ მოგიტანთ. ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მოძრავი. დინამიკური დატვირთვა სწორედ ეს სჭირდება თქვენს ძვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კუნთები ძვლებზეა მიმაგრებული. ისინი ზემოქმედებენ ძვალზე, რომელიც ამ ზემოქმედების წყალობით მაგრდება.
თქვენს წინაშეა სპორტის სხვადასხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.ხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.

დაწვრილებით


აქტიური ცხოვრების წესი დაბერების წინააღმდეგ

აქტიური ცხოვრების წესი დაბერების წინააღმდეგმეცნიერებმა ტყუპებზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ ისინი ვინც თავისუფალ დროს ფიზიკურ აქტივობას უთმობდნენ, გამოიყურებოდნენ ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდულად, ვიდრე მათი ნაკლებად აქტიური ტყუპისცალები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არააქტიურ პირებში დნმ-ის შემადგენელი ტელომერები ასაკთან ერთად უფრო სწრაფად მოკლდებოდნენ.
ცნობილია, რომ აქტიური ცხოვრების სტილი უკავშირდება კარდიოვასკულარული დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და სიმსივნის განვითარების უფრო დაბალ რისკს. უკანასკნელმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ არააქტიურობით ადამიანს ემუქრება არა მარტო დაავადებების განვითარების საშიშროება, არამედ მან შეიძლება დააჩქაროს დაბერების პროცესიც.
ლონდონის სამეფო კოლეჯის ჯგუფი სწავლობდა 1401 თეთრკანიან წყვილს, რომლებიც ავსებდნენ სპეციალურ კითხვარს ფიზიკური აქტივობის შესახებ და იტარებდნენ სისხლის სინჯს დნმ-ზე.
მეცნიერების ფოკუსირება ხდებოდა ტელომერებზე, რომლებიც განლაგებულია ქრომოსომების ბოლოში მათი დაზიანებისგან დაცვის მიზნით.
ასაკთან ერთად ტელომერები მოკლდება, უჯრედები უფრო ადვილად ზიანდება და იღუპება. ლეიკოციტების მაგალითზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველწლიურად ტელომერები კარგავენ 21 კომპონენტს - ნუკლეოტიდს. იმ ადამიანებში, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან, ტელომერების სიგრძე უფრო მოკლეა, ვიდრე ფიზიკურად მეტად აქტიურებში.

დაწვრილებით