Narkozi.com » Tag cloud » უჯრედების

მიკროჩიპი სისხლში კიბოს უჯრედებს ავლენს

მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის (MGH) ბიომიკროელექტრომექანიკური სისტემების რესურს-ცენტრისა და MGH კიბოს ცენტრის მკვლევარების ჯგუფმა შექმნეს მიკროჩიპზე დამყარებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სისხლიდან მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების (CTCs) იზოლაცია, გადათვლა და ანალიზის წარმოება. CTCs არიან სიმსივნური წარმონაქმნიდან სისხლში გადასული სიცოცხლისუნარიანი უჯრედები. ამ უჯრედების იშვიათობისა და სიმყიფის გამო ვერ ხერხდებოდა კლინიკური გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. ახალი ხელსაწყო - CTC-ჩიპი შეუფასებელი იარაღია კიბოს მონიტორინგისა და მკურნალობის განხორციელებისთვის.
MGH კიბოს ცენტრის დირექტორის დოქტორ დანიელ ჰაბერის (Daniel Haber) თქმით, ეს ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მკურნალობის პროცესში მოხდეს სიმსივნეზე ხშირი და არაინვაზიური მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებების განხორციელებით, ასევე - ადრეული დიაგნოსტირების მიზნით წარმატებული სკრინინგი კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.
CTC უჯრედების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან, მაგრამ მათი ადექვატური გამოკვლევა ვერ ხერხდებოდა უჯრედების ნახვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მიკროჩიპზე დაფუძნებული ტექნოლოგია ზუსტად გრძნობს უჯრედების სპეციფიკურ ტიპებს.
ხელსაწყო წარმოადგენს პლასტიკური ბარათის ზომის სილიკონის ჩიპს, რომლის ზედაპირზე განთავსებულია ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ იმ ცილის ამოცნობა, რომელიც შედის ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობაში. ჩიპის გასწვრივ სისხლის მოძრაობისას მისი ზედაპირი წებოს მსგავსად იზიდავს სიმსივნურ უჯრედებს. მკვლევარების თქმით, მიკროჩიპს შეუძლია ათასამდე სიმსივნურ უჯრედის აღმოჩენა სისხლის 60 მლრდ უჯრედიდან, რომელსაც შეიცავს 8 მლ სისხლი. ადრე მეცნიერები ხუთ სიმსივნურ უჯრედზე მეტის აღმოჩენას ვერ ახერხებდნენ.

დაწვრილებით


გულის მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით

ბრისტოლის უნივერსიტეტისა და სამეფო კლინიკის მკვლევართა გუნდმა ნებართვა მიიღო განახორციელოს უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით გულის დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60 ავადმყოფი, რომლებსაც აღენიშნებათ ჩვენება აორტოკორონარული შუნტირებისთვის.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ ხდება სისხლის მომარაგების გაუმჯობესება დაზიანებულ უბანზე, გულის ფუნქციონირების სრული აღდგენა მაინც არ ხორციელდება. ქრონიკული დაავადებებისა და ინფარქტების დროს სისხლის მიმოქცევაში განვითარებული დარღვევები იწვევს გულის კუნთის უბნების კვდომას და მათ ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედების დახმარებით შეძლებენ ამ უბნების აღდგენას.
ექსპერიმენტის პროცესში ავადმყოფების ძვლის ტვინიდან მოხდება ღეროვანი უჯრედების მიღება. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ უჯრედებს შეუძლიათ გულის კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა და ამავე დროს, პაციენტებში საკუთარი უჯრედების გამოყენება მიზანშეწონილია ქსოვილოვანი შეუთავსებლობის პრობლემის მოსახსნელად.

