|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შოკი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს სისხლის გადატანას სხეულში, რაც აუცილებელია ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, შეიძლება განვითარდეს შოკი. ე.ი. შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია.თუ ამ დროს დროულად და სწორად არ იქნება აღმოჩენილი პირველი დახმარება, შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს შიშისა და ტკივილის გამო. ამიტომ, როცა შოკის განვითარების საშიშროებაა, დაზარალებულის გამხნევება და მყუდრო მდებარეობის შექმნა შესაძლებელია საკმარისი იყოს მისი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის (არ უნდა აგერიოთ ჭეშმარიტი შოკი ე.წ. ფსიქოგენურ შოკში. ამ ტიპის შოკთან საქმე გვაქვს იმ დროს როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ სტრესს). რა არის ვარიკოზი?
ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება. ვენები სისხლძარღვებია, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას. ვირუსული ჰეპატიტი
რა არის ჰეპატიტი
ჰეპატიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებებია. ისინი ანთროპონოზულ ინფექციებს (ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები) წარმოადგენს. მათი გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში კი ღვიძლის ბიოფსია. დონორი ქსოვილების მოშორების თავიდან აცილება
მეცნიერებმა შეძლეს დონორი ქსოვილების მოშორების თავიდან აცილება იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენების გარეშე
მედიკოსების სამმა ჯგუფმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განაცხადა, რომ მოახერხეს ადამიანის ორგანოების გადანერგვა ისე, რომ თითქმის არ გამოუყენებიათ პრეპარატები, რომლებიც ახდენენ იმუნიტეტის დათრგუნვას. ეს შესაძლებელი გახდა იმუნური სისტემის ”გავარჯიშების” ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა როგორ მოხერხდა ეს, თვით სიახლის ავტორებისთვისაც კი უცნობია. ერთდროულად სამ კვლევას, რომლებიც დონორი ქსოვილების მოშორებასთან იყო დაკავშირებული, მიეძღვნა ჟურნალში The New England Journal of Medicine გამოქვეყნებული სტატია. მართალია, დადებითი ეფექტი მიღწეული იქნა ჯერჯერობით მხოლოდ რამოდენიმე პაციენტის შემთხვევაში, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი გამოგონება დაეხმარება ათასობით ადამიანს მთელს მსოფლიოში და ააცილებს იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის მძიმე ტვირთს ორგანოს გადანერგვის შემდეგ. ნებისმიერი ტრანსპლანტაციის ძირითადი პრობლემაა გადანერგილი ორგანოს მოშორება რეციპიენტის იმუნური სისტემის მიერ. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია პაციენტისათვის მთელი დანარჩენი სიცოცხლის განმავლობაში, იმათთვისაც კი, ვისაც გადაენერგათ უახლოესი ნათესავების ორგანოები. ამავე დროს იმუნოდეპრესანტების მიღების ფონზე შესაძლებელია ავადმყოფი დაიღუპოს სულ სხვა ავადმყოფობით, მაგ. პნევმონიის გამო. უფრო ადრე სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თაგვებს და მაიმუნებს შეუძლიათ იცოცხლონ ძვირადღირებული თერაპიის გარეშეც, თუკი მათ სისხლში შეიყვანენ დონორი ორგანოს ღეროვან უჯრედებს. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||