Narkozi.com » Tag cloud » ტვინის

ქათმის ხორცი და კვერცხი მეხსიერებას აუმჯობესებს

ქათმის ხორცი და კვერცხი მეხსიერებას აუმჯობესებს"კვერცხის, ქათმის ხორცისა და იმ პროდუქტების რეგულარული მოხმარება, რომლებიც ჭარბად შეიცავს B ვიტამინში შემავალ ნივთიერება ხოლინს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ანელებს თავის ტვინის დაბერების პროცესს",– აცხადებს სააგენტო როიტერი, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

"აღნიშნული კვლევა აჩვენებს კავშირს მეხსიერებასა და ისეთ პროდუქტებს შორის, როგორებიცაა: ღვიძლი, თევზი, კვერცხი, ქათქმის ხორცი, რძე და ა.შ.

სპეციალისტები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ნივთიერება არ არის წამალი ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაკარგვა და რომლითაც მთელ მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი არის დაავადებული.

დაწვრილებით


ცხიმოვანი მჟავები ალცჰეიმის დაავადებისთვის

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავის ტვინშიცხიმოვანი მჟავების დონის კონტროლი შესაძლებლობას იძლევა,შემცირდეს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობა. ჯერჯერობით მეცნიერების მიერ ექსპერიმენტი ჩატარდა მხოლოდ ლაბორატორიულ თაგვებზე, თუმცა არაერთგვაროვნად იქნა დამტკიცებული ცხოველებში ფსიქოლოგიურ ქცევას, მეხსიერებასა და მათი ტვინის აღნაგობის შორის დამოკიდებულება.

დაწვრილებით


აღმოაჩინეს ადამიანების გულმავიწყობის მიზეზი

სპეციალისტებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან (Harvard University) გამოარკვიეს, რასთან არის დაკავშირებული მეხსიერების ასაკობრივი გაუარესება და როგორ ახერხებს ზოგიერთი ხანდაზმულ ასაკში გონების სიმახვილის შენარჩუნებას. მეცნიერების აზრით, ძირითად როლს თამაშობს ინფორმაციის გადაცემის სისტემა ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის, რაც ამა თუ იმ ხარისხით უარესდება ასაკის მატებასთან ერთად (ჟურნალი ”Neuron”).

მეცნიერებმა ჯესიკა ენდრიუს-ჰანას (Jessica Andrews-Hanna) ხელმძღვანელობით კვლევაში ჩართეს 18-დან 93 წლის ასაკამდე 93 ჯანმრთელი ადამიანი. წინასწარ ჩატარებული სპეციალური ტესტირების დახმარებით ისინი დარწმუნდნენ, რომ კვლევაში მონაწილე არცერთი ხანდაზმული ადამიანი არ იყო დაავადებული ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ფორმით.

დაწვრილებით


ბოლოკისებრი ხახვის საოცარი თვისება

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბოლოკისებრი ხახვის საოცარი თვისება
ბოლოკისებრი ხახვის საოცარი თვისებაიაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბოლოკისებრი ხახვის ახალი და საოცარი თვისება. გაირკვა, რომ ხახვს უნარი შესწევს ”გაასუფთაოს” თავის ტვინის უჯრედები და შეაჩეროს მათი დაბერების პროცესი.
როგორც აღმოჩნდა, ხახვი შეიცავს განსაკუთრებულად აქტიურ გოგირდოვან ნივთიერებებს, რომლებსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. სისხლში მოხვედრის შემდეგ ისინი ძალიან პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ თავის ტვინის რიგ საკვანძო ზონებზე. ხახვიდან გამოყოფილი ნივთიერებები იწვევენ მახსოვრობასა და ემოციაზე პასუხისმგებელი უჯრედების აქტივიზაციასა და მათ გაახალგაზრდავებას.
გასულ წელს წარმოდგენილი იყო ფრანგი მეცნიერების ნაშრომების შედეგები. კვლევები წარმოებდა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრებ ქალებზე. როგორც დადგინდა, საკვებად ნიორისა და ხახვის მოხმარება იწვევს მკერდის კიბოთი დაავადებიანობის შემცირებას.

დაწვრილებით


პარკინსონის დაავადება

მკვლევარებმა მოახდინეს პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება

აშშ - სენტ-ლუისის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინში არსებული ქიმიკატი, რომელიც იწვევს პარკინსონის დაავადებას. ცილა, სახელად ალფა-სინუკლეინი, ასრულებს მთავარ როლს ნევროლოგიური დარღვევის განვითარებაში. ის აღმოჩენილია ტვინის სხვადასხვა უბანში და იწვევს ჰორმონ დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების კვდომას.
ამჟამად, პარკინსონის დაავადების მკურნალობის გზას ძირითადად დაკარგული დოპამინის შეცვლა წარმოადგენს, რათა შეჩერებულ იქნას დაავადების ფორმირება. ახალი აღმოჩენის თანახმად, მედიკოსები შეძლებენ ნეიროდამცველი თერაპიის შემუშავებას დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების სიკვდილის შეჩერების მიზნით.

დაწვრილებით


ზოგიერთი მოზარდისათვის

ზოგიერთი მოზარდისათვის დამახასიათებელი აგრესიულობა და გაღიზიანებადობა დაკავშირებულია ტვინის ლიმბიკური სისტემის გარკვეულ აგებულებასთან

როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ზოგიერთი მოზარდისათვის დამახასიათებელი აგრესიულობა და გაღიზიანებადობა დაკავშირებულია ტვინის ლიმბიკური სისტემის გარკვეულ აგებულებასთან, რომელიც მონაწილეობს ემოციების რეგულაციაში. კერძოდ, ამ მოზარდებისათვის დამახასიათებელია ე.წ. ნუშისებრი სხეულის გადიდება.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა მელბურნის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ, მონაწილეობდა 11-დან 14 წლამდე ასაკის ორივე სქესის 137 მოზარდი. მოზარდებსა და მათ მშობლებს მიეცათ დავალება, განეხილათ მათთვის მტკივნეული თემები, როგორიცაა დაძინების დრო, ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვა და საოჯახო საქმის კეთება.
მონაწილეების ქცევა, კერძოდ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა აგრესიულობა და შფოთვა, ფასდებოდა სპეციალური შკალის საშუალებით. ამის შემდეგ მოზარდებს უტარებდნენ ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, რომლის დროსაც ფასდებოდა ლიმბიკური სისტემის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურების მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, აგრესიულად განწყობილ ორივე სქესის მოზარდებს აღენიშნათ ნუშისებრი სხეულის ორმხრივი გადიდება, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსურობაზე. ამავე დროს შემცირებული იყო ზომებში ქერქის სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილი, ასევე ბიჭებში ტვინის მარცხენა ჰემისფეროში
ორბიტოფრონტალური ქერქი, რაც ასოცირდებოდა არამარტო აგრესიასთან, არამედ დისფორიასთანაც - გაღიზიანებულ-მტრულ ან ნაღვლიან განწყობილებასთან, რასაც თან ახლდა შფოთვის გაძლიერება.

დაწვრილებით