Narkozi.com » ტეგები » სქე­სობ­რი­ვი


სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­ში

სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­შიინ­გლი­სელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 39-59 წლის ასა­კის ქა­ლე­ბის 17%-ს აქვს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ლი­ბი­დო (სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვა). 17% აღე­ნიშ­ნე­ბა სა­შოს სიმ­შრა­ლე, ქა­ლე­ბის 16% ვერ გა­ნიც­დის ორ­გაზმს და 8%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ტკი­ვი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს. ამ მოშ­ლი­ლო­ბე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად წლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, რო­გორც ეს მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.
სა­შოს სიმ­შრა­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ,,და­ბე­რე­ბის ბუ­ნებ­რივ პრო­ცეს­ში სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი მშრა­ლი ხდე­ბა~, _ ამ­ბობს ექი­მი ში­რინ ზუს­მა­ნი. ამის გა­მო სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ძნელ­დე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლია. ექი­მი ზუს­მა­ნი აც­ხა­დებს, რომ სა­შოს სიმ­შრა­ლე სწრა­ფად იკურ­ნე­ბა. ლუბ­რი­კან­ტებს (გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) შე­უძ­ლი­ათ სწრა­ფად აღ­მოფ­ხვრან სიმ­შრა­ლე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე მი­მარ­თოთ ექიმს, რო­მე­ლიც გა­მო­გი­წერთ სპე­ცი­ა­ლურ, ეს­ტრო­გე­ნის შემ­ცველ კრემს სა­შოს­თვის. ,,კრე­მი არა მარ­ტო შვე­ლის სიმ­შრა­ლეს, არა­მედ ხელს უწ­ყობს ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დგე­ნას~, _ ამ­ბობს ექი­მი ზუს­მა­ნი.

დაწვრილებით



ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს

ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს,,სქე­სობ­რი­ვი უძ­ლუ­რე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, პარ­ტნი­ო­რე­ბის და­ცი­ლე­ბას იწ­ვევს, _ ამ­ბობს ექი­მი რი­ჩარს ბერ­გე­რი. _ ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან პარ­ტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს თა­მა­შობს. იზო­ლა­ცია და უარ­ყო­ფა პრობ­ლე­მის გაღ­რმა­ვე­ბას იწ­ვევს. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად წყდე­ბა ამ პრობ­ლე­მა­ზე რე­აქ­ცი­ის და არა თა­ვად პრობ­ლე­მის გა­მო~.
ბერ­გე­რე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბის აწ­ყო­ბა­ში იმ­პო­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტი­სას. ისი­ნი გირ­ჩე­ვენ იპო­ვოთ დრო, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ხართ მო­დუ­ნე­ბუ­ლი და ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტო­ნი დარ­ჩეთ. ,,ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწ­ყეთ, _ ფიქ­რო­ბენ ბერ­გე­რე­ბი, _ უთ­ხა­რით პარ­ტნი­ორს, რომ ძა­ლი­ან აფა­სებთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას~. ამის შემ­დეგ დას­ვით კით­ხვე­ბი და ყუ­რად­ღე­ბით მო­ის­მი­ნეთ პა­სუ­ხე­ბი. და­ინ­ტე­რეს­დით იმ­პო­ტენ­ცია თქვენ­და­მი გრძნო­ბე­ბის შეც­ვლით ხომ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. და­ინ­ტე­რეს­დით, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. და ბო­ლოს, და­სა­ხეთ ერ­თად მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა. თუ ერ­თად იმოქ­მე­დებთ, და­გე­ზო­გე­ბათ დრო, ენერ­გია და ფუ­ლი. ბერ­გე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კარ­გი მო­სა­უბ­რე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი საყ­ვარ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

დაწვრილებით



უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები

უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები,,წყვი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის უშ­ვი­ლო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ექ­ვსი­დან ერ­თი წყვი­ლის­თვის და­ფეხ­მძი­მე­ბა ბრძო­ლას ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც თორ­მე­ტი თვი­დან თორ­მეტ წლამ­დე გრძელ­დე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი არ­თურ უა­ი­სო­ტი, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო­ბის სა­კით­ხით და­კა­ვე­ბულ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. ,,ჩვენ ვხვდე­ბით პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფეხ­მძი­მე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ამ­ბობს ექი­მი უა­ი­სო­რი. და დღემ­დე ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში იწ­ვა ქა­ლი, რო­მელ­საც სხვა კლი­ნი­კებ­ში შვიდ­ჯერ გა­უ­კეთ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. ჩვენ­თან მან შეძ­ლო დე­დო­ბის სი­ხა­რუ­ლი გა­ნე­ცა­და~.
სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც უა­ი­სო­ტი მუ­შა­ობს, წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვა სა­მი-ოთ­ხი თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა და იწ­ყე­ბა მარ­ტი­ვი, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით ქა­ლის რექ­ტა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრა­ფი­კის შედ­გე­ნა და მა­მა­კა­ცის თეს­ლის ანა­ლი­ზი.
არ­სე­ბობს უფ­რო მარ­ტი­ვი და სხწრა­ფი ხერ­ხე­ბი?
რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს და ექი­მი უა­ი­სო­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ დე­ი­ვიდ მელ­დრუმ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ტესტს გთა­ვა­ზობთ.

დაწვრილებით