Narkozi.com » ტეგები » სი­ნათ­ლის


რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მხედ­ვე­ლო­ბა შე­ბინ­დე­ბი­სას

რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მხედ­ვე­ლო­ბა შე­ბინ­დე­ბი­სასადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის სიბ­ნე­ლე­ში საგ­ნების გა­სარ­ჩე­ვად 20 წთ. სჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს სა­ერ­თოდ არ შე­უძ­ლია სიბ­ნე­ლე­ში რა­ი­მეს და­ნახ­ვა. ამ და­ა­ვა­დე­ბას ,,ქათ­მის სიბ­რმა­ვე" ეწო­დე­ბა.
,,ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ღა­მით მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა სი­ბე­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამ­ბობს ოჰა­ი­ოს შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ერაგ ოუგ­სბურ­გე­რი. თვა­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ბრო­ლი ნაკ­ლე­ბად გამ­ჭვირ­ვა­ლე ხდე­ბა და სულ უფ­რო და უფ­რო იმ­ღვრე­ვა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში იწ­ვევს კა­ტა­რაქ­ტას".
სწო­რედ ამ შუ­ა­ლე­დურ სტა­დი­ა­ზე, რო­დე­საც ბროლ­მა და­კარ­გა გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა, მაგ­რამ კა­ტა­რაქ­ტა ჯერ არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა, ჩვე­ნი ოპ­ტი­კუ­რი სის­ტე­მა იბუ­რე­ბა და ჩნდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი სუს­ტი გა­ნა­თე­ბის დროს მხევ­დე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ჯერ არ არის ,,ქათ­მის სიბ­რმა­ვე~, მაგ­რამ მხედ­ვე­ლო­ბა უკ­ვე დარ­ღვე­უ­ლია. მხედ­ვე­ლო­ბის ,,და­ბურ­ვის~ დროს ხდე­ბა სი­ნათ­ლის გაბ­ნე­ვა და რა­ი­მეს გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

დაწვრილებით



გლა­უ­კო­მა

გლა­უ­კო­მაგლა­უ­კო­მა თვა­ლის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა. გლა­უ­კო­მა ჩნდე­ბა, რო­დე­საც თვა­ლის მი­ერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სით­ხე გა­რეთ ვერ გა­მო­დის, რო­გორც ეს მა­ნამ­დე ხდე­ბო­და. თვალ­ში მყარ­დე­ბა წნე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს სის­ხლის მო­დე­ნას ბა­დუ­რა­ზე და აწ­ვე­ბა თვა­ლის ნერვს. თუ გლა­უ­კო­მას არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ის სიბ­რმა­ვეს გა­მო­იწ­ვევს.
და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი: თა­ვის ტკი­ვი­ლი, სათ­ვა­ლის ზო­მის ხში­რი ცვლა, ქუ­თუ­თო­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და სი­წით­ლე, სი­ნათ­ლის წყა­როს გარ­შე­მო ცი­სარ­ტყე­ლას გა­ჩე­ნა. გლა­უ­კო­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში გან­ვი­თარ­დეს.
ოკუ­ლისტს აქვს გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი. მათ შო­რის ვი­დე­ო­თა­მა­ში ტეს­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით იზო­მე­ბა ბა­დუ­რას მგრძნო­ბე­ლო­ბა სი­ნათ­ლის მი­მართ. კი­დევ ერთ 2-3-წუ­თი­ან ტეს­ტში იყე­ნე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ო­კა­მე­რას, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა ბა­დუ­რის მგრძნო­ბე­ლო­ბის ,,მო­ხაზ­ვა~, რა­თა ექიმ­მა შეძ­ლოს ყო­ვე­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბა.
ლა­ზე­რუ­ლი ქი­რურ­გია. გლა­უ­კო­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი ქუ­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ირი­დი­ტო­მია (თვა­ლის ფე­რა­დი გარ­სის გაჭ­რა) სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა გა­მო­ვი­დეს ზედ­მე­ტი სით­ხე.

დაწვრილებით