Narkozi.com » ტეგები » სის­ტე­მის


ჩართეთ დამცავი რეაქცია ავადმყოფობის წინააღმდეგ

ნუ­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ჩარ­თვა და გა­მორ­თვა? შე­იძ­ლე­ბა. ამის გა­კე­თე­ბა უნ­და ის­წავ­ლოთ. გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად ერ­თი სა­ა­თი დაგ­ჭირ­დე­ბათ.
გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ვარ­ჯი­ში მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მის ზო­გი­ერთ ჰორ­მო­ნულ სუბ­სტან­ცი­ა­ზე, რო­მელ­ბსაც ნე­ი­რო­ჰორ­მო­ნე­ბი, ან ნე­ი­როტ­რან­სმის­ტე­რე­ბი ეწო­დე­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა იცი­ან, რომ ეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მელ­ბიც თა­ვის ტვი­ნის, ნერ­ვუ­ლი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის მი­ერ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, არე­გუ­ლი­რე­ბენ ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბას. დღეს­დღე­ო­ბით, წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­დან ჩანს, რომ ამ სუბ­სტან­ცი­ებს შე­უძ­ლი­ათ ჩარ­თონ და გა­მო­იწ­თონ თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის უჯ­რე­დე­ბის მოქ­მე­დე­ბა.
მაშ, რა ვარ­ჯი­ში უნ­და გა­ვა­კე­თოთ და რას მოგ­ვცემს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კარგ ფორ­მა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?
45 წუ­თი ისე­ირ­ნეთ, ეს გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას. ყო­ველ­დღი­უ­რი, 45-წუ­თი­ა­ნი სე­ირ­ნო­ბა ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრდის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნის დო­ნეს.
ირ­ბი­ნეთ. ინ­ტენ­სი­უ­რი სირ­ბი­ლი ზრდის სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას, რო­გორც ცი­ებ-ცხე­ლე­ბის დროს. ცი­ებ-ცხე­ლე­ბა ააქ­ტი­უ­რებს დამ­ცავ ლიმ­ფო­ცი­ტებს, რო­მელ­ბიც აკა­ვე­ბენ ზო­გი­ერთ ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას, ზრდის რკი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას სის­ხლში და ქმნის ზო­გი­ერ­თი ბაქ­ტე­რი­ის ცხო­ველ­ქმე­დე­ბის­თვის შე­უძ­ლე­ბელ პი­რო­ბებს.
ისე­ირ­ნეთ ვე­ლო­სი­პე­დით. და­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მკვლე­ლი-უჯ­რე­დე­ბის (ქი­ლე­რე­ბის) აქ­ტი­უ­რო­ბა ვე­ლო­სი­პე­დის­ტებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია არა­აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით.

დაწვრილებით



იმუ­ნი­ტე­ტი

თქვენ გაქვთ სის­ხლის წი­თე­ლი და თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი. სის­ხლის წი­თელ უჯ­რე­დებს გა­და­აქვთ ჟან­გბა­დი და მკვე­ბა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი; თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი არ­მი­აა, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიჩ­ქა­რით მოქ­მე­დებს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია წარ­მო­იშ­ვე­ბა, ძვლის ტვი­ნი ქმნის ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი ნე­იტ­რო­ფი­ლუ­რი გრა­ნუ­ლო­ცი­ტე­ბის (ნე­იტ­რო­ფი­ლუ­რი გრა­ნუ­ლო­ცი­ტე­ბი ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის (თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის) ერთ-ერ­თი სა­ხე­ო­ბა) ერთ პა­ტა­რა ბა­ტა­ლი­ონს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიჩ­ქა­რით და­ახ­ლო­ე­ბით 694 000 უჯ­რე­დი წამ­ში.
იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ნუწ­ყვეტ­ლივ ცვლი­ან ერ­თმა­ნეთს. ეს მი­ლი­არ­დო­ბით უჯ­რე­დი მშფოთ­ვა­რე ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და სულ ახალ­გაზ­რდა რამ­დე­ნი­მე დღის ასაკ­ში იღუ­პე­ბა. ამის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მმა ისი­ნი ახ­ლით უნ­და შეც­ვა­ლოს, რომ­ლე­ბიც ისე­ვე აქ­ტი­ურ­ნი და ძლი­ერ­ნი იქ­ნე­ბი­ან, რო­გორც მა­თი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი.
ჩვენ შე­ვეც­დე­ბით მოგ­ცეთ რამ­დენ­მე რჩე­ვა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ იმუ­ნი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გაზ­რდა­ში. ამ რჩე­ვე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სულ ცო­ტა დრო დაგ­ჭირ­დე­ბათ:
_ ერთ წუთ­ში, აც­რის დახ­მა­რე­ბით, გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ ავად­მყო­ფო­ბი­სად­მი იმუ­ნი­ტეტს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­ყვე­ბათ;
_ უმოკ­ლეს დრო­ში შეძ­ლებთ ,,შე­ი­ა­რაღ­დეთ~ ავად­მყო­ფო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ;
_ ყო­ველ­დღი­უ­რი მე­დი­ტა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შეძ­ლებთ დამ­ცა­ვი ფსი­ქი­კუ­რი ეკ­რა­ნის შექ­მნას;
_ კვი­რა­ში 5-ჯერ 45-წუ­თი­ა­ნი გა­სე­ირ­ნე­ბის წყა­ლო­ბით შეძ­ლებთ გა­აძ­ლი­ე­როთ ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცა­ვი რე­აქ­ცია.

დაწვრილებით