|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სათესლის კიბოს სწრაფი თვითდიაგნოსტიკა
სათესლის კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ოცი-ოცდაათი წლის მამაკაცების სიკვდილის მიზეზებს შორის. ამავე დროს კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე, სრული განკურნების საშუალებას იძლევა. თვეში ერთხელ თვითდიაგნოსტიკა საუკეთესოა კიბოს აღმოსაჩენად.
თვითდიაგნოსტიკის დროს თქვენ უნდა შეეცადოთ იგრძნოთ, ხომ არ არის ორივე სათესლეში პატარა, უმტკივნეულო კვანძი. გარდა ამისა, სიმძიმე, ტკივილი სათესლე პარკში, ან მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე, შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. სათესლის კიბოზე მიმანიშნებელია ძუძუსთავების შეშუპება, გამაგრება და ფერის შეცვლა. _ თვითდიაგნოსტიკა აბაზანაში ჩაიტარეთ, როდესაც სათესლე პარკი მოდუნებულია. _ თითების მგრძნობელობის გასაზრდელად ხელები დაისაპნეთ. _ ფრთხილად დააწექით. თუ გეტკინათ, ე.ი. ზედმეტი მოგივიდათ. მოჭერით გამოწვეული ტკივილი კიბოზე არ მიუთითებს. რადგან გამაგრებული კვანძები შეხებისას ჩვეულებრივ უმტკივნეულოა. როდესაც კიბო ტკივილს იწვევს, ამისთვის მოჭერა აუცილებელი აღარ არის. _ ორივე ხელში თითო-თითო სათესლე აიღეთ და სათესლე პარკზე დაწოლა თანაბრად გადაანაწილეთ სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან.
ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||