|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოიცილეთ ტკიპა
მოიცილეთ ტკიპა ორ ეტაპად. აიღეთ ტკიპა პინცეტით ან თითებით. თუ თითებით იღებთ, დააფარეთ პოლიეთილენის აპკი, ქსოვილი, ან ქაღალდის ხელსახოცი, რათა აიცილოთ ინფექცია მასთან შეხებისას. შემდეგ ძლიერად მოქაჩეთ და ამოიღეთ ტკიპა. შეისვენეთ. შეეცადეთ არ გაჭყლიტოთ ტკიპა და თავიანად ამოიღოთ, მოერიდეთ ტკიპას წვენის მოხვედრას კანზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს დასნებოვნება. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ,,ტკიპას ამოსაღები ხსნარით~ ეს ახალი საშუალებაა. ნაკბენზე სპირტი წაისვით. სპირტი ოდნავ დაგწვავთ, მაგრამ მოახდენს ნაკბენის დეზინფიცირებას. დაიბანეთ ხელები. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გავრცელებას. პროსტატიტი
ათიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მიმართავს ქირურგს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებების მოსაცილებლად შარდშეკავება, შარდის ჭავლის შემცირება. ცუდი ისაა, რომ ერთი და იგივე სიმპტომები დამახასიათებელია როგორც უბრალო ანთებისთვის, ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო კიბოსთვის. ყველაფერი ეს პატარა ჯირკვლის ,,ნამოქმედარია~, რომელიც 30 გრამზე ნაკლებს იწონის. სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან.
ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება. ტკივილი წვივის არეში
ტკივილი წვივის არეში გამოწვეულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვით. უფრო ხშირად დაკავშირებულია პერიოსტიტთან (ძვლისაზრდელას ანთება). ტკივილი ჩვეულებრივ ჩნდება ორკვირიანი რიტმული განმეორებადი ფიზიკური ვარჯიშების (აერობიკა, ან გრძელ დისტანციაზე სირბილი) შემდეგ. ტკივილს იწვევს შეცდომა ვარჯიშის დროს, მაგალითად, ინტენსიურობის, ან დისტანციის გაზრდა, სარბენი საფარის ან სპორტული ფეხსაცმლის შეცვლა.
გაეცანით ამ პრობლემის თავიდან აცილების ხერხებს. დაასვენეთ ფეხები. წვივის ტკივილის დროს დასვენება აუცილებელია. ამიტომ, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, ვარჯიში შეწყვიტეთ. ,,თუმცა დასვენება ლოგინში უსარგებლოდ წოლას გულისხმობს, ამბობს მედიცინის დოქტორი უილიამ ბრაინერი. მე გირჩევთ ,,ფარდობით დასვენებას~. ანუ უნდა მოერიდოთ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც ტკივილს იწვევენ. ამის ნაცვლად რაიმე სხვა გააკეთეთ, მაგალითად, ველოსიპედით გაისეირნეთ. თუ დახლს უკან დგახართ, ჩამოჯექით, რომ ფეხებზე დატვირთვა შეამციროთ~. ყური დაუგდეთ თქვენს ფეხებს. ერთი-ორი კვირის შემდეგ თანდათან შეძლებთ სირბილს დაუბრუნდეთ. ,,მაგრამ თუ კვლავ იგრძნობთ ტკივილს, დატვირთვა შეამცირეთ~, გირჩევთ ექიმი ბრაინერი. თავის და კისრის ტკივილი
კ
ისერს ვერ ატრიალებთ? გამუდმებთ კვნესით? ტკივილი კისერში და თავში, ტკაცუნი თავის მოტრიალების დროს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ გაძლევთ?თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხები გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის და კისრის ტკივილი გაწუხებთ. საბედნეიროდ, თუ დროულად ზომებს მიიღებთ, ამ პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. წაიკითხეთ ეს თავი და: _ ერთ წუთში გაგივლით კისრის ტკივილი; _ დღეში ერთი წუთი დაგჭირდებათ, რომ გაიმაგროთ კისრის კუნთები; _ ერთ თვეში შეძლებთ თავის ტკივილების სიხშირის შემცირებას. თავის ტკივილი. არსებობს თავის ტკივილის სამი კატეგორია: ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით, სისხლძარღვებით და დაფარული დაავადებით. ჩიკაგოს თავის ტკივილის კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი სიმურ დიამანდი, ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ს თავის ტკივილი ეწყება კუნთების დაძაბვის გამო. უფრო ნაკლებია სისხლძარღვებით გამოევეული თავის ტკივილი როგორიცაა, შაკიკი და ფარული დაავადებით გამოწვეული თავის ტკივილი. ე.წ. შერეული თავის ტკივილის დროს აღინიშნება როგორც სისხლძარღვებით გამოწვეული თავის ტკივილის ნიშნები, ასევე კუნთების დაძაბულობით გამოწვეული ნიშნები. თავის ტკივილი და მისი მკურნალობის ხერხები ინდივიდუალურია: რაც შველის ერთს, არ შველის მეორეს. ამიტომ შეამოწმეთ თქვენი სიმპტომები და განსაზღვრეთ, რომელი ტიპის თავის ტკივილი გაქვთ, შემდეგ შეარჩიეთ მკურნალობის შესაბამისი მეთოდი. ქუსლის ტკივილი
როგორ უნდა გაიგოთ, რომ სწორედ დეზი გაწუხებთ? ამისთვის ექიმს უნდა მიამრთოთ. ,,მთავარი ის არის, რას გრძნობთ გაღვიძებისას პირველ წუთებში, ამბობს ექიმი ელისი. თუ პირველი დაბიჯებისას ძალიან გტკივათ, მერე და მერე კი ტკივილი მცირდება, დეზი გაქვთ~. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში? მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი. ნებისმიერი ანალგერიკი, როგორიცაა ასპირინი ან აცეტამინოფენი, ტკივილს გაგიყუჩებთ. დაისვენეთ. თუ ორი დღით მაინც შეძლებთ მოძრაობის შეზღუდვას, ეს საგრძნობლად შეამცირებს დეზის გარშემო ანთებას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000007 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||