|
მეჭეჭი ფეხის გულზე
 ჩვეულებრივ მეჭეჭი ფეხის გულზე ჩნდება, მაგრამ შეიძლება იყოს ტერფის ზევიდან ან გვერდზე. მათი გამომწვევი მიზეზი ვირუსია, რომელიც კანში ხვდება კანის დაზიანებული ადგილიდან. აფთიაქებში იყიდება მეჭეჭების სამკურნალო ხსნარები, თუმცა ექიმი მაკ-კრი მათ გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება და კიდევ უფრო მეჭეჭის გაჩენა. მიმართეთ ექიმს. ,,მეჭეჭის გაყინვა ან მოწვა ის პროცედურებია, რომლებიც ექიმის კაბინეტში ტარდება და ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი სჭირდება~, ამბობს ექიმი მაკ-კრი. ,,მაგრამ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ტერფის დაზიანებული უბნები შეხორცდეს. მეჭეჭის მოცილების კიდევ ერთი ვარიანტი ლაზერული ქირურგიაა, რომელსაც რამდენიმე წუთი სჭირდება, ამბობს ექიმი ელისი. მეჭეჭი ქრება, კანი კი რამდენიმე დღეში ხორცდება".
დაწვრილებით
ტერფის ეპიდერმოფილია
 ტერფის ეპიდერმოფილია სოკოთი გამოწვეული დაავადებაა, იწვევს ტერფის წვას და ქავილს. კანი სკდება და ბუშტულებით იფარება. არაფერი მოიმოქმედოთ და ქრონიკულ დისკომფორტს მიიღებთ. ცოტაოდენ დროს დახარჯავთ და დაავადებისგან განიკურნებით. ჩაიცვით რეზინის სახლის ფეხსაცმელი. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ დაგიცავთ საშხაპეში და იმ ადგილებში, სადაც ბევრი გახდილი ადამიანი დადის. თუ თქვენს გვერდით სხვა ადამინსაც რეზინის სახლის ფეხსაცმელი აცვია, მას თქვენგან დაავადება არ გადაედება. კარგად გაიმშრალეთ ფეხები. ,,აბაზანის შემდეგ პირსახოცით კარგად გაიწმინდეთ თითებს შორის, გირჩევთ ექიმი მაკ-კრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რადგან ტერფის ეპიდერმოფილია ჩვეულებრივ ამ ადგილებში ჩნდება, ხოლო სინესტე ამას ხელს უწყობს. სამწუხაროდ, ფეხსაცმელი იდეალური ადგილია სოკოს გასამრავლებლად. ამიტომ თუ გინდათ ამ დაავადებიგან განიკურნოთ, ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ფეხები მზეს მიაფიცხეთ~.
დაწვრილებით
კოჟრი
 კოჟრი ჩნდება ინტენსიური დაწოლის, ან ხახუნის, შედეგად. ჩნდება იქ, სადაც თქვენი სხეული ცდილობს დაიცვას თავი ამ ფაქტორებისგან. ფეხები თბილ წყალში მოათავსეთ, კოჟრი პემზით გახეხეთ. ,,მკურნალობის ეს ორი ხერხი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კოჟრი უმნიშვნელოა და მცირე დისკომფორტს გიქმნით, ამბობს ტერფის დაავადებების და დაზინებების სპეციალისტი სიუზან ლივაინი. მას შემდეგ რაც პემზით გახეხეთ, წაუსვით დამარბილებელი კრემი~. კოჟრზე წაისვით პემზა. თუ კოჟრი მართლა გტკივათ, ექიმი ლივაინი შემდეგ საშუალებას გირჩევთ: აიღეთ ასპირინის 5-6 აბი, დანაყეთ ფხვნილის მიღებამდე, შეურიეთ 1 ს.კ. წყალი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი. მიღებული პასტა წაისვით კოჟრზე. შემდეგ ჩაიცვით პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. 10 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით და პემზით გახეხეთ კოჟრი. მკვდარი კანი მოგცილდებათ.
დაწვრილებით
ტერფის დაავადებები
 მშვენიერი იქნებოდა, ტერფის დაავადებისგან თავის აცილება რომ შეგძლებოდათ. ამის საუკეთესო საშუალება სეირნობაა. ,,ნებისმიერ დროს, როდესაც ასტიმულირებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თქვენ ეხმარებთ ტერფებს~, ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსულტანტი, ტერფის დაზიანების და დაავადებების სპეციალისტი ჯოზეფ ელისი. თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევთ ტერფებს და დროულად მიმართავთ ექიმს, ტერფის დაავადება მალე განიკურნება. _ თუ ფეხებს თბილ წყალში მოათავსებთ, 10 წამში გაგიყუჩდებათ ფეხის დიდი თითის ძვლოვანი წანაზარდით გამოწვეული ტკივილი (განსაკუთრებით გავრცელებულია შუახნის ქალებში. ლათინურად Hალლუხ ვალგუს, დამოუკიდებელი დაავადება არ არის. წარმოიქმნება ძვლების გადაადგილებით ბრტყელტერფიანობის დროს. ადგილს იცვლის პირველი ძვალი, ამობურცული სახსარი ფეხსაცმლით ზიანდება, დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც ხელს უშლის სიარულს). _ 15 წუთში სპეციალური პასტა მოაშორებს კოჟრს (კოჟრი კანის ზედა ფენის გასქელება). _ 4 დღეში მოიცილებთ ღრმად ჩამჯდარ კოჟრს (კოჟრი, რომელსაც ფესვი აქვს, ჩართულია კანის ღრმა ფენები).
დაწვრილებით
|