Narkozi.com » ტეგები » საკვების


ბავშვების კვების რაციონი

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

დაწვრილებით



რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?

რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?როცა გამონაყარი სახეზე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება, ეჭვი არ არის, რომ ეს გარდატეხის ასაკისა და ჰორმონების ბრალია, მაგრამ როცა მსგავს პრობლემას ზრდასრული ქალი გადააწყდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: რის გამო? მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება საკვები იყოს...
რატომ ჩნდება გამონაყარი საკვების გამო?

ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემა საოცარი რამაა. მას შეუძლია მოითმინოს "ჩიფსების", ორცხობილების მთა და ლიტრობით გაზირებული სასმელი. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და ერთ მშვენიერ დღეს იგი ვეღარ ითმენს მისთვის ამდენ უსიამოვნო სიურპრიზს და შედეგიც სახეზეა! ანუ თქვენს სახეზე. რა თქმა უნდა საკვები ერთადერთი მიზეზი არ არის გამონაყარისა, მაგრამ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, უმჯობესია გამორიცხოთ.

გამონაყარი წარმოადგენს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით წარმონაქმნს. ყოველ ჯირკვალს თავისი გამოსასვლელი მილი აქვს, რომლის მეშვეობითაც კანის ცხიმი გამოდის და რჩება მის ზედაპირზე. თუ გამოსასვლელი დახშულია, წარმოიქმნება ანთებითი გამონაყარი, ხოლო მიკრობების გამო იგი წითლდება და სივდება, რაც მთლიანობაში აუარესებს მდგომარეობას

დაწვრილებით



ჯანსაღი კვების საფუძვლები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება

ჯანსაღი კვების საფუძვლები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდებაროდესაც იწყება საუბარი ჯანსაღ კვებაზე, პირველი ასოციაცია რაც გვიჩნდება -„ძროხების დიეტა“ შემდგარი ბოსტნეულისა და წვენებისგან, ან რაღაც მსგავსი. ბუნებრივია, ბევრ ადამიანს არ უნდა ცხოვრებისეული სიამოვნებების მოკლება და უმრავლესობას ურჩევნია ჭამოს თავის გემოზე და არ იზრუნოს ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში არსებობს რამოდენიმე უბრალო რჩევა, რომელთა გათვალისწინებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა- პრაქტიკულად საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმის გარეშე.
რეგულარობა

არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზოგ ადამიანს არცერთი დიეტა არ შველის, ზოგი კი დიეტის გარეშე კარგ ფორმას ინარჩუნებს. საკმარისია ისწავლოთ დღეში მხოლოდ სამჯერ ჭამოთ, ანუ თუ შეჭამე - შემდეგ ჭამამდე არაფერს არ ეკარები. არავითარი ვაშლი ან იოგურტი, ჭიის გასახარებლად, არც არავითარი ჩაი.

ყოველგვარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინს ესაჭიროება მუდმივი კვება - უაზრობაა. ორგანიზმს შეუძლია ღვიძლში გლიკოგენის მარაგის რეგულირება და მისი ზომიერი გაცემა ტვინის სტაბილური მუშაობისთვის. და თუ ჭამის მერე ერთ - ორ საათში წახემსების სურვილი გაგიჩნდათ- ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის, რომ სხეულის სარეგულაციო სისტემები მორყეული გაქვთ.

დაწვრილებით