|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საკვებისმიერი ალერგია უფრო იშვიათია
მშობლები ხშირად უკავშირებენ კანზე გამონაყარს საკვებისმიერ ალერგიას პატარა ბავშვებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ამის მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ იყოს. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება 3 წლამდე ასაკის 900 ბავშვზე. თუმცა, მხოლოდ 5%-ში დადასტურდა საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ამასთან, მშობლების ერთი მესამედი ფიქრობდა, რომ მათ ბავშვს გააჩნდა ალერგია ამა თუ იმ საკვების მიმართ. ალერგიის გამოვლინებად ისინი თვლიდნენ კანზე გამონაყარს, სურდოს, დიარეას და ა. შ. საკვები პროდუქტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს კვებისმიერ ალერგიას (იმუნური სისტემის არასწორ რეაქციას) და საკვების შეუთვისებლობას, რომელიც არ არის არის დაკავშირებული იმუნურ სისტემასთან. კვლევამ გამოავლინა, რომ ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირი იყო ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა: არაქისი, კვერცხი, ხორბალი და რძე. მიუხედავად ამისა, რძის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ბავშვების 80% ახერხებს ამ პრობლემის დაძლევას სამი წლის ასაკიდან. იგივე შეიძლება ითქვას კვერცხის მიმართ ჰიპერმგრძნობელობაზეც. მკვლევარები აცხადებენ, რომ მშობლები გადაჭარბებულად აღიქვამენ ამა თუ იმ საკვებ პროდუქტზე მათი შვილის მგრძნობელობას. “ისინი ძალზე ხშირად უკავშირებენ ბავშვის მდგომარეობას იმას, თუ რა საკვები მიიღო მან. ჩვენ დავადგინეთ, რომ სიმპტომები ხშირად არ უკავშირდება საკვებისმიერ ალერგიას”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ტარა დინმა პორტსმუტის უნივერსიტეტიდან, დიდ ბრიტანეთში. ნუ მიიღებთ საკვებს ღამით
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ ”ვახშამი სჯობს მტერს გადაულოცო”, ამ პრინციპს ნაკლებად ვიცავთ.ბავშვები სწრაფად იზრდებიან იმიტომ, რომ მათი ორგანიზმი დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის პროდუქციას ახდენს. 35 წლის ზევით კი ეს მაჩვენებელი თანდათანობით ქვეითდება. შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება? მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ზრდის ჰორმონის სინთეზი ითრგუნება დაგვიანებული ვახშმის შემთხვევაში. ათასწლეულების განმავლობაში ორგანიზმი მიეჩვია ცხიმოვანი მარაგის ეკონომიურად ხარჯვას. დღისით ორგანიზმი ასე თუ ისე ებრძვის ამ წესს და დიდი რაოდენობით ინსულინს გამოიმუშავებს, რომელიც ეხმარება მას ნახშირწყლების დაწვაში და ცხიმების შენახვაში. საღამოს ჯერი ჰიპოფიზზეა - ხდება ამ ცხიმების გახლეჩვა, რაშიც მონაწილეობას იღებს ზრდის ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზის მიერ გამოიყოფა. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ? დღის განმავლობაში დაღლილები, განსაკუთრებით სტრესის შემდეგ, რელაქსაციის მოლოდინში დიდი სიამოვნებით მივირთმევთ ტელევიზორთან ისე, რომ არც კი ვუყურებთ საათს და ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ჰიპოფიზმა მიიღო ბრძანება: საკვები მიღებულია, არ არის საჭირო ცხიმოვანი მარაგის დახარჯვა - მალე მაინც უნდა დავიძინოთ. ჰიპოფიზი ამცირებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას და ხდება ენდოკრინული ”ჩავარდნა”, აღარ ხდება ცხიმების გახლეჩა, შინაგანი ორგანოები და სისტემები კი განიცდიან ზრდის ჰორმონის ნაკლებობას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000029 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||