დაწვრილებით


ადამიანის ემბრიონის კლონირება

ამერიკელებმა მოახდინეს კანის უჯრედებიდან ადამიანის ემბრიონის კლონირება

ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა ადამინის ემბრიონის წარმატებული კლონირების შესახებ. კლონის შესაქმნელად საწყის მასალად აღებული იქნა კანის უჯრედები და დონორების კვერცხუჯრედები. ტესტებმა დაადასტურა, რომ მიღებული კლონები გენეტიკურად იდენტური იყო კანის უჯრედების წარმომდეგენი მამაკაცის.
ცდები ადამიანის უჯრედების კლონირებისათვის ადრეც ტარდებოდა, თუმცა სპეციალისტებმა კომპანიიდან Stemagen (კალიფორნია) პირველად შეძლეს წარმატებით გამოეყენებიათ კლონირებისათვის მოზრდილი ადამიანის უჯრედები, მოცემულ შემთხვევაში - კანის ფიბრობლასტები.
ხუთი სრულფასოვანი ემბრიონი, რომელიც მიღებული იქნა კანის უჯრედების ბირთვების კვერცხუჯრედში გადატანის შედეგად, მიყვანილი იქნა ბლასტოცისტის დონემდე. გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ სამი მათგნის გენოტიპი სრულიად იდენტური იყო დონორი-მამაკაცის გენოტიპისა. გარდა ამისა, მიტოქონდრიები ერთ-ერთი ჩანასახის უჯრედის პლაზმიდან კვერცხუჯრედის დონორი-ქალის მიტოქონდრიების იდენტიური იყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლონირების პროცესი მიდიოდა დასახული გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით


ჰემოფილია შესაძლოა განკურნებადი გახდეს

ალბერტ ეინშტეინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა აშშ-ში დაადგინეს, რომ ჰემოფილიის განვითარება დაკავშირებულია ღვიძლის ენდოთელური უჯრედების დეფექტებთან. დონორული უჯრედების გადანერგვით, მათ შეძლეს ჰემოფილიით დაავადებული თაგვების განკურნება.
ჰემოფილია – ეს არის მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ნებისმიერი დაზიანება ხდება ძლიერი და ხანგრძლივი სისხლდენის მიზეზი, სისხლის ნორმალური
მიმოქცევის დარღვევის გამო. ყველაზე ხშირად გვხვდება A ფორმის ჰემოფილია, რომელიც განპირობებულია ე.წ. ფაქტორი VIII-ს (ანტიჰემოფილური გლობულინი) არარსებობით ან არასაკმარისი რაოდენობით სისხლის პლაზმაში.
ადრე ითვლებოდა, რომ ფაქტორი VIII გამომუშავდება ჰეპატოციტების მიერ, რომლებიც შეადგენენ ღვიძლის ძირითად მასას და ასრულებენ მისი ფუნქციების უმეტესობას. თუმცა, სამეცნიერო ჯგუფმა პროფ. გუფტას ხელმძღვანელობით, ივარაუდა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორის გამომუშავებაში ღვიძლის სინუსოიდური კაპილარების ენდოთელური უჯრედები მონაწილეობენ. ამ თეორიის დასამტკიცებლად, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები ცხოველებზე.
ნივთიერება მონოკროტალინის დახმარებით მათ გაანადგურეს ჰემოფილიით დაავადებული თაგვების ღვიძლის ენდოთელური უჯრედები. შემდეგ მათ შეუყვანეს ჯანმრთელი თაგვებიდან აღებული ენდოთელური უჯრედები.

დაწვრილებით


პარკინსონიზმის მკურნალობა თერაპიული კლონირებით

პარკინსონიზმის მკურნალობა თერაპიული კლონირებითმეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა თერაპიული კლონირების მეთოდი წარმატებით გამოიყენა თაგვებში პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ, იტყობინება ჟურნალი Nature Medicine.
თერაპიული კლონირება ანუ სომატური უჯრედების ბირთვის გადატანა - ეს არის პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედების ხაზის მიღების მეთოდი, რომელიც შეიცავს კონკრეტული მოზრდილი ცხოველის (ან ადამიანის) გენოტიპს. აღნიშნულ უჯრედებს შეუძლიათ დიფერენციაცია მოზრდილი ორგანიზმის ნებისმიერი ქსოვილის უჯრედში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას თავისა და ზურგის ტვინის ტრამვების სამკურნალოდ, ასევე ნევროგენული დაავადებების, კერძოდ, პარკინსონის დაავადების დროს.
ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე, რომლებსაც დაუზიანეს დოფამინური ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რამაც გამოიწვია პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი რიგი მოძრაობითი დარღვევები. კვლევის ხელმძღვანელმა ლორენც სტუდერმა (Lorenz Studer) და მისმა კოლეგებმა სტოან-კეტერინგის (ნიუ-იორკი) ინსტიტუტიდან პარკინსონით დაავადებული 24 თაგვის კანის უჯრედების ბირთვები გადაიტანეს დონორულ კვერცხუჯრედებში, რომელიც განთავისუფლებული იყო საკუთარი მემკვიდრული მასალისგან.

დაწვრილებით