Narkozi.com » Tag cloud » სასუნთქი

როგორ ვისუნთქოთ სწორად

როგორ ვისუნთქოთ სწორადცხვირის ღრუს რთული სისტემა უზრუნველყოფს შესუნთქული ჰაერის მაქსიმალურ დამუშავებას სასუნთქ გზებში მოხვედრამდე. ამოსუნთქვისას ცხვირის ღრუს რეცეპტორული აპარატის მექანიკური გაღიზიანება გავლენას ახდენს სუნთქვისა და სისხლში აირთა რეგულაციაზე. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას სწრაფად იცვლება აირთა შემადგენლობა სისხლში. ცვლილებას განიცდის ჟანგბადის ოდენობის რეგულაციაც. მაგალითად, თუ ჯანმრთელ ბავშვებს სულ ათიოდე წუთით გავუთიშავთ ცხვირით სუნთქვას, მერვე წუთიდან მოყოლებული, სისხლის ჟანგბადით გაჯერება საგრძნობლად შემცირდება; საკმარისია, ბავშვი კვლავ ცხვირით სუნთქვაზე გადაერთოს, რომ შესაბამისი მაჩვენებლები თანდათანობით ნორმას დაუბრუნდება.

დაწვრილებით


სურდო აორმაგებს ინფაქტის და ინსულტის რისკს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს ,რატომ იცენს ტავს ინფაქტები და ინსულტები, ზამთრის პერიოდში.მათი მონაცემებით სურდო და სერიოზული ინფექციები სასუნთქი სისტემისა, მნიშვნელოვნად ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვიტარების რისკს, იუწყება
European Heart Journal.

გამოკვლევის ზედამხედველმა ტომ მიდმა და მისმა კოლეგებმა, ლონდონის "ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის" სკოლიდან, შეისწავლეს მონაცემტა ბაზა(IMS Disease Analyzer Mediplus database), რომელშიც შეტანილი იყო ინფორმაცია ორი მილიონი პაციენტის შესახებ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ,პირველ კვირაში სურდოს,ბრონხიტის ან პნევმონიის დროს ინფაქტის ან ინსულტის მიღების რისკი ორმაგდება.დროთა განმავლობაში ეს რისკი იკლებს და უბრუნდება ნორმალურ დონეს,ერთი თვის განმავლობაში. აბსოლიტური რისკი გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებისა აღმოაჩნდა სურდოიანი პაციენტების 2% ზე ნაკლებს. მაგრამ საერთო განხილვის შემთხვევაში მონაცამები არც თუ ისე დაბალი იყო იტყობინება ტომ მიდი.

დაწვრილებით