Narkozi.com » ტეგები » საკეისრო


36-ე კვირა

ქალი

დაწყებული ამ კვირიდან, თქვენს ექიმს კვირაში ერთხელ უნდა ეწვიოთ.
უმეტეს შემთხვევაში, ამ დროისათვის ნაყოფი საშვილოსნოში თავით ქვემოთ არის მოთავსებული. თუმცა ზოგიერთი პატარა (საშუალოდ 4 ბავშვი 100-დან) მოთავსებულია მენჯით ქვემოთ. ასეთი მდებარეობისას შესაძლებელია წარმოიქმნას პრობლემები მშობიარობის დროს, თუმცა ეს არაა სავალდებულო.

დაწვრილებით



გეგმიური საკეისრო კვეთა ვნებს ბავშვს

იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას გეგმიური საკეისრო კვეთით მოევლინნენ, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.
პედიატრებმა შეისწავლეს 34 000 მშობიარობის მონაცემები და დაასკვნეს, რომ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებში, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო
საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებში, გაცილებით დაბალი იყო რესპირატორული დაავადებების განვითარების შანსი.
თუ გეგმიურ საკეისრო კვეთას გადავიტანთ ორსულობის 39-ე კვირაზე, გართულებების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაშინ როცა, 2 კვირით ადრე (37-ე კვირაზე) ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 4-ჯერ ზრდის გართულებების რისკს.
ორხუსის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ძალების მოკრეფა და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილის ფილტვების განვითარებისთვის.
“ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის ბავშვზე”, განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული ჰოსპიტალის ექიმმა, მეგი ბლოტმა.

დაწვრილებით