|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თვალის სიწითლე
თვალების გარშემო მუქი ლაქები მცირე ვენებია, რომელთა მეშვეობით ვენური სისხლი გულს უბრუნდება. ჩვეულებრივ მათი შემჩნევა შეიძლება დაღლილობის, ავადმყოფობის, სიფერმკრთალის, ან გახდომის, შემთხვევაში. თუ თვალების გარშემო მუქი ლაქები ბავშვს გაუჩნდა, ეს შეიძლება იყოს ალერგიაც. თვალების სიწითლე შეიძლება გამოწვეული იყოს დაღლილობით, ბაქტერიებით დასნებოვნებით, ან დაზიანებით. დაეხმარე საკუთარ თავს. ,,გაათეთრეთ~ წვეთების დახმარებით. თუ სიწითლის მიზეზი დაღლილობაა, გამოიყენეთ თვალის სისხლძარღვების შესავიწროებელი წვეთები და თქვენი თვალების თეთრი გარსი ქათქათა გახდება. გამოიყენეთ ჩაის პაკეტები. აიღეთ ჩაის ორი პაკეტი და დაალბეთ ცივ წყალში. დაწექით. ფეხები კედელს მიაბჯინეთ და დაიდეთ ეს პაკეტები თვალებზე. დაისვენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. კატარაქტა
დღესდღეობით კატარაქტის მოცილება შეიძლება მაშინვე, როგორც კი ჩვეულებრივ ცხოვრებას შეუშლის ხელს. ოპერაცია ერთ საათს გრძელდება და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ამ დროს ქირურგს შეუძლია ჩადგას ხელოვნური ლინზა, რომელიც მხედველობას აღადგენს. კატარაქტის მოცილების შემდეგ ზოგიერთი პაციენტი იძულებულია ატაროს სათვალე. სანამ საქმე ოპერაციამდე მივა, შეეცადეთ შეამციროთ კატარაქტის განვითარების შანსები. ამაში ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ. ატარეთ მუქი სათვალე. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ულტრაიისფერი სხივების ამრეკლავი სათვალის ტარება ამცირებს კატარაქტის შეძენის და განვითარების რისკს. შეეცადეთ იშოვოთ ძ80.3 მოდელის სათვალე, რომელიც ირეკლავს მავნე გამოსხივების 95%-ს. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||